შეუძლია სიბიდის პროდუქტებს ჩაგჭრათ THC-ის ნარკოტესტში?
ნარკოტესტი გაქვთ და ნერვიულობთ სიბიდის გამოყენების შესაძლო შედეგებზე? თქვენ ერთადერთი არ ხართ. CBD მოდის მცენარისგან, რომელიც საოცრად ჰგავს მარიხუანას, რაც ჯერ კიდევ ფედერალურად რეგულირდება.
თუ თქვენი სამსახური ნარკოტესტს ატარებს თანამშრომლებში, ამოაგდებს ეს გამოკვლევა სიბიდი ზეთის გამოყენებას?
კარგი ამბავი ამ სიტუაციაში არის ის, რომ CBD ზეთის ნარკოტესტი არ არსებობს. თუმცა არის რამდენიმე რამ, რაც უნდა იცოდეთ.
წაიკითხეთ ფორუმებზე ნებისმიერი თემა, თქვენ შეიძლება ნახოთ იმ ადამიანების პოსტები, რომლებმაც ვერ გაიარეს ნარკოტესტი.
Რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყველა მსგავსი პროდუქტი არ არის სუფთა სიბიდი.
როგორ მუშაობს ნარკოტესტი?
ადამიანების უმეტესობას ნარკოტესტის ორი ტიპის გავლა მოუწევს. პირველი არის შარდის ტესტი, რომელიც ეძებს შარდში გამოხატულ THC მეტაბოლიტებს (სხვა დრაგებს შორის). შარდის ტესტები ეძებს ისტორიულად, გამოყენებას. ექსტრემალურ შემთხვევებში ისიც ხდება, რომ შესაძლოა შარდის ნარკოტესტი თუნდაც ერთი თვის გასვლის შემდეგ ვერ გაიაროთ.
მეორე არის პირის ღრუს ტესტი ან ნერწყვის ტესტი, რომელიც ეძებს აქტიურ THC ნაერთს თქვენი პირის ღრუდან შეგროვებული ნერწყვდენის საშუალებით, ტუჩის ბოლოს. ასეთი ნარკოტესტი ისტორიული გამოყენებისთვის არ გამოიყენება , ის აფიქსირებს კანაფის მოხმარებას ბოლო ექვსი ექვსი-რვა საათის განმავლობაში.
გამოსავალი? გამოსავალი არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დამსაქმებელი შარდის ნარკოტესტს ჩაატარებს და თქვენ ტესტირების დროს დაბოლილი ხართ.
რატომ არის რისკი?
დამსაქმებლები იძულებით უტარებენ ნარკოტესტს თანამშრომლებს. დადებითი შედეგის მიღებისას თანამშრომლების მხრიდან ამას შეიძლება პროტესტი მოყვეს, თუნდაც ისინი მოიხმარდნენ CBD ზეთს. ამ იშვიათ, მაგრამ სამწუხარო სიტუაციებში, ალბათ ორი დამნაშავე არსებობს.
პირველი, მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ მხოლოდ CBD ზეთის პროდუქტებს, რომელიც კანაფისგან არის მიღებული, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ კანაფი ფიზიკურად კანაფის მცენარეა. მისი პროდუქტები კი დაყოფილია THC- ის შემცველობით. ასე რომ, კანონის თანახმად, კანაფისგან წარმოებული ყველა სიბიდი პროდუქტი შეიცავს 0.3% THC- ს. ეს მინიმალური პროცენტული რაოდენობა არასოდეს იქნება მიზეზი, რომ გამოიწვიოს დადებითი შედეგი, თუ, რა თქმა უნდა, არ იღებთ სიბიდი ზეთის გადაჭარბებულ დღიურ დოზას.
რას არის სიბიდის (კანაფის) ზეთის მაღალი დოზა?
ნარკოლოგიური ტესტირების კომპანიის ცნობით, 1000 მგ-ზე მეტი CBD ზეთის ყოველდღიური მოხმარების დოზამ შეიძლება გაზარდოს მარცხის რისკი. გაითვალისწინეთ, დღეში 1000 მგ ზეთი არის ძალიან მაღალი დოზა და სავარაუდოდ, იგი მხოლოდ ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.
რამდენ THC -ს შეიცავს სიბიდი ზეთი?
ყველა ზეთი არ მზადდება სუფთა კანაფისგან. შეგიძლიათ იპოვოთ ზეთი გამოყვანილი, THC მდიდარი, კანაფისგან ანუ 0,3 პროცენტზე მეტი THC. მალე კანაფის ინდუსტრიაში შეიძლება უკეთესი რეგულაციები იყოს ეტიკეტირებაზე, ტესტირებაზე და დამუშავებაზე მცირე ზედამხედველობაც დაწესდეს.
საიდან უნდა გაიგო, რომ თქვენი ზეთი არ გაკეთებულა გადამამუშავებელ საწარმოში. ან, იქნებ ის მესამე პირის ლაბორატორიის არაოფიციალური ნაწარმია. ასე, რომ დეტალურად უნდა წაიკითხოთ და გაეცნოთ მწარმოებელს. არაერთი კვლევა ჩატარდა, სადაც მითითებულია რამდენად უზუსტესი ეტიკეტები შეიძლება იყოს. ტექნიკურად, თუ თქვენ ვერ შეძელით ნარკოტესტის ჩაბარება, შესაძლებელია ეს იყო იმის გამო, რომ თქვენს სიბიდი ზეთს ჰქონდა THC -ს უფრო მაღალი დონე, ვიდრე გეგონათ.
თუ ამ სტატიისგან მაინც ვერაფერი გაიგეთ, გახსოვდეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ CBD ზეთმა დადებითი შედეგი მოგცეთ ნარკოტესტზე. ნარკოტიკების ტესტები არ ტესტავს სიბიდის, ის ეძებს მხოლოდ THC-ს. თუ ჯერ კიდევ ნერვიულობთ ნარკოტიკების ტესტირებაზე, მოძებნეთ ბრენდი, რომელსაც მოიხმართ და გამოიკვლიეთ რა საწარმოა. ეს დაადასტურებს THC -ს რამდენ % შეიცავს ის.