სუპერ ნიადაგი გულისხმობს იმ ნიადაგს, რომელიც წინასწარ არის გაჯერებული საკმარისი დანამატებით. ეს ხელს შეუწყობს თქვენს კანაფს, რომ უკეთ გაიზარდოს. მეორე მხრივ მისი გამოყენების მიზანია ის, რომ გროვერებმა არ იდარდოთ ნიადაგში pH და დანამატების დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ წყლის დამატება გიწევთ და მეტი არაფერი, შეგვიძლია დავივიწყოთ ჩარეცხვის პროცესი გროვინგის ციკლის ბოლოს.
თუმცა, სუპერ ნიადაგზე მცენარის გაზრდას შესაძლოა დასჭირდეს ცოტა მეტი დრო და ამან შესაძლოა ოდნავ ნაკლები მოსავალი მოგიტანოთ. თუ არ იქნებით ყურადღებია შესაძლოა საბოლოოდ თქვენ დაწვათ თქვენი კანაფის ფესვები. მიუხედავად ამისა ბევრი გროვერი სუპერ ნიადაგს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იგი ბევრად ახლოსაა ბუნებრივი გროვინგის პირობებთან.
სუპერ ნიადაგის დამზადება მოითხოვს ბევრ დროს, დაგეგმვას და ინგრედიენტს, აქედან გამომდინარე ბევრი გროვერი ირჩევს გამზადებულ სუპერ ნიადაგს. თუმცა თუ თქვენ გაქვთ დრო და ნებისყოფა იმისთვის, რომ დაამზადოთ სუპერ ნიადაგი მაშინ ეს შესაძლებელი და მარტივია. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესი სუპერ ნიადაგის დამზადებაში არის ინგრედიენტების მოძიება და საკმარისი ნებისყოფა, რომ დაელოდოთ ამ ინგრედიენტების ერთმანეთში შეთვისების პროცესს.
მთავარი დანამატები რომლებიც თქვენს კანაფს სჭირდება არის ნიტროგენი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და გოგირდი. მეორეხარისხოვანი ინგრედიენტებია ქლორი, რკინა, სპილენძი, ბორტონი, თუთია, მოლიბდენუმი, მანგანუმი.
სიაში მითითებულია საჭირო დანამატები და მაკროინგრედიენტები, ყურადღებით გადაავლეთ თვალი ამ ინსტრუქციებს, რათა დაამზადოთ სუპერ ნიადაგი სახლის პირობებში.
რა გჭირდებათ სუპერ ნიადაგის დასამზადებლად:
*რჩევა: ორგანული ყოველთვის უკეთესია
- 20 კუბური კილოგრამი (რვა მოზრდილი შეკვრა) მაღალი ხარისხის გასაზრდელი მიწა.
- 1 კუბური კილოგრამი ჭიის ექსკრიმენტი
- 1 კილოგრამი bone meal
- 1 კილოგრამი თევზის ძვალი სასუქი
- 2 კილოგრამი ღამურის ექსკრიმენტი
- 2 კილოგრამიblood meal
- 3 ჭიქა ხამანწკების ნიჟარები
- 3 ჭიქა kelp meal
- 3 ჭიქა alfalfa meal
- 3/4 ჭიქა Epsom salts
- 3/4 ჭიქა სასოფლო სამეურნეო ლიმონის
- 2 ჭიქა Azomite
- 2 ჩაის კოვზი granular humic acid
- 2 ჩაის კოვზი mycorrhizae/compost tea mix
ასევე დაგჭირდებათ :
- კონტეინერი
- დიდი ზომის თასი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დიდი ზომის ჭურჭელი, რომელსაც გამოვიყენებთ ამ ინგრედიენტების შესაზავებლად)
- ურნები ჰერმეტული თავსახურებით
- შავი მიწა
- დიდი გასაზავებელი ჯამი
როგორ გავაკეთოთ სუპერ ნიადაგი:
- გაზავებული ინგრედიენტები გადაიტანეთ ურნებში და ჰერმეტულად დაახურეთ თავსახურები. ამ ნაზავს სჭირდება 45-დან 90 დღემდე იმისთვის, რომ მივიდეთ სასურველ შედეგამდე. გაითვალისწინეთ, რომ ეს ურნები უნდა შეინახოთ თბილ გარემოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. პერიოდის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ სუპერ ნიადაგის მიქსი.
- როდესაც თქვენი სუპერ ნიადაგი მზად იქნება, შეურიეთ მიწაში 1/4-დან 1/3-მდე ქოთნის ზომასთან შეფარდებაში. ეს მიქსი უნდა მოათავსოთ ქოთნის ძირში.
- ცალკე ქოთანში შეურიეთ ჩვეულებრივი ნიადაგი, სუპერ ნიადაგს და ეს ნაზავი დაამატეთ მანამდე ქოთანში მოთავსებულ სუპერ ნიადაგის პირველ ფენას. ამ ფენას ეძახიან ბუფერულ ფენას და ის უნდა იყოს რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმის.
- ქოთნის დარჩენილი სივრცე გაავსეთ ჩვეულებრივი ნიადაგით და ჩარგეთ თქვენი კანაფის მცენარე.
ამით ნაბიჯების შესრულების შემდეგ თქვენ უკვე მზად გექნებათ სუპერ ნიადაგი. ამიერიდან კი თქვენი ნერგისთვის მხოლოდ წყლის დამატება დაგჭირდებათ.
ვაა რა მაგარი გაიდია, ვეძებდი ადრე ამ რეცეპტს და ვერ ვიპოვე ვერსად, გაიხარეთ ბიჭებო, დიდი მადლობა <3
მადლობა, გაიხარე და გაგახარებთ ასეთი კარგი გაიდებით 🙂