ჯანმრთელობა

კანაფის გამოყენება ქიმიოთერაპიის გადასატანად

kanafis-gamoyeneba-qimioterapiis-dros

სამედიცინო მარიხუანას შეუძლია სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს დაეხმაროს. როცა მე დამიდგინეს მსხვილი ნაწლავის 3 დონის კიბო, გადავწვიტე რომ გამომეყენებინა სამედიცინო მარიხუანას პროდუქტი სიმპტომების დასაძლევად. იმ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ძალიან ბევრი დეტალი ამ საკითხზე. თუმცა ჩემი გამოცდილება დღესდღეობით სხვა პაციენტებს ეხმარება. 

უძილობა

უძილობა არის გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ახლავს ქიმიოთერაპიას. თუ თქვენ გაქვთ დაძინების პრობლემა, ინდიკას ტიპის კანაფის შესუნთქვას შეუძლია დაგეხმაროთ.  თუ თქვენ ძილის შენარჩუნების პრობლემა გაქვთ, ინდიკასგან დამზადებული საჭმელი უზრუნველყოფს მშვიდობიან ღამეს. თუ მცირე ტკივილები და ნერვიულები მომენტები გაქვთ ძილთან დაკავშირებით, მაშინ 1:1 შეფარდება სიბიდისა და THC-ს უფრო შესაფერისი იქნება.

ინფექცია და იმუნური სისტემის პრობლემები

გამოუცდელი პროდუქცია  შეიძლება შეიცავდეს ობს ან სოკოს, რომლებიც იწვევენ მცირე გაღიზიანებას. ოდნავ შერყეულ იმუნურ სისტემაში ამას შეუძლია ავად გახადონ ან თუნდაც მოკლან ადამიანი.

გულისრევა და ღებინება

THC-ს მიღება საკვების ან მოსაწევის ფორმით დამეხმარა დამევიწყებინა გულის რევა და ღებინება ქიმიის პირველი დღის შემდეგ. ასევე გაითვალისწინეთ რომ სიბიდის მიღება შეიძლება დაგეხმაროთ გულის რევის შეგრძნებასთან დაკავშირებით. თუმცა შეგიქმნათ პრობლემები მადასთან დაკავშირებით. ასე რომ, თუ თქვენ ჭამასთან დაკავშირებით ისედაც გაწუხებთ პრობლემები მაინცდამაინც არ გირჩევთ მის მიღებას.

შემცირებული მადა

THC -ს მცირე რაოდენობით ჭამა ან მოწევა დაგეხმარებით აპეტიტის გაუმჯობესებაში. იმ პაციენტთათვის ვინც THC -თან მიმართებაში განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ვურჩევთ სცადონ არა ეიფორული კანაფინოიდი THCA. თუკი გჭირდებათ ცოტა სიბიდი თქვენ საკვებ რაციონში სცადეთ სიბიდის და THC-ს 1:1 შეფარდებით მიღება კანაფის საკვების გზით ან მოწევით.

არაპროგნოზირებადი გულისრევა და შფოთვა

ქიმიოთერაპიის წინა ღამეს შეიძლება შეგაწუხოთ გულისრევამ და შფოთვამ. მაღალმა სიბიდის რაოდენობამ როგორც მაგალითად 18:1 სიბიდისა და THC-ს შეფარდებაა. საკვების ან ნაყენის სახით მიღება დაგეხმარებად დაივიწყოთ შფოთვა და დარჩეთ საღ გონებაზე.

კუჭში შეკრულობა – ოპიოდების მიღება 

კიდევ ერთი გამოწვევა ჩემი მკურნალობის დროს იყო ოპიოდების გამოყენება.  კუჭში შეკრულობა იყო ძნელი გადასატანი, ისევე როგორც ოპიოდების ორგანიზმიდან გამოსვლის პროცესი. THC მეხმარებოდა გამეყუჩებინა ის ტკივილი, რაც ამ პროცესს ახლავდა. ასევე დამეხმარა დამეძლია დაღლილობა და უძილობა. ყველაფერი გაქრა როგორც კი პროცესში კანაფის მოხმარება ჩავამატე.

პირის, ენის და ყელის პრობლემები

ქიმიოთერაპია მიზანში იღებს ყველა, მალ-მალე გაყოფად, უჯრედებს და არ აქვს მნიშვნელობა რომელია დაავადებული და რომელი არა. ამიტომაც ზოგიერთს აწუხებს დაღლილობა და დიარეა, ან გრძნობს პირის, ენის და ყელის არეში დისკომფორტს. კანაფი იდეალური გამოსავალია, რომ მოვკლათ ტკივილი და დავაჩქაროთ აღდგენის პროცესი. ნაყენები რომლებიც მდიდარია სიბიდით გამორჩეულად გეხმარებათ.

კანის ცვლილებები

ქიმიოთერაპიას, რადიაციის მეშვეობით, შეუძლია გამოიწვიოს კანის გამოშრობა და ანთება. სიბიდი ახშობს კანის ანთებას და THC გეხმარებათ ტკივილის მოკვლაში. ორივე ერთად ხელს უწყობს კანს, რომ შეხორცდეს გაცილებით მალე. სამკურნალო მალამო, სიბიდისა და THC-ის 1:1 შეფარდებით, ეხმარება კანს უფრო ეფეტქურად, მალე შეხორცდეს და აღდგეს.  

კომენტარის დატოვება