კანაფის გამოყენება
თუ თქვენ ეძებთ წიგნს კანაფის და CBD- ის წარმოშობის შესახებ, არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი. ის შეიძლება ეძებოთ წიგნებში, ბლოგებსა და ვებსაიტებზე რომლებიც მომხმარებლების სწავლებას ეხება ამ მნიშვნელოვანი თემის შესახებ.
ჯერ კიდევ, კანაფის ზოგი საგანმანათლებლო მასალა არ არის გამოსადეგი ან უზუსტოა. როგორც კანაფის კონსულტანტი, რომელიც ეხმარება ახალ პაციენტებს, მე დაინტერესებული ვარ ამ წიგნების შემოწმებით, რათა გავიგო ღირს თუ არა მათი გავრცელება.
ამიტომ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი როცა ალიზა შერმანის და დოქტორ ჯუნელა ჩინის მიერ ბუნებრივი მედიცინის ახალი სახელმძღვანელო “Cannabis & CBD for Health & Wellness” გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კანაფის სახელმძღვანელო ბევრია, მათი მიდგომა კანაფის მოხმარების სამეცნიერო და პრაქტიკულ ასპექტებს ათავსებს წიგნში, რომელიც ხელმისაწვდომია და ობიექტური მონაცემებით არის დასაბუთებული.
167 – გვერდიანი წიგნი, როგორც სხვა დანარჩენი, იწყება კანაფის ისტორიის, მეცნიერებისა და სამედიცინო პოტენციალის შესახებ მოკლე აღწერით, სანამ დაიწყება კანაფის გამოყენების პრაქტიკული დეტალები. აღწერილობები იწერება ყოველდღიური მკითხველისთვის. წიგნი მომხმარებელს სთავაზობს საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია კანაფის გამოყენების დროს. ეს სახელმძღვანელო დაწერილია ექიმის მიერ, რომელიც არის კანაფის სპეციალისტი.
შერმანის აზრით, უამრავი ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ნახავთ, არ არის ზუსტი ინფორმაცია და არასდროს ჩაუტარებიათ გამოკვლევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი მცდარი მოსაზრება, თუ როგორ გამოიყენოთ კანაფი ეფექტურად. კიდევ ერთი რამ რითაც განსხვავებულია ეს სახელმძღვანელო, არის განყოფილებები, რომელიც დაგეხმარებათ მის სამკურნალოდ გამოყენებაში (სამედიცინო თვალსაზრისით).
მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოების უმეტესობა განიხილავს ამა თუ იმ მდგომარეობას, თქვენ მაინც გიწევთ გადახედოთ მას მიღმა მეცნიერებას და რეკომენდაციებს. ამ წიგნის ავტორები კი იყენებენ ნამდვილი პაციენტის სიუჟეტს თითოეული ავადმყოფობის ან სიმპტომების შესახებ, რომელზეც ისინი მსჯელობენ. წიგნში აღწერილია პაციენტის სიტუაცია, მკურნალობის გეგმა და ის, რაც რეალურად მუშაობდა.
ეს გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომლებიც ნამდვილად შეიძლება დაეხმარონ პაციენტებს იმის გაგებაში, თუ როგორ შეძლებენ თავიანთი პრობლემების ეფექტურად მკურნალობას, რაც მე არ მინახავს ბევრ სხვა დამწყები კანაფის სახელმძღვანელოში.
თუ თქვენ ეძებთ ხელმისაწვდომ, საფუძვლიან და მარტივ ენაზე დაწერილ სახელმძღვანელოს კანაფის გამოყენების შესახებ, “ Cannabis & CBD for Health & Wellness ” შესანიშნავი არჩევანია.