სახელმძღვანელოები

რამდენ ხანს რჩება THC თქვენს შარდში?

რამდენ ხანს რჩება THC თქვენს შარდში?

შესაძლოა თქვენ ქვეყანაში დაშვებულია სამედიცინო ან რეკრეაციული მარიხუანა, თუმცა ეს სულაც არ გაძლევთ იმის საშუალებას რომ ყველგან თავისუფლად მოიხმაროთ ის. „დრაგ-ტესტები“ უკვე ჩვეული პრაქტიკაა. მათთვისაც კი, ვინც სამედიცინო მარიხუანის მომხმარებელია, კვლავ აქტუალური კითხვაა თუ რამდენ ხანს რჩება THC ორგანიზმში, რადგან შესაძლოა ამის გამო სამსახურში პრობლემები შეექმნათ.

ბევრი დამსაქმებელი მარიხუანის მოხმარებას ალკოჰოლით თრობასთან და ინტოკსიკაციასთან აიგივებს. ასევე მთავრობასაც ნეგატიური შეხედულება აქვს მარიჯუანას მიმართ. ის, რომ უამრავ ადამიანს კანაფი გაცილებით უსაფრთხოდ და უვნებელ საშუალებად მიაჩნია ვიდრე ალკოჰოლი და სიგარეტი, არ ნიშნავს რომ თქვენი უფროსიც იგივეს ფიქრობს. დღევანდელ რეალობაში ხშირად შეხვდებით ისეთ დაწესებულებებს (სახელმწიფო ან/და კერძო) სადაც დამსაქმებლები ავალდებულებენ დასაქმებულებს ნარკო-ტესტის გაკეთებას.

რატომ ამოწმებენ დამსაქმებლები ნარკოტესტზე?

იცით თუ არა, რომ 2014 წელს ამერიკაში 9 მილიონზე მეტ ჭიქაში მოშარდეს სამსახურეობრივი გასაუბრების პროცესისას. ჩატარებული 9 მილიონი ტესტიდან მხოლოდ 4% იყო დადებითი, ეს კი უხეშად რომ დავთვალოთ 360 000 ადამიანია, რომელთაც ძირითადად მარიხუანას მოხმარება დაუდგინდათ.

ეს ყველაფერი დაიწყო 1988 წელს, როდესაც პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოსცა განკარგულება, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე შეემოწმებინათ ხოლმე ნარკო-ტესტზე. ეს ინიციატივა ასევე აიტაცეს უმსხვილესმა კომპანიებმა, ხოლო შემდგომ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პატარა კომპანიებმაც მათ მიბაძეს.

თუ ადამიანი თავისუფალ დროს მოიხმარს კანაფს, მოქმედებს კი ეს მის სამუშაო პროცესზე სამსახურში? განსაკუთრებით ისინი, ვინც მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარენ, პირიქით, ამან შესაძლოა მათი შრომისუნარიანობაც კი გაზარდოს. მაგრამ უამრავი კომპანია კვლავ ავალდებულებს დასაქმებულებს ნარკო-ტესტის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რამდენ ხანს რჩება THC შარდში.

რამდენ ხანს რჩება THC თქვენს შარდში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა განსხვავებული შედეგი აჩვენა. მაგალითად, 1989 წელს ჩატარებული კვლევის დროს საცდელი ჯგუფიდან მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარება მოხმარებიდან 14 დღის შემდგომ, დანარჩენები კი „სუფთად გამოძვრნენ“.

1984 წელს ჩატარებული კვლევის დროს კი საცდელი ჯგუფის 80 პროცენტს ვერ დაუდგინდა კანაფის მოხმარება 13 დღის შემეგ, ხოლო დარჩენილი 20 პროცენტიდან ზოგიერთს 40 დღემდე დაჭირდა THC-სგან დასაცლელად.

2005 წელს ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა რომ საშუალოდ 30 დღე არის საჭირო, რომ THC სრულად განიდევნოს ორგანიზმიდან. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთს მხოლოდ 2 კვირა დაჭირდა „გასასუფთავებლად“, თუმცა ესეთი შემთხვევები იშვიათობაა და დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე.

კანაფისსიცოცხლისუნარიანობისგანმაპირობებელიფაქტორები

მარტივია ვთქვათ, რომ საშუალოდ მარიხუანას კვალი 30 დღე რჩება ორგანიზმში, მაგრამ ადამიანები განსხვავებულები არიან.

მაგალითად, ვიღაცას შეუძლია ყოველდღე ჰამბურგერი მიირთვას და წონაში საერთოდ არ მოიმატოს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შენც იგივე შეგიძლია. იგივეა მარიხუანას შემთხვევაშიც. უამრავი ფაქტორი მოქმედებს იმაზე თუ რამდენხანს დარჩება მარიხუანას კვალი თქვენ ორგანიზმში.

წონა

THC ორგანიზმში გადამუშავების შემდგომ ერევა სისხლს და მიეწოდება ღვიძლს. ღვიძლში არსებული ფერმენტი THC-ის შლის და გარდაქმნის THC-COOH სუბსტენცია მეტაბოლიტად, რომელის ათვისებაც ხდება ცხიმოვანი უჯრედების მიერ. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ცხიმოვანი უჯრედი აქვს ადამიანს, მით უფრო მარტივად ხდება აღნიშნული სუბსტანციის ათვისება.

ცხიმოვანი უჯრედების შემცირება ერთ-ერთი საშუალებაა, რომ შეამციროთ თქვენ ორგანიზმში THC-COOH შემცველობა. მაგრამ ყველაზე გამომშრალ მორბენალ ათლეტებსაც კი აქვთ დამცავი ცხიმოვანი ფენები. ორგანიზმის ცხიმოვანი მასა მხოლოდ ერთ-ერთია იმ ფაქტორთაგან, რომელიც ზეგავლენას ახდენს THC-ის დონეზე.

ფიზიკური ვარჯიში

როგორც აღინიშნა THT-COOH-ის ათვისება ხდება ცხიმოვანი ფენების მიერ. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა კი წვავს ცხიმებს, შესაბამისად ამცირებს THC-ის დონეს ორგანიზმშიც.

ვარჯიში ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნარკო-ტესტამდე საკმარისი დროა დარჩენილი. ტესტამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ვარჯს კი შესაძლოა უკუჩვენება ქონდეს. როდესაც ცხიმი იწვის, მისგან თავისუფლდება ყველა ნივთიერება მათ შორის THC-COOH და ხდება მათი სისხლში შერევა, რაც ზრდის ტესტის დროს მარიხუანას მოხმარების დადგენის შანსებს. რეკომენდებულია რომ ტესტამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტოთ ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა.

მიიღეთ მეტი სითხე

წყალი ჯადოსნული ნივთიერება არ არის, რომელიც მაშინვე გამოდევნის THC-ის თქვენი ორგანიზმიდან, თუმცა ის მიჩნეულია ნატურალურ დეტოქსიკატორად, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნაში, მათ შორის THC-COOH-საც. რაც უფრო მეტ წყალს სვავ, მით უფრო მეტჯერ შარდავ და მით უფრო მეტი ტოქსინებისგან თავისუფლდება ორგანიზმიც.

ნარკოტესტის მეთოდები

ნარკო-ტესტები განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება მათ მიერ მიღებული შედეგებიც. შარდის ტესტებში ყველაზე გავრცელებულია 50 ნგ/მლ თანაფარდობით შედეგების განსაზღვრა, თუმცა ეს მაჩვენებელი მერყეობს 15 ნგ/მლ-დან 100 ნგ/მლ-მდე.

რაც უფრო ნაკლებია ნანოგრამი/მილილიტრის (ნგ/მლ) თანაფარდობა, მით უფრო იაფი და მარტივია ტესტიც, შესაბამისად ნაკლებად ზუსტია ტესტის შედეგიც.

კომენტარის დატოვება