სახელმძღვანელოები

მარიხუანას თესლი

marixuanas-tesli

მარიხუანას თესლის მოპოვების მრავალი გზა არსებობს. თუ შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ, მისი ყიდვა თითქმის ყველგან არალეგალურია. რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური და ნაკლებად ძვირი გზა მისი მეგობრისგან მიღებაა.

marixuanas-teslebi

მარიხუანას თესლები

ეს სამართალდამცავების რადარისგანაც დაგიცავთ და მარიხუანას თესლს სანდო წყაროსგან მიიღებთ. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ზრდის პროცესში უეცარი სიურპრიზები არ იჩენს თავს. მეგობარი გროვერისგან თესლის მიღება საუკეთესო ვარიანტია, თუმცა ხშირად ამის შესაძლებლობა არ გვაქვს.

არსებობს თესლის დილერისგან ყიდვის ალტერნატივაც. რა თქმა უნდა, შავ ბაზარზე მოგიწევთ გასვლა და არავინ იცის როგორი ხარისხის პროდუქტს მიიღებთ, არსებობს შანსი, რომ იდეალური მცენარე გაზარდოთ, თუმცა არის იმის შანსიც, რომ თქვენი მცენარის თესლი საერთოდ არ გაღვივდეს, ან ზრდისას სრულ პოტენციალს ვერ მიაღწიოს.

მესამე ვარიანტი თესლის ბანკში გამოყენებაა. ინტერნეტში მრავალი ასეთი საიტი არსებობს, რომლებსაც ნიდერლანდებიდან, კანადიდან ან ისეთი ქვეყნიდან ყიდიან მარიხუანას თესლს, სადაც ეს კანონიერი და ნებადართული აქტივობაა. სამწუხაროდ ბევრი ჰოლანდიური თესლის ბანკი ამერიკაში პროდუქტს არ აგზავნის. საბაჟოზე გამოჭერის რისკები ძალიან მცირეა, რადგან როგორც წესი, თესლი გონივრულად არის შეფუთული. თუ კანადასთან ახლოს ცხოვრობთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ საზღვარზე და პირადად ეწვიოთ თესლის ბანკს.

მარიხუანას საუკეთესო თესლები

დამწყები გროუერებისთვის, რომელსაც მარიხუანას შტამებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, ალბათ პრიორიტეტულია მათთვის მოსაწონი სახეობის პოვნა. მოვაჭრეების უმეტესობა თესლებს შტამების მიხედვით ანაწილებს. მარიხუანას თესლის სახელები ძირითადად ისეა შერჩეული, რომ მივხვდეთ თუ რას უნდა ველოდოთ მისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იპოვოთ ის სახეობა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად შეესაბამება და სწორად შეძლოთ მარიხუანას მოყვანა

მარიხუანას თესლები შეიძლება ცოტათი ძვირი იყოს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ისეთი სახეობის თესლს ყიდულობთ, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

კომენტარის დატოვება