VIII თავი – მცენარის მოვლა – ვეგეტაცია / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

მცენარის მოვლა ვეგეტაციურ პერიოდში

დღევანდელ თავში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მცენარეს, მას შემდეგ, რაც კაკალი/კლონი დათესეთ. აქამდე თუ მცენარე იზრდებოდა პლასტიკური ქილის ქვეშ, ახლა დროა გადაიტანოთ მცენარე საზრდელ ოთახში და დაიწყოთ მისი ჯანმრთელობის, ძალისა და ფორმის გაუმჯობესება.

მცენარის საზრდელ ოთახში გაზრდა გაძლევთ უპირატესობას, რომ მისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნათ. ზრდის ფაზა – ეს არის მცენარის ჯანმრთელობის სული და გული – მხოლოდ მიყევით ჩვენს რჩევა დარიგებას.  წინა თავებში ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოაწყოთ განათების, წყლისა და ჰაერის სისტემა, მე გირჩევთ გაეცნოთ ამ თავებს, მეტი იმფორმაციისთვის თუ როგორ მოვაწყოთ იდეალური გარემო თქვენი მცენარისათვის.

რა არის ჰიდროფონიკის საკვები ნივთიერებები?

ვეგეტაციური სტადია იწყება, როდესაც მცენარეს განუვითარდება ფესვების სისტემა ისე, რომ წყლის მიღება შეძლოს დამოუკიდებლად და აღარ დასჭირდეს პლასტიკის ან ქილის გამოყენება როგორც ზრდის დასაწყისში იყო საჭირო. მიეცით მცენარეს ხუთიდან ათ დღემდე, რათა შეეჩვიოს ახალ გარემოს და ეტაპობრივად გაზარდეთ განათება და მოუმატეთ ჰაერის ცირკულაციას.

რჩევა I
ვეგეტაციური პერიოდის დროს თქვენ დაგჭირდებათ 18 საათი განათება. გამოიყენეთ სრულსპექტრიანი ნათურა. მეტი სინათლე = მცენარის სწრაფად ზრდას. ტენიანობა არეგულირეთ 45%-დან 65%-მდე, განათება 22°c-დან 28°c-მდე. შეინარჩუნეთ სუფთა ჰაერი საზრდელ ოთახში, გამოიყენეთ ვენტილატორი. თქვენ დაგჭირდებათ საკვები ნივთიერებები აზოტისა და კალიუმის მაღალი შემცველობით, ასევე ფოსფორის შემცველობა საშუალოდან მაღლამდე.

მიეცით მცენარეს დრო, რათა გაძლიერდეს ვეგეტაციურ პერიოდში. გაზარდეთ 45 სანტიმეტრამდე, მინიმუმ 3-დან 6 ფოთლიან ტოტებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეთ ყვავილობის ფაზაში.

გაითვალისწინეთ, რამდენად გსურთ, რომ დიდი გაიზარდოს თქვენი მცენარე. ერთი და იმავე საზრდელ ოთახში ბევრი მცენარის განთავსება ნიშნავს, რომ ცოტა დრო დასჭირდებათ კვირტებს სივრცის შესავსებად, ხოლო მცენარეების ნაკლები რაოდენობა ნიშნავს, რომ იგივე სივრცის შესავსებად მცენარეები უნდა გაზარდოთ უფრო დიდი და მაღალი.

მარიხუანას  განსხვავებულ ჯიშებს აქვთ სხვა და სხვა ზომისა და ფორმის კვირტები. როცა ოთახში დგამთ მცენარეებს შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი ოთახის სრულად ათვისებასა და მცენარეებისთვის საჭირო სივრცის დატოვებას შორის, ამისთვის დაგჭირდებათ ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ ცოდნა თქვენს მხარეზეა. სატივა იზრდება 150%-ით ყვავილობის პერიოდში გადასვლის შემდეგ, ხოლო ინდიკა მხოლოდ 25%-ით.

მცენარე გაიზრდება უფრო მაღალი თუ დააკლდება სინათლე – ის იწელება სინათლისკენ და ხდება უფრო მაღალი რადგან მიწვდეს სინათლის წყაროს. მის ტოტებს შორის რჩება დიდი ადგილი რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე. ძლიერ ვენტილაციას შეუძლია მცენარე გახადოს უფრო ხშირი და დაბალი.

ვეგეტაციურ ფაზაში თქვენ ქმნით სტანდარტებს თქვენი მცენარისა და მოსავლისთვის.

როგორ მოვუაროთ მცენარე მარიხუანას

უპირველეს ყოვლისა: თუ მცენარე არის კარგ მდგომარეობაში, ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად შეზღუდავს ან ხელს შეუწყობს ზრდაში ეს არის შუქი. არ მიცეთ მცენარეს საშუალება ეძებოს სინათლე, ასევე არ დაწვათ მცენარე ნათურით, როცა ის მაღალი გაიზრდება.

ვეგეტაციური ფაზის ძირითადი მიზანია გაზარდოთ ჯანმრთელი და ძლიერი მცენარე. მნიშვნელოვანია კვირტებს ხვდებოდეს სინათლე, იმიტომ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ყვავილობის ფაზაში.

რჩევები თუ როგორ გავზარდოთ იდეალური მცენარე:

  • ქოთნისა და ბადე ქოთნის ზომა
  • მცენარის გადაჭრა
  • ფოთლის მოცილება 
  • ღეროს გადაღუნვა

ქოთანი

მცენარის ზომას განაპირობებს მისი ფესვები. ფესვების რაოდენობა დამოკიდებულია ქოთნის/ბადე ქოთნის ზომაზე. მიეცით ფესვებს ადგილი გასაზრდელად და მცენარეც გაიზრდება. თუ თქვენ სეზონურად ზრდით მცენარეს საშუალო ზომის ქოთანიც საკმარისია. არიან პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ მცენარეს წლების განმავლობაში ზრდიან და რათქმაუნდა უფრო დიდი ქოთანია საჭირო. მცირე ზომის ქოთნებში არსებულ მცენარეებს ესაჭიროება ხშირი მორწყვა. ჰიდროფონული სისტემის დროს ეს არ არის საჭირო.

მცენარის გადაჭრა

გადაჭერით ღერო ზუსტად ზემოდან მეორე ფოთლების განშტოებასთან. ახლა თქვენს მცენარეს აქვს ორი განშტოება და გაიზრდება ძლიერი Y-ფორმის. დაასვენეთ მცენარე გადაჭრის შემდეგ, რადგან ამ დროს ის ზრდას ანელებს, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ იგივეს გაკეთება შეგეძლებათ.

მცენარის მოძრობა (FIM-ინგ მეთოდი)

ამ მეთოდს ეძახიან FIM ( Fuck I Missed), რადგან ის დაფუძნებულია მცენარის წვეროების  და არა ღეროს მოჭრაზე. FIM-ინგის დროს მცენარეს თავის ახალგამოღებულ წვეროებს აჭრით. ასეთ დროს ორის ნაცვლად მცენარე იღებს ოთხ ახალ ღეროს. ამ შემთხვევაში შენელებული ზრდა ნაკლებად სარისკოა.

ფოთლების მოშორება

ვეგეტაციურ პერიოდში ფოთლების მოშორება შეანელებს მცენარის ზრდას. მხოლოდ ჯანმრთელ მცენარეს მოაშორეთ ფოთლები, ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ მისი ფორმა და ზრდის სისწრაფე. გამოიყენეთ ეს ტექნიკა, რომ ჩამოყალიბდეს საშუალო ზომის მცენარე, რომლის კვირტებსაც უკეთესად მოხვდება სინათლე.

მცენარის გადაღუნვა (super cropping)

ეს პროცესი ნაკლებად დასტრესავს თქვენ მცენარეს, რადგან ის მხოლოდ დაბმული ან გადახრილია და არ საჭიროებს გადაჭრას. გადახრის გამო თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მცენარე ჰორიზონტალურ მწკრივებად. გადმოხარეთ ღეროები რომლებიც სხვებზე მაღალია. თქვენ შეგიძლიათ დააბათ ისინი ან გამოიყენოთ წონა. Super cropping-  ეს ტექნიკაა, სადაც თქვენ მცენარეს გადაღუნავთ იქამდე სანამ გადახრის წერტილი ოდნავ არ დაზიანდება. 

იდეალური ფორმის გაზრდა

ამ ეტაპზე თქვენი მიზანია პატარა და ახალი ჩითილი აქციოთ ჯანმრთელ და დიდ მცენარედ. კომერციული წარმოებისთვის უმჯობესია გაზარდო მცენარე ჰორიზონტალურ კვირტების ზღვად, რომლებსაც ყვავილობის პერიოდში სულ ექნებათ სინათლე და მოგცემთ არაჩვეულებრივ მოსავალს. ვეგეტატიური ფაზა არის ყვავილობისთვის მოსამზადებელი პერიოდი. ის აყენებს სტანდარტებს თქვენი მოსავლისთვის, რადგან თქვენ ცვლილებების შეტანას აპირებთ, რომელიც დააჩქარებს მოსავლის აღებას ყვავილობის პერიოდში.

IX თავი – მცენარის მოვლა – ყვავილობა