ჯანმრთელობა

რატომ წითლდება თვალები მარიხუანას მოწევის დროს?

რატომ წითლდება თვალები მარიხუანას მოწევის დროს?

რატომ წითლდება თვალები მარიხუანას მოწევის დროს? ახალგაზრდების ხშირი შეკითხვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწევის მერე საზოგადოებასთან უწევს კონტაქტი. წითელი თვალები მოწეულ ადამიანს ყოველთვის ააშკარავებს 🙂 .

იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ ყოველდღიური მომხმარებელი ხართ მარიხუანას და ქცევებზე აღარაფერი გეტყობათ, ჩასისხლიანებული თვალები მაინც გაგყიდით. ყველა ადამიანზე ერთნაერად არ მოქმედებს, ზოგს მეტად უწითლდება ზოგს ნაკლებად, მაგრამ აუცილებლად უწითლდება ყველას.

რატომ წითლდება თვალები მარიხუანას მოწევის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა შეიცავს ბევრ ცნობილ კანაბინოიდებს, წითელ თვალებში დამნაშავე მხოლოდ THC-ა.

THC-ს ერთ-ერთ გვერდით ეფექტს წარმოადგენს პირის სიმშრალე, ასევე სისხლის წნევის დაგდება. თუ როდისმე მოწევის შემდეგ თავბრუსხვევა გიგრძვნიათ, ეს ნიშნავს, თუ რა სწრაფად მოქმედებს THC სისხლის წნევაზე. სწორედ ამის შედეგად წითლდება თვალი.

წნევის დავარდნის შემთხვევაში, თვალში გამავალი სისხლძარღვები ფართოვდება, რომ თვალს მიეწოდოს საჭირო რაოდენობით სისხლი.

ამის შედეგად, გაფართოვებული სისხლძრღვების წყალობით თვალს მიეწოდება დიდი რაოდენობით სისხლი, რაც იწვევს თვალის სიწითლეს.

იშვიათ შემთხვევაში თვალის სიწითლე მოწევისას შეიძლება იყოს ალერგია კვამლზე.

როგორ ავიცილოთ თვალების სიწითლე?

თვალის წვეთები

რატომ წითლდება თვალები მარიხუანას მოწევის დროს?

თვალის წვეთები- შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ აფთიაქში, ეს ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა წითელი თვალების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ მისი მოხმარება არ მოქმედებს ბოლომდე (გაფართოვებულ სისხლძარღვებს არ ავიწროვებს), მაგრამ თვალის სიმშრალესა და სიწითლეს მოგაცილებთ.

Related Posts

კომენტარის დატოვება