Nirvana Advanced Nutrients
ეს არის თქვენი საუკეთესო არჩევანი კვირტის ბუნებრივი მეთოდით გაზრდისთვის. ამ პროდუქტის მეშვეობით თქვენი კვირტები უფრო ხარისხიანი და დიდი ზომის ხდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Advanced Nutrients ეხმარება მცენარეებს ყვავილობის ფაზაში, რადგან ამ დროს მცენარე განიცდის საკვები ნივთიერებების ნაკლებობას . ისინი გამოიყენებენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და ესაჭიროებათ კალიუმი, რომლითაც მათ Nirvana უზრუნველყოფს.
Nirvana Advanced Nutrients – ორგანული და ხარისხიანი მოსავალი
ორგანული და უფრო ხარისხიანი მოსავლისთვის გამოიყენეთ ეს 100%-იანი ორგანული ფორმულა, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი კვირტების ზომა და ხარისხი.
თქვენთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის, ვინც ეძებდით გზას როგორ მიგეღოთ უფრო ხარისხიანი და დიდი კვირტები, მინდა გაცნობოთ რომ თქვენ ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულიად ორგანული პროდუქტი. როცა ნახავთ რას შეიცავს Nirvana და როგორ მუშაობს ის, მაშინ მიხვდებით რატომ არის ის ნომერ პირველი პროდუქტი ორგანული გროვერებისთვის.
Nirvana-ს გამოყენებისას თქვენი სარგებელი იზრდება, რადგან ის შეიცავს ცილებს, რომლებიც წინასწარ იქნა დამზადებული ფერმენტების გამოყენებით და არა მჟავის, რომელსაც იყენებს მწარმოებლების უმეტესობა.
ფერმენტულად ჰიდროლიზებული შრატის ცილა უზრუნველყოფს კვირტის გაძლიერებას და უნარჩუნებს მას ამინომჟავებს, ცისტეინებსა და ტრიპტოფანებს ბიოლოგიურად აქტიური “L” სახით. მწარმოებლების უმეტესობა იყენებს მჟავა ჰიდროლიზს, რომელიც ანადგურებს L-ამინომჟავებს. როდესაც იყენებთ Nirvana Advanced Nutrients-ს ფერმენტულად ჰიდროლიზებულ შრატის პროტეინს, თქვენი მცენარეები იღებენ L-ამინომჟავებს, რომლებიც აუმჯობესებენ ყვავილების ზრდას და აძლიერებენ მის პოტენციალს.
Nirvana-ს კიდევ ერთი სარგებელი წარმოიქმნება ამ ორი მცენარისგან: Chilean Soap bark და Yucca. ეს ორი გასაოცარი მცენარე გამოყოფს ნაერთებს, რომლებსაც სურფაქტანტებს უწოდებენ.
სურფაქტანტი არის ნაერთი, რომელიც ამცირებს „ზედაპირულ დაძაბულობას“ ასე , რომ სურფაქტანტი და ის რასაც შეიცავს უფრო მარტივად შედის თქვენს მცენარეში, ფესვებისა და ფოთლების მეშვეობით.
Yucca-სა და Chilean soap bark-ის ექსტრაქტი არის ორი სრულიად ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც გადასცემს თქვენს მცენარეს საკვებ ნივთიერებებს. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანული პროდუქტი თქვენი მცენარეებისათვის.
Nirvana Advanced Nutrients-ს კიდევ ერთი კვირტის გამაძლიერებელი ინგრედიენტია „bat guano” ,რომელიც შეიცავს აზოტს, trace ელემენტებს, ამინომჟავებს, ნუკლეინის მჟავებს, ცილებს და მინერალებს. მცენარეები სწრაფად ითვისებენ „bat guano”-ს რაც იწვევს მცენარეების სწრაფ ზრდას.
Guano-სთან ერთად, ნირვანას გააჩნია საფუარის კომპონენტი, რომელიც შეიცავს 22 აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც ქმნიან მცენარეულ ცილებს და ასევე ის სავსეა B ვიტამინებით. B ვიტამინები განსაკუთრებით სასარგებლოა კლონირებისთვის, ნერგებისთვის, გადანერგვისთვის, დედა მცენარეებისა და მოსავლისათვის.
Nirvana უზრუნველყოფს მდიდარ, ორგანულ საკვებ ნივთიერებებს თქვენი მცენარეებისათვის. ის შეიცავს გასაოცარ ნივთიერებას „აზომიტს“.როდესაც თქვენ წაიკითხავთ იმ ნივთიერებების ჩამონათვალს, რომლებსაც შეიცავს აზომიტი, მაშინ მიხვდებით თუ რატომ არის ის ესეთი სასარგებლო თქვენი კანაფის მცენარეებისათვის. ეს ნივთიერებებია კალციუმის ოქსიდი, ნახშირბადი, რკინა, წყალბადი, სილიციუმი, ოქრო, მაგნიუმი, აზოტი, გოგირდი, მაგნიუმის ოქსიდი, ანტიმონი, ქრომი, კობალტი, ბორი, მოლიბდენი, სპილენძი, ფოსფორის პენტოქსიდი, მანგანუმი, ინდიუმი, ვერცხლი, თუთია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად დედამიწაზე არსებულ ყველა ელემენტს შეიცავს აზომიტი. შეამჩნევით,რომ აზომიტის მრავალი ინგრედიენტი აუცილებელი დანამატია თქვენი მცენარეებისათვის.
Nirvana-ს კიდევ ერთი სასარგებლო ელემენტი არის ჰუმინის მჟავა. ის წარმოიქმნება ლეონარდიტიდან, რომელიც ორგანულ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია დედამიწაზე. ჰუმინის მჟავა ეხმარება თქვენს მცენარეებს საკვები ნივთიერებების მიღებასა და გამოყენებაში. მისი მსგავსი პროდუქტია ფულვიკის მჟავა, რომელიც ასევე ლეონარდიტიდან მიიღება. ის მცენარეს ჰუმინის მჟავის მსგავსად ეხმარება საკვები ნივთიერებების გადატანასა და სწრაფად მიღებაში.
ეს ყველაფერი კი მოთავსებულია ერთ ფორმულაში, რომელიც ხელი უწყობს მარიხუანას მცენარის ზრდასა და განვითარებას. თქვენი კომფორტისთვის Advanced Nutrients-ს მა ეს ყველა ელემენტი და კომპონენტი გააერთიანა ერთ ფორმულაში, რომელსაც ეწოდება Nirvana. არა მხოლოდ ეს, ეს პროდუქი არის სამჯერ გაფილტრული და შერეული იმისათვის, რომ თქვენ მარტივად შეძლოთ მისი გამოყენება.
გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტი ხშირად განთავსებულია ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა Pure blend pro და Liquid Karma, მაგრამ რეალურად Nirvana შეიცავს უფრო მეტ ინგრედიენტებს ვიდრე სხვა ორგანული პროდუქტები. ასევე ის არის ერთადერთი 100% ორგანული პროდუქტი, რომელიც კონცენტრირებულია მარტივად გამოყენებისათვის.
ბუნებრივი ზრდისა და მოსავლიანობის ზრდის პროდუქტებში ნირვანა არის ერთადერთი, რომელიც სავსეა მდიდარი დანამატებითა და ვიტამინებით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მცენარის გამოკვებას. ასე რომ, რაღას უცდით? შეიძინეთ ნირვანა მაისიდის გროუ შოფში ახლავე
I კვირა | II კვირა | III კვირა | IV კვირა | V კვირა | VI კვირა | VII კვირა | |
Nirvana | 2 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 2 მლ/ლ | 2 მლ/ლ |
1 ჩაის კოვზი = 5mL | 1 სუფრის კოვზი = 15 mL | 1 უნცია = 30mL | 1 ჭიქა = 240 mL
შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს , დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს.