II თავი – შექმენით სივრცე გროვინგისთვის / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად
სივრცის მოწყობა კანაფის ზრდისთვის
შიდა წარმოება, ეს იქნება დიდი კომერციული ფართი თუ, ერთი გროუ ბოქსი, არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ დაიწყოთ თქვენი მარიხუანას წარმოება. ამ თავში ვისაუბრებთ 6 ძირითად საფეხურზე.
შიდა წარმოების უპირატესობაა, თქვენით აკონტროლოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სასუქის მიწოდება, მორწყვა და ტენიანობა, ლედ განათება, ვენტილაცია და ტემპერატურა. იმისათვის, რომ არ იყოთ დამოკიდებული ამინდის ცვალებადობასა და ნიადაგის ნოყიერებაზე, ზემოთ ხსენებული ფაქტორების კონტროლით, შეძლებთ მიაღწიოთ მაქსიმალურ მოსავლიანობას.
სივრცის მოწყობა კანაფის ზრდისთვის
რათქმაუნდა შიდა წარმოება არ არის იაფი, მაგრამ მისი უპირატესობა, არის ბუნებრივი გარემო-ფაქტორებისაგან თავის არიდება. თუ ხართ დამწყები ამ საქმეში, შიდა წარმოება უმჯობესია დაიწყოთ ერთი გროუ ბოქსით, რადგან უკეთ აითვისოთ ზემოთ ხსენებული ფაქტორების კონტროლი.
თქვენ, ალბათ, ეძებთ თესლს, რომელიც იზრდება სწრაფად, მარტივად, აქვს უხვი მოსავალი და ძლიერი ეფექტი, მაგრამ დაიცადეთ… ეს ყველაფერი არ არის!
ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ მთავარი იდეაა, შექმნათ ისეთი გარემო, სადაც მცენარე გაიხარებს. შექმენით უკეთესი პირობები ფოტოსინთეზისთვის, რაზეც დამოკიდებულია მცენარის რაოდენობა და ხარისხი, ამას მწარმოებლები „მოსავლიანობას“ უწოდებენ. ახლა კი დაწვრილებით ვისაუბრებთ,თუ რა ესაჭიროება თქვენს მცენარეს:
1. განათება: ნათურა, ამრეკლი და კედელის ფერი
თქვენს მცენარეს სჭირდება განათება ფოტოსინთეზისთვის, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ ოთახი, რომელშიც სინათლე არ აღწევს, ეს საშუალებას მოგცემთ სრულიად აკონტროლოთ მცენარისთვის დღისა და ღამის საათები. ვეგეტატიურ ფაზაში მცენარეს ესაჭიროება 18 საათი სინათლე და 6 საათი სიბნელე, ხოლო ყვავილობისას 12 საათი სინათლე, 12 საათი სიბნელე.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ლედ განათება ან HPS / MH განათება თქვენი შიდა წარმოებისათვის. 400-ვატიანი მცენარეული ფაზისთვის და 600-ვატიანი HPS ნათურა ყვავილობის ფაზისთვის, ყოველ კვადრატულ მეტრზე, ეს იქნება იდეალური დასაწყისი. ლედ ნათურები შედარებით ძვირია, მაგრამ ის უმჯობესია, რადგან ბევრად ხარისხიანია და დიდი ხანი ძლებს, ამ ნათურამ გადაასწრო HID (HPS და MH) ნათურებს, რომელსაც პროფესიონალი მწარმოებლები მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ. განათებაზე სრული ინფორმაცია იხილეთ აქ V თავი – განათების არჩევა
იმისათვის, რომ არ დაიკარგოს განათება, გამოიყენეთ ამრეკლი, თეთრი ფერის კედლები საუკეთესო ვარიანტია, ის მაქსიმალურად აირეკლავს განათებას, ხოლო მუქი ან შავი კედლები შთანთქავს სინათლეს.
გამოიყენეთ ტაიმერი, რათა გაიმარტივოთ საქმე და ზუსტად აკონტროლოთ მცენარის განათება.
-
Mamba Negra CBG FEM 3X₾120.00
-
Mamba Negra CBD Auto 3X₾120.00
-
Mamba Negra CBD FEM₾120.00
-
DP – CBD SKUNK HAZE₾50.00
-
DP – CBD AUTO CHARLOTTE’S ANGEL₾50.00
-
DP – CBD AUTO BLACKBERRY KUSH₾50.00
2. ვენტილაცია და ჰაერის ცირკულაცია
დარწმუნდით, რომ ოთახი ან გროუბოქსი იყოს ჰერმეტული, რადგან მარიხუანას მძაფრმა არომატმა შესაძლოა შეაწუხოს ირგვლივ მყოფები, რადგან სუფთა ჰაერი და ცირკულაცია მნიშვნელოვანია მცენარისათვის, დარწმუნდით, რომ გამომავალი ჰაერის ნაკადი გაივლის ნახშირის ფილტრს, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას და მძაფრი სუნის განეიტრალებას.
თქვენს მცენარეს სჭირდება სუფთა ჰაერი. ფოტოსინთეზის დროს მცენარე შთანთქავს CO2-ს (ნახშირორჟანგი) და გარდაქმნის მას ჟანგბადად და შაქრად. ჰერმეტულ გროუ ბოქსს დასჭირდება ხვრელი სუფთა ჰაერისა და CO2-ს მისაწოდებლად.
გამოიყენეთ ვენტილატორი ჰაერის მუდმივი ცირკულაციისათვის. ამგვარად, ტემპერატურა და CO2 გროუ ბოქსში თანაბრად გავრცელდება.
3. სარწყავი სისტემა და ტენიანობა გროუ ბოქსში
მორწყვისას წყლის გადმოღვრა ქოთნებიდან გარდაუვალია, ასე რომ გროუ ბოქსისა და მცენარის უსაფრთხოებისათვის უმჯობესია იყოს წყალგაუმტარი იატაკი.
სარწყავი სისტემის შესახებ ვრცელი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ VI თავი – წყლის მენეჯმენტი
ტენიანობას განსაზღვრავს წყლის რაოდენობა ჰაერში. ჰაერში საჭიროა ზუსტი ტენიანობა, რაც ხელს უწყობს მცენარის ზრდას, ხოლო ზედმეტი ნესტი გამოიწვევს სოკოსა და ობს.
4. ტემპერატურა
როგორც ზემოთ ვახსენეთ ჰაერის ცირკულაცია და ვენტილაცია მცენარეს იცავს გადახურებისაგან.
ტემპერატურა მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზისთვის, აუცილებელია მისი რეგულირება დღისა და ღამის მიხედვით. დღის განმავლობაში ტემპერატურა შედარებით მაღალი უნდა იყოს ვიდრე ღამის.
საუკეთესო ტემპერატურაა 25°c. ტემპერატურა არ უნდა ჩამოცდეს 17°c და არ უნდა აღემატებოდეს 30°c. ნათურა უნდა გაძლევდეთ საკმარის ტემპერატურას დღის განმავლობაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ღამის საათებში შეიძლება დაგჭირდეთ დამატებით გამათბობელი.
5. სასუქი
საკვები ნივთიერებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარისთვის. აუცილებელია სასუქის რაოდენობის რეგულარული კონტროლი მცენარის ზრდის მიხედვით. მცენარისთვის საჭიროა აზოტის, კალიუმისა და ფოსფორის მიწოდება.
არსებობს საკვები ნივთიერებების სხვა და სხვა ნაზავი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს დამოკიდებულია მცენარის ციკლზე და აუცილებლად უნდა აკონტროლოთ რაოდენობა, რათა არ გადაამეტოთ და დაწვათ მცენარე.
6. უსაფრთხოება
აუცილებლია გროუ ბოქსი იყოს ჰერმეტული და არ დაგავიწყდეთ ნახშირის ფილტრის დაყენება მარიხუანას სუნის გასანეიტრალებლად. დაფიქრდით დამატებით საკეტებზე. ნუ დააყენებთ მოსავალს რისკის ქვეშ!
დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ყველა შესაძლო სცენარი და წინასწარ აირიდეთ თავიდან შესაძლო რისკი, უმჯობესია იმოქმედოთ ახლა ვიდრე კრიტიკულ სიტუაციაში.
ტემპერატურის, განათების, ტენიანობის, ჰაერის ცირკულაციისა და სარწყავი სისტემის სწორი მოწყობა განაპირობებს მცენარის ხარისხსა და მოცულობას. გროუ ბოქსი არის კარგი შესაძლებლობა ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
გროუ ბოქსის მოწყობის ზოგადი საკონტროლო სია
ქვემოთ არის ზოგადი ჩამონათვალი, რათა შექმნან თქვენი იზოლირებული ოთახი. აქ მოკლედ არის მოცემული ყველა საჭირო საფეხური თანმიმდევრობის დასაცავად, მაგრამ არ ინერვიულოთ ვრცლად თითოეულ საფეხურზე ვისაუბრებთ მომდევნო თავებში.
- შექმენით გეგმა
თავიდანვე განსაზღვრეთ თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე გსურთ გროუ ბოქსის მოწყობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, რამდენ მცენარეს დაატევთ.
- მოაწყვეთ სივრცე
აუცილებლად მოაშორეთ ზედმეტი ნივთი რომელიც ხელს შეუშლის მცენარეს. საჭიროა ელექტროობა და სველი წერტილი იყოს სიახლოვეში სადაც გადაწყვეტთ მცენარის დადგმას, განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობას.
- დააყენეთ განათება და სარწყავი სისტემა
დააყენეთ განათება და სათითაოდ შეამოწმეთ ყველა ნათურა და კაბელი. დაყენეთ წყლის სისტემა და დარწმუნდით, რომ გამართულად მუშაობს.
- მოამზადეთ ქოთნები
განათავსეთ: ქოთნები / მიწა / თესლი / სასუქი თქვენთვის სასურველი რაოდენობისა და გეგმის შესაბამისად. დარწმუნდით, რომ ყველაფერი ადგილზეა და მზად ხართ მცენარის დასარგავად.
როგორც აქამდე ვთქვით მცენარის გაზრდა შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი ზომის გროუ ბოქსით, დაწყებული ერთი მცენარის სათავსოთი, დამთავრებული პლანტაციით, მაგრამ დამწყები მწარმოებლისთვის უმჯობესია ერთი ან რამოდენიმე მცენარის გაზრდა, მეტი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად.