ტაილანდის უნივერსიტეტმა დაარსა მარიხუანას შესწავლის დეპარტამენტი
უნივერსიტეტის გეგმაა რომ ყავდეთ ახალი თაობის გროვერები და კულტივატორები, იმისთვის რომ ტაილანდი გახდეს აზიის ლიდერი კანაფის მოყვანისა და კულტივაციის დარგში.
პროცესები საკმაოდ ნელა დაიძრა იმის შემდეგ რაც, ტაილანდში გასულ წელს სამოდეცინო მარიხუანა გახადეს ლეგალური. თუმცა ახლა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იწყებს კანაფის აქტიურ შესწავლას და ამისათვის კვლევით ცენტრსაც ხსნის.
შესაძლოა ზოგმა ეს არასერიოზულად აღიქვას თუმცა გვერწმუნეთ Rangsit University, რომელიც ბანკოკის ახლოს მდებარეობს სულაც არ არის განწყობილი არასერიოზულად. ტაილანდურ ენაში კანაფს მოიხსნებენ განჯად. უნივერსიტეტის მიერ დაარსებულ კვლევით ცენტრში ჩატარდება ლექციები კანაფის ისტორიაზე, მის სამედიცინო თავისებურებებზე და კულტივაციის მეთოდებზე.
ამ დაწესებულების დეკანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა:” მსოფლიომ დიდი პროგრესი განიცადა მარიხუანას შესწავლაში, განსაკუთრებით კი სამედიცინო მარიხუანის. თუმცა ტაილანდში ამ დრომდე არ ყავთ პროფესიონალები ამ დარგში. სწორედ ჩვენ გავხდებით პიონერები ამ დარგისთვის ტაილანდში”
“როცა ჩვენ გვექნება საკმარისი ცოდნა მარიხუანას შესახებ, ჩვენ შევძლებთ რომ გამოვიყვანოთ ახალი ჯიშები და შემდგომში გავაშენოთ მარიხუანას პლანტაციები. დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოო შედეგი სწორედ ასეთი იქნება.
შემთხვევაში არც კი იციან რომელ კონკრეტულ ჯიშთან აქვთ შეხება.
გასულ კვირას Public Radio International-ს წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ახლად გახსნილი კვლევითი ცენტრი, სადაც უკვე აქტიურად მიდის მარიხუანის ახალი ჯიშების შექმნისა და მათი კულტივაციის პროცესი. სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის თანახმად ისინი ამ სწავლებისთვის სწორედ პოლიციის მიერ ჩამორთმეულ კანაფს იყენებენ და ზოგ შემთხვევაში არც კი იციან რომელ კონკრეტულ ჯიშთან აქვთ შეხება.
კანაფის იმპორტი ტაილანდში კვლავ არალეგალურია, თუმდაც შესწავლისა თუ სამედიცინო მიზნებისთვის. თუმცა ამავე წელს მკლევარებს პოლიციამ გადასცა მარიხუანის 40 კილოგრამიანი შეკვრები, რომლებიც ნარკომოვაჭრეებისგან ამოიღეს. ამ კანაფის უმრავლესობა არ გამოდგა ვარგისი ექსპერიმენტებისთვის, თუმცა მკვლევარებმა მაინც შეძლეს ცოტაოდენი THC-ს ზეთების გაკეთება, რათა კვლევა დაეწყოთ.
ლაბორატორიაში უკვე შეძლეს რამოდენიმე პროტოტიპული სახის პროდუქტის შექმნა. ნაწილი სამედიცინო გამოყენებისთვის, ასევე რამოდენიმე პროდუქტი კულინარიული მიზნებისათვის.
გარდატეხის პერიოდი
Supachai Kunaratnpruk-ს განცხადების თანახმად, რომელიც ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია, მისი ქვეყანა ამ საკითხში კვლავ “გარდატეხის პერიოდშია”. კულტივაცია ხორციელდება მხოლოდ რამოდენიმე წერტილში, რომელიც ხელისუფლების მიერ არის ნებადართული. ასევე რამოდენიმე საავადმყოფოს ექიმს უფლება მიეცათ გარკვეულ რაოდენობა პაციენტებს THC-ს ზეთი დაუნიშნონ სამკურნალოდ.
ამ პროგრამაში უკვე 8500-მდე მომხმარებელი ჩაერთო, რომელსაც ეძლევათ საშუალება მოიხმარონ მარიხუანა სამედიცინო მიზნებში, თუმცა მათაც არ აქვთ ჯერ ქვეყანაში კანაფის შემოტანის ან კულტივაციის უფლება.
Supachai-ს განცხადებით ბევრი მაღალჩინოსანი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი მარიხუანას ეკონომიკური შესაძლებლობებისადმი. ასევე მათი შიშები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კულტივაციაზე ნებართვის გაცემა პირდაპირ კავშირშია სრულ ლეგალიზაციასთან. ბევრი ლიდერი ასევე შიშობს რომ კანაფის წარმოების და ვაჭრობის დაწყება გამოიწვევს ამ დარგის რამოდენიმე მონოპოლისტის ხელში ჩავარდნას.
დიდი ამბიციები
საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დარჩენილი ნაწილი უფრო ენთუზიაზმით უდგება ამ საკითხს ვიდრე სიფრთხილით.
გასულ წელს Coconuts TV გადაიღო დოკუმენტური ფილმი Highland: Thailand’s Marijuana Awakening, რომლის ნახვაც Netflix-ზე შეგიძლიათ. ფილმი ეხება კანაფის პოტენციალს ტაილანდში და გვაცნობს იმ ხალხს ვინც მის სრულ ლეგალიზაციას უჭერს მხარს. ფილმში ჩაწერილია მრავალი ექიმისა და პაციენტის ინტერვიუ, ვისი სიცოცხლეც CBD-ს ზეთებმა სამუდამოდ შეცვალეს.
Public Radio International-ს თქმით უკვე ტაილანდის ტრადიციულ-კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი უკვე იმედიანად უყურებს მაღალი ხარისხის ჯიშების წარმოების შესაძლებლობას. მათ მიაჩნიათ, რომ ტაილანდს აქვს შანსი ამ სფეროში აზიის ლიდერი ქვეყანა გახდეს, სანამ სხვა ქვეყნებში აქტიურად დაიწყება ამ დარგის განვითარება.
სამხრეთ კორეამ ბოლო პერიოდში გადადგა პატარა ნაბიჯები ამ მიმართულებით , ასევე ფილიპინებიც იწყებს ნელ-ნელა ამ დარგის განვითარებას. ყველას გასაკვირად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც კი, რომელიც განთქმულია კანაფთან დაკავშირებული უმკაცრესი წესებით, ნელ-ნელა აძლევს შესაძლებლობას მეცნიერებს შეისწავლონ მარიხუანა და მისი სამედიცინო შესაძლებლობები.