სხვადასხვა

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ.

დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში, მარიხუანა არის ლეგალური, ფართოდ მიღებული და აღიარებული მცენარე მისი დაუსრულებელი სამედიცინო, რელაქსაციის და სოციალური სარგებლის გამო. მაგიური საშუალება რეკრეაციის, მედიტაციის, შთაგონებისა და სხვა მრავალისათვის. სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს

მსოფლიოს ზოგიერთ წერტილში მარიხუანა კვალავაც არაკანონიერია. ამ წერტილებში კვლავ აქვთ ძველი და დროს ჩამორჩენილი წარმოდგენა რომ მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია, რომ ის საშინელ შედეგის მომტანია თქვენთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთები კვლავ ამტკიცებენ და სჯერათ რომ მარიხუანა არის პირველი მაცდუნებელი რასაც მივყავართ უფრო მძიმე ნარკოტიკებამდე.

მოდით გადავავლოთ თვალი იმ ტყუილებს და მითებს რომლებსაც გიყვებიან ჩვენ საყვარელ და წმინდა მცენარეზე, როგორც მას მეთიუ სანტორო, ამერიკელი მწერალი, Youtube-რი და ტელეწამყვანი ეძახის.

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ, მან გააკეთა ვიდეო 10 ტყუილზე რომელსაც გიყვებიან კანაფის შესახებ. მოდით კარგად ჩავწვდეთ თუ რისი თქმა სურს მას და გავიგოთ მეტი ამ ყელში ამოსულ ტყუილებზე რომლებსაც ძირითადად მედია და სხვა წყაროები წლების განმავლობაში  გვაწვდიან.

N1 420 არის პოლიციის კოდი

როგორც ყველამ ვიცით 420 გახდა უნივერსალური კოდი მიმანიშნებელი რომ დროა წავუკიდოთ და სწორედ დღის ეს დრო 4:20 pm გახდა უნივერსალური დრო ჯოინთის ასაფეთქებლად. არამარტო ეს, ასევე 20 აპრილის 4:20 pm გახდა ოფიციალური მოსაწევის დღე ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო.

შესაბამისად ბევრმა ჩამოაყალიბა თეორია რომ 420 არის პოლიციის კოდი მარიხუანას ფლობის აღსანიშნავად. სავარაუდოდ ისიც გეცოდინებათ რომ ეს თეორია რეალური არ არის. 420 წამოვიდა 5 “მწეველი” თინეიჯერისგან 1971 წელს ვინც შემთხვევით წააწყდნენ მოსაწევის მიტოვებულ ნერგებს. ამ თინეიჯერების ჯგუფმა გადაწყვიტა რომ ყოველ დღე შეკრებილიყვნენ 4:20 და ეძებნათ მსგავსი ნერგები, თუმცა მეტი ვეღარ იპოვეს. ამის და მიუხედავად მათ დაიწყეს თავიანთ მეგობრებს შორის ამ ტერმინის 420-ის გავრცელება, რომლებმაც ასევე თავიანთ მეგობრებს გაუზიარეს და ა.შ.  საბოლოოდ ამან მიაღწია ცნობილი როკ ჯგუფის Grateful Dead-ის ყურამდეც და მათი წყალობით ეს ტერმინი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

N2 მარიხუანა არის ნარკოტიკი რომლის მიღებაც გიბიძგებს უფრო მძიმე ნარკოტიკის მიღებისკენ 

ჩვენ ყველას გვსმენია ეს სისულელე აქამდეც. რომ მარიხუანა არის იმ ტიპის ნარკოტიკი რომელიც თავიდან გაძლევს კმაყოფილების შეგრძნებას თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის აღარ მოგგვრით კვლავინდელ სიამოვნებას როგორსაც მოწევის საწყის პერიოდში. მაშასადამე, ეს უბიძგებს მწეველებს ეძებონ რაიმე უფრო ძლიერი და მძიმე .

ეს არ არის სიმართლე. კველევებმა რომლებიც ჩატარდა 2013 წელს გამოიკვლიეს რომ 32%-ს ამერიკელი სტუდენტების მოუხმარებიათ კანაფი, მაგრამ მხოლოდო 1.8%-ს ოდესმე გაუსინჯავთ კოკაინი და მხოლოდ 0.6%-ს კი ჰეროინი. ეს მხოლოდ ამტკიცებს იმ მოსაზრებას რომ მარიხუანა არ უნდა გადიოდეს gateway drug-ებში. იმავე ლოგიკით შეგვიძლია მივაკუთვნოთ ალკოჰოლური და ენერგეტიკული სასმელები იგივე კატეგორიას, რაც ასევე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

Nr. 3  მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს

ეს არის საკმაოდ გავრეცელებული ცრუშეხედულება რომლისაც ბევრ ხალხს სჯერა : მარიხუანას მოხმარება ან თუმდაც პასიური მოხმარება ანუ უბრალოდ შესუნთქვა ბოლის იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილის პროცესის დაჩქარებას. ეს არის მითი რომელიც დაფუძნებულია აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევაზე რომელიც ჩაატარა ექიმმა რობერტ ჯ.-მ 1974 წელს. დაკვირვების დროს, “მეცნიერები” აიძულებდნენ მაიმუნებს მოეწიათ 2 ჯოინთი დღეში 1 წლის განმავლობაში. ინფორმაცია რომელიც მოაგროვებს მაიმუნების ტვინებთან მიერთებული მოწყობილობიდან აჩვენებდა რომ მათმა ტვინებმა მიიღო დიდი ზიანი, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში ორი სხვადასხვა კვლევა ჩატარდა რომ დაემტკიცებინათ აღნიშნული შედეგი, და ვერც ერთმა ვერ გამოავლინა ვერანაირი ზიანი ტვინზე საერთოდ.

Nr. 4 ბოლის შიგნით გაჩერება უფრო გაბოლებთ

რამდენჯერ გსმენიათ ეს თქვენი მეგობრისგან ან უბრალოდ სადმე წაგიკითხავთ რომ ბოლის ფილტვებში გაჩერება ხენლს უწყობს THC შეწოვას და შესაბამისად უფრო გაბოლებთ ? ეს არ არის სიმართლე და უკვე იყო მეცნიერულად დამტკიცებული. კვლევამ რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტმა ჩაატარა 1989 წლის ზაფხულში დაადგინა რომ ის დრო რაც თქვენ გჭირდებათ ბოლის ჩასუნთვისა და ამოსუნთქვისთვის სრულიად საკმარისია რომ მიიღოთ THC-ს მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობა. ეს მითი იმ ფაქტმაც გაამტკიცა რომ როცა თქვენ იკავებთ სუნთქვას თქვენ ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი რაც თავისთავად ოდნავ გაბრუებთ. ეს არის შეგრძნება რომელიც ბევრს ერევა დაბოლებაში.

Nr. 5  მარიხუანა იწვევს კიბოს

როცა ლაპარაკი მიდის რისკებზე მარიხუანას მოხმარებას თან მოყვება რამოდენიმე, ეს სიმართლეა. მაგრამ კიბო არ არის ერთ-ერთი მათგანი. ბევრი ამტკიცებს რომ სიგარეტისა და მარიხუანას მოწვევას თან ახლავს ერთნაირი რისკი ფილტვის კიბოს განვითარების, რაც აბსოლუტური სიცრუეა და არც მეცნიერული მხრივ არის განმტკიცებული.

2006 წელს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიs მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს რომ , არანაირი კავშირი არ არსებობს კანაფსა და კიბოს შორის.  ასევე ერთის მხრივ მარიხუანას მოხმარება უფო სასარგებლოა ვიდრე სიგარეტის მოწევა. მკვლევარებმა დაადგინეს რომ ნებისმიერი მარიხუანასგან დაზიანებული უჯრედი აღარ იქმნებოდა კარცინოგენულად, ასე რომ კიბოს განვითარების რისკი უფრო დაბალია სიგარეტის მოხმარებასთან შედარებით.

Nr. 6  მარიხუანა იწვევს დამოკიდებულებას

არსებობს ნათელი განსხვავება მიჩვევასა და ფიზიკურ დამოკიდებულებას შორის.

კანაფი თავისებურად არ არის მიმაჩვეველი სუბსტანცია, რადგან იგი არ შეიცავს მიმჩვევ კომპონენტებს, ნიკოტინისა და სიგარეტისგან გასხვავებით, რომლებსაც მსგავსი ნივთიერებები მრავლად ემატება. მძიმე მომხმარებლებს 9% აქვთ შანსი გახდნენ ფიზიკურად დამოკიდებული ნარკოტიკზე, თუმცა ეს სულ სხვა საკითხია. დამოკიდებულა განისაზღვრება როგორც უხერხული ლტოლვა მიიღო სუბსტანცია, მიუხედავად იმისა ის დამაზიანებელია თუ არა შენთვის და სხვისთვის. ამ ცხარე ლტოლვის გარეშე არ არსებობს დამოკიდებულება. ზოგიერთ მარიხუანას მომხმარებელს შეიძლება ქონდეს  მიჩვევის, თუმცა ეს შორს არის ნამდვილი დამოკიდებულებისგან რომელსაც კოკაინის, ჰეროინის და სიგარეტიც კი იწვევს .

Nr. 7  მარიხუანა გხდის უფრო კრეატიულს

ძმაო მე დავხატავ ყველაზე მაგარ ფრესკას რაც კი უნახავს მსოფლიოს, მანამდე კი ერთს ჩავუკიდებ!

ძალიან ბევრი მხატვარი მუსიკოსი, მწერალი და ხელოვანი ირწმუნება რომ მარიხუანა არის მათი მაგიური იარაღი რომ გახდნენ უფრო კრეატიულები და რომ სწორედ მისი მოხმარება უბიძგებს მათ შექმნან თავიანთი შედევრები. 2014 წელს ლეუვენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა რომ მაღალი THC შემცველი მარიხუანას მიღების შემთხვევაშიც კი არ გექნებათ ზეგავლენა თქვენს კრეატივზე. კვლევამ ასევე დაამტკიცა საპირისპირო, რომ მარიხუანას მოხმარების შემდეგ უფრო რთულდება კრეატიული იდეების ჩამოყალიბება.

Nr. 8   მარიხუანა გხდით ნაკლებად ამბიციურს

ბევრი ხალხის აზრით მარიხუანას მომხმარებლები არიან ძალიან ზარმაცები, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მოხმარება რა თქმა უნდა გაგრძნობინებთ თავს უფრო დასვენებულად და დალაგებულად, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიზარმაცესა და უმოტივაციობასთან. პირიქით ძალიან ბევრმა მარიხუანას მომხმარებელმა მიაღწია გასაოცარ რაღაცეებს ცხოვრებაში. ბარაკ ობამაც კი ეწეოდა ადრეულ ასაკში და საბოლოოდ აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. რიჩარდ ბრანსონი (მილიარდერი და Virgin Records-ს დამფუძნებელი) აღიარებს რომ დღესაც კი პერიოდულად მოიხმარს და რაღა თქმა უნდა Snoop Dogg რომელსაც თითქმის ყოველთვის ჯოინთით ხელში დაინახავთ. ეს სია გაცილებით უფრო გრძელია და მემგონი ყველა ვთანხმდებით რომ ეს თეორია არის სრულიად უაზრო.

Nr. 9  ყველა მოსაწევი ერთი და იგივეა

არსებობს ფართოდ გავრცელებული თეორია რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახეობის მოსაწევს მოწევთ და რომ ყოველ შემთხვევაში მიიღებთ ერთსა და იმავე შედეგს, რადგან ეს ყველაფერი უბრალოდ კარგად გათვილილი მარკეტინგული ხრიკია.

ეს არის სიცრუე და არის ძალიან დიდი ვარიაცია იმ ეფექტებისა რაც შეგიძლიათ მიიღოთ თითო ჯიშისგან.

არსებობს სამი ტიპის კანაფი : ინდიკა, სატივა და ჰიბრიდი. ინდიკა გაძლევთ ძლიერ მაგრამ მშვიდ და კომფორტულ შეგრძნებებს , რომლებსაც ხშირად ადარებენ ძილბურანში ან დივანზე მიჯაჭვულად ყოფნას. სატივა კი უფრო ენერგიულ და ამაღლებულ განწყობაზე გაყენებს. და არის ჰიბრიდი, რომელიც არის ორივეს ნაზავი და გვათავაზობს უფრო კონკრეტულ მახასიათებლებს ორივე ტიპისგან. ასევე თითოეული მათგანი გთავაზობთ უნიკალურ სამედიცინო ოფციებს. მაგალითისთვის ინდიკა ეხმარება მღელვარებასა და უძილობას. სატივა ეხმარება გონება გაფანტულობასა და გადაღლილობას.

Nr. 10  მოსაწევით შესაძლოა დოზის გადამეტება მოგივიდეთ

ზოგიერთი ფიქრობს რომ ბევრი მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება საავადმყოფოში ამოყოს თავი ან სულაც მოკვდეს.

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ

არ არსებობს რეგისტრირებული ფაქტი მარიხუანის გადამეტებული მოხმარებით გამოწვეული სიკვდილის და ექიმების თქმით ეს თითქმის შეუძლებელია. კანაფი არ მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე რომელიც პასუხისმგებელია სუნთქვაზე და ამიტომ არ არსებობს არანაირი რისკი.

რეალურად რომ შევხედოთ ამ საკითხს რომც მოინდომოთ მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნა საბოლოოდ უბრალოდ ტახტზე ჩაგეძინებათ ტკბილეულით ხელში. 

10 ტყუილი რომელიც გაგიგიათ კანაფის შესახებ

Related Posts

კომენტარის დატოვება