Tarantula
Tarantula განათავსეთ სასარგებლო მიკრობები თქვენი მცენარის ფესვთა ზონაში . ცნობილი ფაქტია , რომ სასარგებლო მიკრობები თქვენი მცენარის ფესვთა ზონაში ისეთ პროცესებს ეხმარებიან , რომლებიც თქვენი მცენარისთვის საკვების მისაღებად აუცილებელია. განათავსეთ Tarantula თქვენი მცენარის ფესვებში დღესვე. გამოავლინეთ თქვენი მცენარის მოსავლიანობის პოტენციალი. თქვენ მცენარის სახლში გაზრდა აირჩიეთ , რათა უკეთ შეგძლებოდათ იმ გარემოს კონტროლი, რომელშიც მცენარეს ზრდით.
ეს ერთადერთი გზაა მცენარის ზრდის მაქსიმალურად გასაკონტროლებლად და დიახ მცენარის გაზრდისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი სწორი ინერტული საშუალების შერჩევაა. მაგალითად ქოქოსის ბოჭკო , ტორფის ხავსი ან ქვის ბამბა . ისინი არ შეიცავენ არაფერ ისეთს , რამაც შეიძლება თქვენი მცენარის განვითარების დროს გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს , თუმცა თუ თქვენი მცენარის ფესვთა ზონას ხელშეუხებლად დატოვებთ , ამით ხელიდან გაუშვებთ მდიდარი კოლონიზაციის მთავარ უპირატესობებს.
მიწაში ზრდის დროს კანაფის მიწისქვეშა ქსელში მილიონობით ბუნებრივი მიკრობი მუშაობს და მის გაზრდასა და სრულყოფას უწყობს ხელს. თქვენ შეიძლება გქონდეთ პლანეტაზე ყველაზე განვითარებული ზრდის ოთახი , მაგრამ თუ არაფერს გააკეთებთ თქვენი მცენარის ცარიელი ფესვთა ზონის შესავსებად , ვერასდროს მიიღებთ უხვ მოსავალს, ამიტომ გამოცდილი გროვერები ყოველთვის იყენებენ ფერმენტებსა და მიკრობებს თავიანთ გასაზრდელ გარემოში. აი რაშია საქმე. როდესაც თქვენ მიკრობების უზარმაზარ კოლონიებს თქვენი მცენარის ფესვთა ზონაში ჩაუშვებთ , თქვენ შექმნით ოპტიმალურ პირობებს ნაერთებით მდიდარი ბიომასის შესაქმნელად.
ეს საშუალებას მისცემს მცენარეს , რომ უფრო დიდი გაიზარდოს და უფრო მსუქანი კვირტები გამოიბას. მცენარის მოყვანისას ყოველთვის უნდა გააკეთოთ აქცენტი მის ფესვის ზონაზე , რადგან რაც უფრო დიდია ფესვი მიტ უფრო დიდია მცენარეც. სასარგებლო მიკრობები კი ფესვებს აფართოებენ , რაც მცენარეს ჯამში უფრო პროდუქტიულს ხდის. ასე ,რომ მიკრობების დამატებით , თქვენი მცენარის მოსავლიანობაც იზრდება. გვიჭირს თუნდაც ერთი თასის მფლობელი გროვერის გახსენება , რომელსაც თავისი მცენარის ფესვის ზონისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია.
თუმცა გაითვალისწინეთ ისიც , რომ ზოგიერთი მიკრობული დანამატი , უბრალოდ ფულის ფუჭი ფლანგვაა ,რადგან ისინი არა თქვენი მცენარის გასაზრდელად , არამედ კომპანიის შემოსავლების გასაზრდელადაა შექმნილი. საყურადღებოა ის ფაქტიც , რომ თუ კომპანია ყველა მიკრობსა და სოკოს ერთ ბოთლში მოათავსებს , ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ. და საბოლოო ჯამში თქვენ ვერ მიიღებთ იმ შედეგს , რომლის იმედიც გქონდათ.
კვდებიან თუ არა ბაქტერიები ჩამოსხმის დროს? როდესაც კომპანიები ბაქტერიების ჩამოსხმის წესებს არღვევენ , ბაქტერიების დიდი ნაწილი უბრალოდ იღუპება , დანარჩენი ნაწილი კი ფესვთა ზონაში უბრალოდ ვერ აღწევენ. ყველა ბაქტერია თანაბარი ეფექტურობით მუშაობს? რა თქმა უნდა არა. ბაქტერიების მხოლოდ სპეციფიკურ შტამებს შეუძლიათ თქვენი ფესვის ზონის ოპტიმიზაცია. აუცილებელია ყურადღება მაიქციოთ მათ სახელწოდებებს , წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სარგებლის ნაცვლად მცენარეს მხოლოდ ზიანი მოუტანოთ.
არასდროს იყიდოთ ეგრეთ წოდებული „ყველა ერთში“ შემოთავაზებები , სადაც შეუთავსებელი მიკრობები უბრალოდ ერთ ბოთლშია მოთავსებული. ზოგ მიკრობს სხვებზე დომინირება შეუძლია , რაც დროთა განმავლობაში საერთო შტამის ღირებულების დაწევას იწვევს. როგორც ხედავთ რთულია მიკრობული დანამატების სწორად არჩევა . აუცილებელია გარკვეული კვლევები , თუმცა ჩვენ საქმე გაგიმარტივეთ , რადგან ახლა თქვენ შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი მცენარის ფესვთა ზონა ბაქტერიების ზუსტი შტამებით , რომლებიც მსოფლიოს წამყვანი მიკრობიოლოგების მიერ არის შერჩეული.
იმის ნაცვლად , რომ დაეყრდნოთ სუსტ ფორმულებს და ილოცოთ წარმატებისთვის , თქვენ 100% ით დარწმუნებული იქნებით , რომ თქვენი მცენარეები საუკეთესო ბაქტერიული შტამებით საზრდოობენ , რომლებიც სპეციალურადაა შერჩეული პრემიუმ ხარისხის ფესვების ზონის გასაზრდელად. ჩვენ არ დაგვიხარჯავს დრო და ენერგია Tarantula-ს შექმნისას. დღეს მას 107 ქვეყანაში იყენებენ და ყველანი კმაყოფილები არიან. მისი დახმარებით თქვენ დარწმუნებულები იქნებით , რომ თქვენი მცენარე შეიქმნის ისეთ ფესვის ზონას , რომელიც მცენარის სრულყოფილად ზრდას უზრუნველყოფს.
ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ჩვენი ფლაგმანი პროდუქტი VooDoo Juice ფესვების ფორმირებისთვის , მაგრამ როდესაც მას Tarantula-სთან ერთად იყენებთ , თქვენ ანვითარებთ მდიდარ , ცოცხალ ფესვთა ზონას ,რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენი მცენარის განვითარებას. გამოყენების შემდეგ , თქვენ დარწმუნებულები იქნებით , რომ თქვენი ძვირადღირებული საკვები ნივთიერებები თქვენს მცენარემდე მიაღწევენ და მაქსიმალურად დაეხმარებიან მას გაზრდასა და განვითარებაში. ის რკინასა და ფოსფორს უფრო ხელმისაწვდომს გახდის კანაფისათვის , ხოლო საკვებ ნარჩენებს გადააქცევს შთანთქმად და სასარგებლო ნივთიერებებად.
(ძალიან ბევრი გროვერი იყენებს Tarantula -ს იმ მიზნით , რომ მისმა მცენარემ საკმარისი რაოდენობის ფოსფორი მიიღოს და უფრო მეტად გაზარდოს მოსავლიანობა) გაოცებული დარჩებით ისე სწრაფად გადაიქცევა პატარა , უსუსური ფესვები ძლიერ და დაქსაქსულ მასად , რომელიც მცენარეს უზარმაზარი მოსავლიანობით დააჯილდოებს. თქვენც ხომ სწორედ ამისთვის დახარჯეთ ამხელა ძალისხმევა. უბრალოდ ჩადეთ მცირედი ინვესტიცია რჩეულ ბაქტერიებშიც , რომლებიც თქვენს ფესვთა ზონას გამოკვებავენ.
წარმოიდგინეთ როგორ მშვიდად იგრძნობთ თავს , როცა დარწმუნებული იქნებით , რომ თქვენი მცენარე იღებს ყველა საჭირო ინგრედიენტს თავისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად და გარანტირებული ხართ , რომ ციკლის ბოლოს უხვ მოსავალს მიიღებთ. შეიძინეთ დღესვე , უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში , შეურიეთ ის VooDoo Juice-ში და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.