კანაფი ინფორმაცია, ჯანმრთელობა

კანაფი და კოვიდი

kanafi-kovid19

ორეგონის შტატის მკვლევარები: კანაფის კომპონენტები ადამიანურ ქსოვილებში  კორონა-ვირუსის შეღწევას უშლიან ხელს.

ორეგონის შტატის უნივერსიტეტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კანაფის ორმა კომპონენტმა CBD-მ და CBG-მ ადამიანური ქსოვილების კოვიდ-19 ისგან დაცვის უნარი გამოავლინეს.

ჟურნალ „Natural Products” ში გამოქვეყნებული კვლევა OSU-ს მკვლევართა ქიმიური სკრინინგის ტექნიკასაც შეიცავს.

ორეგონის შტატის უნივერსიტეტის გლობალური კანაფის ინოვატორთა ცენტრის, ფარმაცევტული კოლეჯისა და ლინუს პაულინგ ინსტიტუტის მკვლევარი რიჩარდ ვან ბრიმანის კვლევები გვიჩვენებს,რომ CBDa და CBGa კანაბინოიდები SARS-Cov-2-ის კბილანისებრ ცილას ერწყმიან და მათ ბლოკირებას უზრუნველყოფენ, რის შედეგადაც ვირუსული ინფექცია ადამიანის სხეულში გავრცელებას ვეღარ ახერხებს.

კანაფი კოვიდი

სწორედ კბილანისებრი ცილაა კოვიდ-19 ის ვაქცინებისა და ანტისხეულებით თერაპიის სამიზნეც. მკვლევარების აზრით კბილანისებრი ცილის მოლეკულა გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის გავრცელებასა და ინფექციის განვითარებაში. 

COVID-19-coronavirus-and-cannabis

კანაფი და კოვიდ 19

კვლევებმა აჩვენა , რომ CBDa და CBGa „ერთნაირად ეფექტურია“ კოვიდ-19 ალფა და ბეტა ვარიანტების წინააღმდეგ. ვან ბრიმანის თქმით , SARS-Cov-2 შეიცავს RNA ქსოვილებს, რომლებშიც კოდირებულია ოთხი მთავარი ცილა :

  • კბილანისებრი
  • კონვერტისებრი 
  • მემბრაბული
  • ნუკლეოკაპსიდური 

მათ გარდა გვხვდება 16 არასტრუქტურული ცილაც  რამდენიმე „აქსესორულ ცილის“ თანხლებით.

ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველი ანტივირუსული ჩარევის პოტენციური სამიზნე კბილანისებრი ცილის ადამიანურ რეცეპტორთან ACE2 თან დაკავშირების შეზღუდვაა, რადგან ეს ვირუსის გავრცელების ციკლის მთავარი ნაბიჯია – ამბობს ვან ბრიმანი განცხადებაში.

„ეს ნიშნავს , რომ ქსოვილში შეღწევისგან დამცავი , როგორიცაა კანაფის მჟავა , შესაძლოა გამოყენებულ იქნას SARS CoV-2 ინფექციის გარვცელებასთან ბრძოლაში და ასევე ადამიანური ქსოვილების დაცვაში მისი პირველადი შეჭრისგან. ისინი კბილანისებრ ცილას ეკრობიან, ასე რომ ისინი ვეღარ ახერხებენ ადამიანის ფილტვებსა და სხვა ენდოთელური უჯრედების გარე მემბრანებზე არსებულ ACE 2 ფერმენტებში შეღწევას.

მისი თქმით, კომპონენტების გამოყენება, რომლებიც ვირუსის რეცეპტორებს ბლოკავენ, დაეხმარა ბევრ  ისეთი ვირუსული ინფექციით დაავადებულ პაციენტს, როგორებიცაა ჰეპატიტი და შიდსი . 

მკვლევართა ჯგუფში, რომლებმაც ამ ორი კანაბინოიდის თვისებები მასიური სპექტრომეტრული სკრინინგის ტექნიკით აღმოაჩინა , შედგება თავად ვან ბრიმენისგან, OSU ფარმაცევტული კოლეჯისა და ლინუს პაულინგ ინსტიტუტის  წარმომადგენელი – რუთ მუჩიროსგან და ასევე ხუთი  ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერისგან. ჯგუფმა შეისწავლა მთელი რიგი მცენარეები , რომლებიც საკვები დანამატების სახით გამოიყენება. მათ შორის წითელი სამყურა, ველური იამი, სვია და სამი სახეობის ძირტკბილა.

kanafi-kovidi

კანაფი და კოვიდი – CBDa CBGa

CBDa და CBGa მიიღება ორალურად დაგვეხმარება როგორც SARS-CoV-2 ინფექციის პრევენციაში, ასევე მისგან განკურნებაში  , თუმცა ეს მჟავები განსხვავდება სტანდარტული CBD და CBG-სგან და ისინი სამომხმარებლო კანაფის პროდუქტებში არ გვხვდება – თქვა ბრიმანმა.

ბრიმანის თქმით ამჟამინდელი ვაქცინაციის მთავარი სამიზნე წინამორბედ გენთან SARS-CoV-2 თან ბრძოლაში გვეხმარება სხეულში ანტისხეულების გავრცელების მეთოდით.

„ჩვენმა კვლევებმა აჩვენა , რომ CBDa და CBGa ეფექტურები არიან ჩვენ მიერ შესწავლილ კორონა ვირუსის ორ შტამთან. ვიმედოვნებთ , რომ მათ მსგავსი ეფექტიანობა ექნებათ როგორც უკვე არსებულ სხვა შტამებთან, ასევე კორონა ვირუსის მომავალ ვარიაციებთან.

რეზისტენტული შტამები კვლავ შეიძლება წარმოიშვას კანაბინოიდების გამოყენების დროს, თუმცა კოვიდ-19 ის ვაქცინაციისა და CBDa და CBGa მკურნალობის კომბინაციამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრად უკეთესი შედეგები უნდა მოგვცეს.

ძიტრკბილას ნაერთი, ლოკოკალკონი, რომელიც გარს ერტყმის კბილანისებრ ცილას ჯერ კიდევ არ არის შემოწმებული ცოცხალ ვირუსთან ურთიერთქმედებაში. კვლევების გაგრძელებას მეტი დაფინანსება სჭირდება – ამბობს ბრიმანი.

კანაბინოიდების კვლევაში წვლილი შეიტანეს : ტიმოთი ბეიტსმა, ჯულ ვაინშტაინმა, ჰანს ლეიერმა, შოტლანდ ფარლიმ და ფიკადუ ტაფესემ OHSU-დან. 

კომენტარის დატოვება