კანაფი ინფორმაცია, სახელმძღვანელოები

მარიხუანას ლედ განათება

kanafis-led-ganateba

ლედ განათება მცენარისთვის

ოთახის პირობებში მცენარის ზრდისას ძირითად შემთხვევებში სწორედ ლედ განათება განსაზღვრავს მის სასიცოცხლო ციკლს. იმის გამო, რომ მზის შუქს არ იღებენ, ხელოვნური სინათლე მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სჭირდებათ სინათლე, რაც აუცილებელია შაქრებისა და ქსოვილების წარმოსაქმნელად

რიგ შემთხვევაში, ადამიანები რომლებიც პირადი მოხმარებისთვის ზრდიან კანაფს, ის კარადაში მოჰყავთ, ან სტუმართა ოთახში, რომელიც გარედან არ ჩანს და რომელსაც ძალიან იშვიათად იყენებენ. ყველა გროვერმა უნდა შეაფასოს ის სივრცე, სადაც კანაფის მოყვანას აპირებს და გაითვალისწინოს, რომ მცენარეს გასაზრდელად კარგი ლედ განათება სჭირდება.

გროუერების უმეტესობა იყენებს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს: ფლუორესცენტებს, ინკანდესენტებსა და HID-ს(მაღალი ინტენსივობის ნათურა). დროისა და ფულის დასაზოგად სჯობს აირჩიოთ HID ნათურები ვეგეტატიურ და ყვავილობის ეტაპისთვის. ისინი იყიდება მეტალ ჰალოიდის (MH) ან ნატრიუმის მაღალი წნევის (HPS) ნათურის სახელით.

 

led-ganateba

ისინი საუკეთესო არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნათურები ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ალტერნატივები, ენერგოეფექტურობიდან გამომდინარე, ის ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა, ძლებენ უფრო დიდხანს და ხარჯავენ შედარების ნაკლებ ელექტრო ენერგიას.

რაც შეეხება MN და HPS ნათურებს, ისინი თქვენს კანაფს მაქსიმალურად ეხმარებიან ოპტიმალური ოდენობის სინათლის მიწოდებაში. ზოგიერთი გროვერი სინათლის გადაადგილების მექანიზმს იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ნათურით აწვდიან მცენარეს სინათლეს როგორც მაღლიდან, ასევე გვერდებიდან.

ნერგებისთვის HPS ნათურა შესაძლოა ძალიან ძლიერი აღმოჩნდეს, ამიტომ ბევრი გროვერი გლუორესცენტურ ნათურებს იყენებს. ისინი არ გამოიმუშავებენ დიდ სითბოს და მათი დაკიდება შესაძლებელია მცენარესთან ახლოსაც. მცენარის მიერ მიღებული სინათლის რაოდენობის გაზრდას ხელს უწყობს ამრეკლი საშუალებებიც. ეს კი საკმაოდ მარტივია, მაგალითად შეგიძლიათ კედლებზე ალუმინის ფოლგა ჩამოაფაროთ ან ნებისმიერ ნათელ ფერში შეღებოთ ისინიც. სარკეები ძირითადად დეკორაციისთვის გამოიყენება, ისინი სინათლეს სხვა მასალებივით კარგად ვერ ირეკლავენ. ოთახში გაწყობილ დიდ ბაღებში ელექტრო ენერგია საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვება სახლს, მაგრამ როდესაც მხოლოდ პერსონალური მიზნებისთვის მოგყავთ მცენარე, თვეში ელექტრო ენერგიის საფასურმა მაქსიმუმ 10 დოლარით შეიძლება მოიმატოს.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ლედ განათება ჩვენს  საიტზე

Leave a Reply