V თავი – განათების არჩევა / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად
განათების შერჩევა თქვენი მცენარისთვის
განათება აუცილებელია, რადგან ის განსაზღვრავს მცენარის ზრდის ციკლს, ფოტოსინთეზს, აქედან გამომდინარე მცენარისა და კვირტის სიჯანსაღეს. ამ თავში ვისაუბრებთ განათებასა და ნათურებზე.
როგორ შევარჩიოთ შესაბამისი განათება?
არსებობს განათების ოთხი ძირითადი ტიპი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ
- ლედ ნათურა
- ფლოურესცენციული (T5 / CFL)
- მეტალოჰალოგენურინათურა (Metal Halide)
- ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურა (High Pressure Sodium)
ყველა ნათურას აქვს თავისი პლიუსი და მინუსი, ასევე ნათურები გამოიყენება მცენარის ზრდის სხვადასხვა ეტაპზე, რომელშიც უკეთესად მუშაობენ.
რჩევა I
სტანდარტული ნათურა ამ საქმისთვის არ გამოგადგებათ😊
LED განათება
ლედ განათების დაყენება მარტივია, უბრალოდ შეაერთეთ დენის წყაროში და დაკიდეთ მცენარის თავზე. ეს არის უმარტივესი დასამონტაჟებელი ნათურა და გაძლევთ იდეალურ შედეგს.
ლედ ნათურა მუშაობისას არ ხურდება, მაგრამ დიდი მაშტაბებზე მუშაობისას თქვენ მაინც დაგჭირდებათ ჰაერის ცირკულაცია და ვენტილატორი ტემპერატურის საკონტროლებლად.
დარწმუნდით რომ დაიცავით მანძილი განათებასა და მცენარეს შორის, რომ თავიდან აიცილოთ მსუბუქი დამწვრობა. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ განათების სრული სპექტრი რომელიც შეადგენს მწვანესა და თეთრ შუქს. მხოლოდ წითელი და ლურჯი განათება არ არის საკმარისი მცენარისთვის.
ლედ ნათურა- ეს არის იაფი წარმოების საშუალება, რომელიც თვეში დაახლოებით 30 გრამ მოსავალს იძლევა და შედარებით ცოტა კვირტს ყოველ ვატზე ვიდრე ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურა (HPS) და მეტალოჰალოგენური ნათურა (Metal Halide), როგორც წესი შედარებით ოპტიმალურია პროფესიონალური ზრდისთვის.
-
Mamba Negra CBG FEM 3X₾120.00
-
Mamba Negra CBD Auto 3X₾120.00
-
Mamba Negra CBD FEM₾120.00
-
DP – CBD SKUNK HAZE₾50.00
-
DP – CBD AUTO CHARLOTTE’S ANGEL₾50.00
-
DP – CBD AUTO BLACKBERRY KUSH₾50.00
ფლოურესცენციული ნათურა ახალგაზრდა მცენარის კლონირებისთვის
ფლოურესცენციული ნათურები იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი თქვენი მცენარის სიცოცხლის საწყის ეტაპზე. ის არ მოიხმარს ბევრ ელექტრო ენერგიას, არის იაფი და პოპულარული ბევრი დამწყები მებაღისთვის, ამიტომ მას მარტივად მიაგნებთ.
კომპაქტური ფლოურესცენციული ნათურა (CFL), რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში ნახოთ, ისინი გამოიყენება ვიწრო და მოუხერხებელ ადგილებში. თქვენი პროფესიონალური წარმოებისთვის, დაგჭირდებათ ასევე T5 ნათურები (გრძელი მილის მსგავსი).
ეს ნათურები იდეალურია კლონირების, დათესვისა და ახალგაზრდა მცენარეებისთვის. ის არ წვავს მცენარეებს და შეგიძლიათ განათავსოთ მათთან ახლოს, მოიხმარს ცოტა ელექტროენერგიას. მისი მეწამული თეთრი სპექტრი იდეალურად ერგება ნერგებს.
თუმცა, ვეგეტატიურ და ყვავილობის სტადიაში ფლოურესცენციული ნათება მოგცემთ ნაკლებ მოსავალს. T5 ნათურები კარგია მცირე წარმოებისთვის, დიდ მასშტაბებზე თქვენ დაგჭირდებათ ბევრად ძლიერი განათება, მაგალითად მეტალოჰალოგენური და ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურები.
რჩევა II
ფლოურესცენციული T5 ნათურები გამოიყენეთ კლონირების, გამრავლებისა და გადარგვის პერიოდში.
მეტალოჰალოგენური ნათურები (Metal Halide) ვეგეტატიური პერიოდის დროს
ეს ნათურები წარმოადგენენ 1 სახეობას ორი მაღალი ინტენსივობის აირგანმუხტვადი (HID) ნათურებიდან. მეტალოჰალოგენური (Metal Halide) ნათურები თავსდება ინტეგრირებულ სამაგრზე და აქვს შუქის ამრეკლი. ის ძალიან ხურდება და საჭიროა ახლოს ჰქონდეს ვენტილატორი.
ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურა (High Pressure Sodium) წარმოადგენს მეორე მაღალი ინტენსივობის აირგანმუხტვადი (HID) ნათურის სახეობას, ორივე მათგანს აქვს ძალიან მაღალი მოსავლიანობა ყოველ ვატზე, ნებისმიერ სხვა ნათურასთან შედარებით, ამიტომ მათ პროფესიონალი მწარმოებლები წარმატებით იყენებენ მცენარის ზრდის გვიან სტადიებში.
მეტალოჰალოგენური ნათურა აწარმოებს მოლურჯო სპექტრს, რომელიც იდეალურად ერგება მცენარეს ვეგეტატიურ სტადიაში.
რჩევა III
ვეგეტატიურ სტადიაში ფლოურესცენციული T5 ნათურიდან გადადით მაღალი ინტენსივობის აირგანმუხტვად (HID) ნათურებზე. გამოიყენეთ ორივე ნათურა სწორი თანაფარდობით 2 ცალი მეტალოჰალოგენური (Metal Halide) და 1 ცალი ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურა (High Pressure Sodium).
ნატრიუმისმაღალი წნევის ნათურა (High Pressure Sodium) ყვავილობის პერიოდში
ისევე როგორც მეტალოჰალოგენურ (Metal Halide) ნათურებს ასევენატრიუმისმაღალი წნევის (High Pressure Sodium) ნათურებსაც სჭირდება ვენტილატორი გასაგრილებლად და ამრეკლი. ორივე ნათურას აქვს ერთნაერი სამაგრი, ასე რომ შეგიძლიათ მცენარის სხვა და სხვა ციკლზე გამოიყენოთ ერთი და იგივე სამაგრი და უბრალოდ შეცვალოთ ნათურები.
ნატრიუმის მაღალი წნევის (High Pressure Sodium) ნათურებს აქვს მოყვითალო სპექტრი, რომელიც ეხმარება მცენარეს ყვავილობაში და იდეალურია ამ სტადიისთვის. ეს ნათურები პროფესიონალური ზრდისთვის აუცილებელია!
რჩევა IV
ყვავილობის სტადიაში გამოიყენეთ მხოლოდ ნატრიუმის მაღალი წნევის (High Pressure Sodium) ნათურა, რომ ხელი შეუწყოს კვირტების ჩამოყალიბებას და მოგცეთ მაქსიმალური მოსავალი.
რჩევა V
ნატრიუმის მაღალი წნევის (High Pressure Sodium) და მეტალოჰალოგენური (Metal Halide) ნათურები ხურდება, ამიტომ აუცილებელია ვენტილატორის გამოყენება, რომ არ დაწვათ თქვენი მცენარე.
თუ როგორი კლიმატი და ტემპერატურა ესაჭიროება თქვენ მცენარეს გადადით მეოთხე თავზე და დაწვრილებით წაიკითხეთ.
თუ თქვენ გინდათ მაღალი მოსავლიანობა HPS / Metal Halide ნათურები ყველაზე იდეალურია. გაითვალისწინეთ ეს ნათურები და მათი დამონტაჟება, ასევე დამატებითი ვენტილატორები მეტ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შედეგი ამათ ღირს. აუცილებლად გამოიყენეთ სტაბილიზატორი, რომელიც მოიხმარს ცოტა ელექტროენერგიას და ნათურებს უხანგრძლივებს სიცოცხლეს.
რჩევა VI
კარგი ხარისხის HPS და Metal Halide ნათურები 2-4-ჯერ მეტ მოსავალს იძლევა ვიდრე ფლოურესცენციული.
ყველა სინათლის ტალღას აქვს თავისი ფერი. მზეს აქვს სრულ სპექტრიანი სინათლე. დაბალი ინტენსივობის განათების დროს მცენარე იზრდება მაღალი, რადგან მცენარე ცდილობს მიწვდეს განათებას, ხოლო მაღალი ინტენსივობის განათებისას მცენარე იზრდება დაბალი. ამის დაბალანსება შეგიძლიათ მანძილით მცენარიდან განათებამდე.
ვეგეტატიურ პერიოდში მცენარეს სჭირდება 18 საათამდე სინათლე. ყვავილობის პერიოდში იდეალურად იზრდებიან 12 საათ სინათლესა და 12 საათ სიბნელეში.
12/12-ზე განათების რეჟიმი თქვენს მცენარეს აფიქრებინებს, რომ გვიანი ზაფხულია და დროა კვირტების გამოსაღებად. ამ რეჟიმზე გადართვა შეიძლება 2-4 კვირიანი ვეგეტატიური ზრდის შემდეგ. ეს ის დროა როცა თქვენ შეგიძლიათ ფლოურესცენციული განათებიდან გადახვიდეთ ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურაზე.
რჩევა VII
აკურატულად შეცვალეთ განათების ციკლი. აიღეთ რამდენიმე დღე 18/6-დან 16/8-ზე, 14/10-ზე, 12/12-ზე.
რჩევა VIII
გამოიყენეთ ტაიმერი სინათლის რეჟიმის საკონტროლებლად. მისი მეშვეობით განათება გაწერილია და აღარ მოგიწევთ ამაზე ფიქრი.