Sensizym Organic
აქტიური ფერმენტებით ფესვთა განახლების სისტემა ორგანული კულტივაციისთვის.
გამოიყენეთ Sensizym Organics-ს უნიკალური ნაზავი და მიიღეთ მცენარის ექსტრაქტისგან მიღებული ვიტამინი B1 . აქტიური ფერმენტები ყვავილობის ფაზაში მზარი ფესვების არეში ნარჩენების მოშორებაში და მკვდარი ფესვების მაშის ნახშირწყლებად დაშლაში დაგეხმარებათ. ეს მძლავრი ფორმულა შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ბოჭკოშიც კი.
სცადეთ დღესვე , ყოველგვარი რისკის გარეშე . უკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ თანხის 100% იან დაბრუნების გარანტიას გაძლევთ.
გაუმარტივეთ თქვენს მცენარეებს კვება Sensizym Organics ის დახმარებით. თუ ორგანული გროვერი ხართ, ფაქტია, რომ არ ზოგავთ ხარჯებს მცენარის ზრდის პროცესში ისე, რომ გარემო ბუნებრივს მაქსიმალურად დაამსგავსოთ.

იდეალური ტემპერატურის, ტენიანობის და CO2 დონეს ქმნით, ლედ განათება 800-1500 PPM სიხშირით გაქვთ დაყენებული , რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფოტოსინთეზს. თქვენ არ ზოგავთ ხარჯებს მცირედი დეტალების დახვეწაზე, რათა თქვენმა მცენარემ ციკლის დასრულების დროს საუკეთესო ხარისხის მოსავალი მოგცეთ, თუმცა მდგომარეობის სრულყოფისთვის ერთ ნაბიჯი დაგრჩათ.
თქვენ ფესვის ზონაზე უნდა კონცენტრირდეთ, რადგან თუ სერიოზულად გაქვთ განზრახული ბუნებრივი პირობების შექმნა, მაშინ თქვენთვის ფესვის ზონის მოვლა ძალიან რთული იქნება. სინამდვილეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები მიწის ქვეშ ხდება.
სწორედ იქ მუშაობს მილიონობით ბუნებრივი მიკრობი, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ფესვის ზონის სხვა ფუნქციებს. თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ ბუნებრივი გარემო შეუქმნათ მცენარეებს, ასე, რომ მათ ფერმენტებიც უნდა დაუმატოთ.
სპეციალიზებული ცილები , რომლებიც ორგანული ნაერთების დაშლას უწყობს ხელს და ეხმარება თქვენს მცენარეებს , რომ საკვები ნივთიერებები უფრო მარტივად შთანთქონ.
ორგანული ზრდის პირობებში საკვები ნივთიერებების უმეტესობა ძალიან რთულად იხსნება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მცენარეს მისი შთანთქვა უჭირს. თქვენი მცენარე საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის.
თქვენ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ მცენარეების ბუნებრივი გზით გასაზრდელად და იმედოვნებთ, რომ მათ უხვი მოსავალი ექნებათ , ამის ნაცვლად კი თქვენი პრემიუმ საკვები დანამატების მცენარის ფესვის ზონაში რჩებიან და მცენარეები მისგან სარგებელს ვერ იღებენ.
თუ გროვერების უმეტესობის მსგავსად, თქვენც გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ეს სამწუხარო სიტუაცია, უნდა გამოიყენოთ ფერმენტები. აი რაშია საქმე, ხშირ შემთხვევაში თქვენი ფესვის ზონაში არსებული მიკრობები ვერ ქმნიან საკმარისი რაოდენობის ფერმენტებს, რათა თქვენმა მცენარემ მაქსიმალურად მიიღოს საკვები ნივთიერებებისგან სარგებელი. სწორედ ამიტომ , გროვერები ეყრდნობიან ამ ფერმენტულ დანამატს , რათა უზრუნველყონ მაღალ ფუნქციონირებადი რიზოსფერო.
გამოიყენეთ sensizym organic და თქვენი მცენარეები ისარგებლებენ კვების პროგრამის სრული სპექტრით. ისინი მიიღებენ ზუსტად იმ ნივთიერებებს , რომლებიც მათ სჭირდებათ. სწორედ ამიტომ იყენებს ძალიან ბევრი უმაღლესი დონის გროვერი ფერმენტების დანამატს მცენარისათვის იდეალური პირობის შესაქმნელად.
ისინი თქვენს მცენარეებს იმ საკვები ნივთიერებების მიღებაში ეხმარებიან , რომლებიც მათ განვითარებისთვის ასე ძალიან სჭირდებათ. ზოგიერთი გროვერი მათ გარეშე ახალი მოსავლის ციკლის დაწყებაზე არც კი ფიქრობს, მაგრამ სანამ რომელიმე ძველი ფერმენტის დანამატს იყიდით, გაითვალისწინეთ, რომ არასწორმა ფერმენტებმა შეიძლება თქვენი მცენარის ზრდა შეანელოს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ფერმენტები , რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, ზოგი ცხიმებს ითვისებს, ზოგი ცილებს, ზოგი კი ნახშირწყლებს, ასე რომ ყოველ ფერმენტს თავისი უნიკალური როლი აკისრია საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომად გადაქცევასა და ფესვის ზონის ფუნქციების ოპტიმიზაციაში. თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენაც.
არსებობენ ფერმენტებიც, რომლებიც ნებისმიერ ორგანულ ნივთიერებას ანადგურებენ. ბევრი ფერმენტის ფორმულა შეიცავს მხოლოდ ცელულაზას. ეს არის ფერმენტი , რომელსაც შეუძლია მხოლოდ ცელულოზის დაშლა და მისი მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ საკვებ ფორმებად გადაქცევა. მიუხედავად იმისა , რომ ცელულაზა შეიძლება კრიტიკულია თქვენი მცენარეებისთვის , ის სრული სამუშაოს მხოლოდ ერთ ნაწილს ასრულებს .
სწორედ ამიტომ, ჩვენმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა კონკრეტული მცენარისთვის შესაფერისი ფერმენტების იდენტიფიცირებაზე და შექმნეს ორგანული დანამატი ეფექტური ფერმენტების მძლავრი სპექტრით, ამ დანამატს კი Sensizym Organic™. ჰქვია. ეს არის აუცილებელი დანამატი ორგანული გროვერებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ მცენარეებს ბუნების ყველა სიკეთე მიაწოდონ.
ჩვენ არ ვიყენებთ მხოლოდ ერთ ფერმენტს , არამედ შემუშავებული გვაქვს ფერმენტების მთელი ხაზი : ქსილანაზა, ცელულაზა, ბეტა, გკუკანაზა, ვიტამინი B1 . ეს ყველაფერი კი იმისთვის , რომ საკვები დანამატი თქვენი მცენარისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს.
მარტივად რომ ავხსნათ, შერჩეული ფერმენტები ანადგურებს ორგანულ ნივთიერებებში არსებულ რთულ ნახშირწყლებს. ფესვთა ზონაში გამოუყენებელ საკვებ ნივთიერებს გარდაქმნიან მარტივ საკვებ ნივთიერებებად, რომლებსაც თქვენი მცენარეები მარტივად მოიხმარენ. გროვერი კი შედეგად იღებს დიდ, აყვავებულ მცენარეს. ეს ყველაფერი დასტურია იმისა , რომ ჩვენი ფორმულა მუშაობს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Sensizym Organic არის CDFA-OIM და OMRI-ს მიერ სერტიფიცირებული სასუქი, რაც ნიშნავს იმას , რომ მისი გამოყენება ორგანული ზრდის დროსაც არის შესაძლებელი.
მისი დახმარებით თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მცენარის ფესვთა ზონაში არსებობს საჭირო ფერმენტების სრული სპექტრი, რომლებიც მას ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან.
როდესაც ამ ფერმენტებს თქვენს მცენარეს დაუმატებთ, მალევე მიხვდებით, თუ რატომ ირჩევს ამდენი ორგანული გროვერი მას თავისი მცენარის პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინებისთვის. იმისათვის, რომ თქვენმა მცენარემ სრული პოტენციალი გამოავლინოს, აუცილებელია დეტალებზე კონცენტრაცია.
ასე, რომ რაღას უცდით , შეიძინეთ Sensizym Organic ჩვენს გროუშოფში და გაზარდეთ თქვენი მცენარე ორგანული გზით დამატებითი რისკების გარეშე.
კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 | |
Sensizym Organic | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ |