Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

pH Perfect Sensi Grow AB – განხილვა

Sensi-Grow-B-500-mL

pH Perfect Sensi Grow AB

პრემიუმ ორ ნაწილიანი ზრდის ფაზის საბაზისო მკვებავი, წყალში ხსნადი ფხვნილი.

მაქსიმალურად გააძლიერეთ თქვენი მოსავლის ზრდა პირველადი, მეორადი და მიკროელემენტების სტაბილური ნაკადის დახმარებით, რომელსაც ეს მარტივად გამოსაყენებელი დანამატი შეიცავს. Sensi Grow B-ის მძლავრი ჩელატების მრავალი ფორმა ამ ფორმულას მცენარისთვის მარტივად ხელმისაწვდომად აქცევს, ხოლო წყალში ხსნადი მშრალი ფხვნილი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ის დიდ მოცულობაში გაურიოთ. ეს კი იდეალურია კომერციული და ლიცენზირებული მწარმოებლებისთვის.

Sensi Grow B 500 mL

Sensi Grow B

კომერციული გროვერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მიეცით მარილებს საშუალება, რომ იმუშაონ თქვენი კანაფისთვის. განასხვავეთ ზრდისა და აყვავების ფაზა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში  ფაქტობრივად გაწირავთ კანაბინოიდებსა და გააფუჭებთ თქვენი მოსავლიანობის ხარისხს.

ფაქტობრივად კომერციული გროვერები ხშირად ზოგავენ ფულს საკუთარი წარმოების მარილების შერევით. სინამდვილეში კი ამ მეთოდის გამო ბევრად უფრო მეტს კარგავენ.

საქმე არც მაშინ მიდის კარგად, როცა საკვებ დანამატებს ახლად წამოწყებული სტარტაპებისგან და AG კომპანიებისგან ყიდულობენ, რომლებიც უხარისხო სასუქს ყიდიან.  კანაფის სასუქების ყველა არსებული კომპანიიდან, მხოლოდ ერთმა ჩაატარა კვლევები, რათა აღმოეჩინა დრამატული განსხვავება მაკრო, მეორად და მიკროელემენტებში, რომლებიც საჭიროა კანაფის ზრდისა და აყვავების ფაზებს შორის.

რეალობა შემდეგია : თუ საკვები ნივთიერებების კომპანიას არ ჩაუტარებია კვლევა კანაფის წარმომავლობის/თვისებების შესახებ და არ იცის, თუ რა არის საჭირო რეალურად თქვენი მოსავლის სრული პოტენციალის გამოსავლენად, მათ ვერ ექნებათ მაღალი ხარისხის პროდუქტი. ნუ შეხვალთ შეცდომაში! თუ გსურთ მიიღოთ დამატებით მეტი კვირტი თითო მცენარეზე, ბევრად მაღალი კანაბინოიდების შემცველობა, მაშინ  სტრატეგია უნდა შეცვალოთ.

წარმოგიდგენთ Advanced Nutrients, რომელმაც  53 ზე მეტი ჯილდო მიიღო იმის გამო, რომ კანაფის კულტივაციაში რევოლუციური ცვლილებები მოახდინა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა საკვები დანამატების სპეციალურად მარიხუანას მცენარისთვის მორგება იყო. არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია კანაფისთვისაა შექმნილი, თუმცა მათი სანდოობა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მათ ეტიკეტებზე ერთი თვალის შევლებაც კი ადასტურებს, რომ მათი პროდუქტები არ არის შექმნილი მაღალი კანაბინოიდური კანაფის მოსავლიანობის ზრდისთვის, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არ არის. მთავარი ინოვაცია Hitting the Shift-ია.

ეს სწორედ ისაა, რაც მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ აღმოაჩინა. მისისიპის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია შეერთებულ შტატებში, რომელსაც კანაფის კვლევის ლიცენზია აქვს.  აგრონომთა ჯგუფმა შეიმუშავა კანაფის სასუქი და საუკეთესო რეპუტაციით ცნობილ გროვერებს შორის მისი გამოცდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ისინი დაუკავშირდეთ Advanced Nutrients, რათა სასუქი გამოეცადათ. კვლევა ჩაატარა დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კანაფის მკვლევარმა. ასეთია კვლევის შედეგები ორი განსხვავებული სასუქის ეფექტი კანაფზე, გაზრდილი ბიომასა, THC, სიბიდის შემცველობა მოწინავე საკვები დანამატების გამოყენების ფონზე.

მოწინავე საკვები ნივთიერებების გამოყენებამ გაზარდა :

  • ბიომასა – 21% ით 
  • THC – 42.05%-ით
  • სიბიდი – 55.8% ით.

ეს კვლევა კი 2003 წელს ჩატარდა, სწორედ მაშინ , როდესაც Advanced Nutrients იყო მესამე თაობის სასუქების გამოშვებაზე. ამჟამად კი ის უკვე მერვე თაობის სასუქებს უშვებს.

ყველაზე სერიოზულ გროვერებს ესმით, რომ კანაფის კვება და იმ საკვები ნივთიერებების მიწოდება, რომლებიც მათ ზრდისა და ყვავილობის დროს სჭირდებათ მაქსიმალურად უწყობს ხელს მის განვითარებას, მოსავლიანობასა და კანაბონიოდების სიჭარბეს. კანაფს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ზრდის და ყვავილობის ფაზებში, თუმცა ბევრ სასუქის მწარმოებელ კომპანიას ეს ან არ ესმის, ან უბრალოდ არ სურს, რომ საჭირო კაპიტალი დახარჯოს მის შესაქმნელად. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ, ძველებურ სასუქს ყიდიან, რომელიც პომიდორს ან ყაბაყს უფრო შეეფერება, ვიდრე კანაფს. ისინი აცხადებენ, რომ მათი საკვები ნივთიერებები შექმნილია კანაფის უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თუმცა მათ არ იციან, რომ კანაფის მოთხოვნილებები საგრძნობლად განსხვავდება ზრდისა და ყვავილობის ფაზებში.  მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ფაზაში კანაფი იყენებს მეტ კალციუმს, რკინას, მაგნიუმს და ბორს. თუმცა ნაკლებ აზოტს, კალიუმს, თუთიასა და ფოსფორს. ყვავილობის ფაზაში კი კანაფი შთანთქავს მეტ აზოტს, კალიუმსა და თუთიას, თუმცა ნაკლებ კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ბორს.

თუ თქვენი მოსავლის გენეტიკური პოტენციალი არის 37%, ამ პოტენციალის მისაღწევად ერთადერთი გზა არის Hit the Shift. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ის თქვენს მცენარეს დაეხმარება, რომ გენეტიკური პოტენციალი ყველა კანაბინოიდისა და ტერპენისთვის მაქსიმალურად გამოავლინოს. თქვენი როლი მარტივია. კანაფის ჭეშმარიტი გენეტიკური პოტენციალის მისაღწევად და თქვენი მოსავლის ღირებულების მაქსიმალიზაციისათვის უბრალოდ უნდა შეამოწმოთ სასუქის ეტიკეტი და დარწმუნდეთ, რომ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტები ზუსტად იმ შემადგენლობითა და შემცველობითაა, როგორც ეს მცენარეს სჭირდება.

თუ ხარისხიანი გენეტიკის მცენარეს ზრდით და ამ პირობასაც ასრულებთ, მაშინ თქვენი მოსავლიანობა გაიზრდება, ხოლო THC დონე 30%-ით მოიმატებს.  აი როგორ უნდა შევადაროთ მშრალი სასუქის ეტიკეტები , მოდით შევხედოთ ორ წყალში ხსნადი ფხვნილის ეტიკეტს.

Advanced Nutrients VS Athena

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ Athena იყენებს სამ ნაწილიან სისტემას, რომელიც შედგება Grow, Core და Bloom პროდუქტებისგან, თუმცა მათი ყველა მიკროელემენტი ერთ პროდუქტში, Core-შია თავმოყრილი.  მეორეს მხრივ კი Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom Professional Series არის ოთხ ნაწილიანი სისტემა, ნაწილი A და ნაწილი B როგორც ზრდის, ასევე ყვავილობის ეტაპისთვის. 

ეს განსხვავება გადამწყვეტია, რადგან ნაწილი A და ნაწილი B საშუალებას აძლევს Advanced Nutrients სისტემას, რომ გამოიყენოს Hitting the Shift ტექნოლოგია. როდესაც სასუქის მწარმოებელი კომპანია თავის ყველა მიკროელემენტს ერთ პროდუქტში ათავსებს (როგორც Athena’s Core) მას აღარ ეძლევა Hitting the Shift ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა და კანაფის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა.  არა და ეს ფაქტობრივად სავალდებულო პროცესია, თუ გსურთ, რომ თქვენი მცენარისგან მაქსიმუმი მიიღოთ.  

სპილენძი

როგორც მოგეხსენებათ სპილენძი მთავარ როლს თამაშობს ფოტოსინთეზში, თუმცა ფოტოსინთეზის მისაღწევად კანაფს ძალიან ცოტა სპილენძი სჭირდება. თუ თქვენს მცენარეს იმაზე მეტს მიაწვდით ვიდრე საჭიროა , სპილენძი შეიძლება სწრაფად გახდეს ტოქსიკური და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენის მოსავალს. საკმაოდ ბევრმა გროვერმა გამოიარა ეს მწარე გაკვეთილი .

ახლა კი შევადაროთ Advanced Nutrients-ის Sensi Grow and Bloom-სა და Athena’s Core Three Part Nutrient Mix-ში არსებული სპილენძის რაოდენობა. Advanced Nutrients შეიცავს 0.002% სპილენძს, რაც არის სპილენძის ოპტიმალური რაოდენობა თქვენი მოსავლის აყვავებისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. Athena-ს პროდუქტი კი თავის მხრივ შეიცავს 0.01% სპილენძს,  თუ მას ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენებთ, თქვენი მცენარეები საჭიროზე 400% ით მეტ სპილენძს მიიღებენ, ეს კი ნამდვილად საშინელებაა. სპილენძის ასეთი რაოდენობა შესაძლოა სწრაფად გახდეს ტოქსიკური და დააზიანოს თქვენი მოსავალი.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმ მრავალი მიზეზიდან, რის გამოც გირჩევთ, რომ იაფფასიანი სასუქები თავიდან აირიდოთ. რამდენიმე ლარის დაზოგვად, უბრალოდ არ ღირს სპილენძის ხაფანგში თავის გაყოფა და არც hit the shift-ის შესაძლებლობის გაშვება შეიძლება ხელიდან.

რკინა

 რკინა აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის და კანაფი უფრო მეტ რკინას იყენებს, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უმეტესობა. ზრდის ფაზაში რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოტის ათვისებაში. აყვავების ფაზაში ის ნაკლებადაა საჭირო, სწორედ ამიტომ Bloom პროდუქტი ნაკლები რაოდენობის რკინას შეიცავს, ვიდრე Grow. რკინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუშალოს რამდენიმე ძირითადი საკვები ნივთიერერებების შეწოვას, განსაკუთრებით კი კალიუმის, რომელიც თქვენს მცენარეს ყვავილობის ფაზაში ყველაზე მეტად სჭირდება, რათა მაღალი შემცველობის კანაბინოიდური კვირტები შექმნას.  როდესაც თქვენი კანაფი რკინას სათანადოდ ვერ შთანთქავს, მას ერღვევა მეტაბოლიზმი, რაც იწვევს pH პრობლემებს და მცენარე თავისი პოტენციალის მაქსიმუმს ვეღარ აღწევს.

Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom, მეორეს მხრივ შეიცავს ჩელატირებული რკინის სამ ფორმას EDTA , EDDHA-ს და DTPA -ს . ეს უზრუნველყოფს pH-ის უფრო დიდ დიაპაზონს და ბევრად უფრო მაღალ შეწოვას. ჩელაციის პროცესი აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი მოსავლისათვის, მაგრამ ის მოითხოვს pH-ის ზუსტ ბალანსს თქვენს ხსნარში.  კანაფი არის მჟავას მოყვარული მცენარე, რომელიც საუკეთესოდ მოქმედებს 5.5 დან 6.3pH დონეზე. მჟავე რიზოსფერო ქმნის უფრო დიდ, უფრო პროდუქტიულ ფესვებს, გაზრდილი საკვები ნივთიერებებითა და კანაფის ზრდისათვის იდეალური პირობებით. 217 სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ უფრო დიდი ფესვები უფრო დიდ მოსავალს იძლევა. ამიტომ აუცილებელია, რომ უზრუნველყოთ მჟავე რიზოსფერო თქვენი მცენარეებისათვის.

კალციუმი

კალციუმი კანაფის შემთხვევაშიც ზუსტად ისეა, როგორც ადამიანის. მოზარდობის პერიოდში სხეული უფრო მეტ კალციუმს მოითხოვს, ვიდრე ზრდასრულობის ასაკში. ზრდასრულობისას კალციუმის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა. კანაფის შემთხვევაშიც სწორედ ასეა, ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა კალციუმის ტოქსიკურობა გამოიწვიოს. 

სამ ნაწილიანი მკვებავი VS ოთხ ნაწილიანი მკვებავი

დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ Athena-ს სამ ნაწილიანი მკვებავი ნაზავი არ არის კარგი არჩევანი თქვენი მცენარისთვის. უფრო მეტიც, ის უფრო მეტ ზიანს მოუტანს მას, ვიდრე სიკეთეს. სინამდვილეში ყველა სამ ნაწილიანი კვება არასწორია, რადგან ის ვერ ქმნის ზრდისა და ყვავილობის ფაზებს შორის საჭირო გადასვლას, მაგრამ ალბათ იკითხავთ , განა Advanced Nutrients არ ქმნის სამ ნაწილიან თხევად სისტემებსო?

დიახ და მას ჰქვია Jungle Juice Grow, Micro, Bloom. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ბაზარზე საუკეთესო სამ ნაწილიანი კვების სისტემაა, ის მაინც ვერ ახერხებს hit the shift-ს და მისი შედეგები ახლოსაც ვერ მივა ოთხ ნაწილიან Sensi Grow and Bloom Professional Series გამოყენების შემდგომ მიღებულ შედეგებთან. მიკროელემენტების სწორად მიღება აუცილებელია კანაბინოიდების მაქსიმალური წარმოქმნისა და მოსავლიანობის გაძლიერებისთვის. ეს არის ყველაზე კრიტიკული ნაწილი. თუ მცენარე მიკროელემენტებს სწორად არ მიიღებს, მოსავლიანობა ვერასდროს მიაღწევს პიკის ნიშნულს. როდესაც მიკროელემენტები ერთ პროდუქტშია მოთავსებული უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს Hit the Shift და თქვენმა მცენარეებმა თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ.

სწორედ ამიტომ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional სერია შეიცავს ნაწილს A და B ნაწილს, რათა მოხდეს Hit the Shift  და მცენარემ კვირტების დიდი მოსავალი გამოიღოს.  ეს მარტივი გზაა თქვენი მცენარის მოსავლიანობის გასაზრდელად. მხოლოდ ის არის ოპტიმიზირებული კანაფისთვის და მისი გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისთვის შექმნილი.  

Advanced Nutrients ინგრედიენტებს იღებს სტრატეგიული პარტნიორისგან ისრაელიდან. ისინი მცენარეული სასუქების სფეროში მსოფლიო ლიდერები არიან, ჩვენ კი მათთან უკვე 18 წელია ვთანამშრომლობთ.

Related Posts

კომენტარის დატოვება