პროდუქტები, Advanced Nutrients სასუქების განხილვა

Piranha – განხილვა

piranha

Piranha

თქვენ უკვე შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მცენარის ფესვების ზომა და მათი სიმძლავრე.

ფესვები თქვენი მცენარის სიძლიერის საფუძველია , სწორედ მისი საშუალებით ხდება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიღება , რათა მცენარემ მოახერხოს გაზრდა და ყველასთვის სასურველი კვირტების გამოღება.

გამოიყენეთ piranha სასარგებლო სოკოების ფესვების ზონაში მოსათავსებლად, მათი დახმარებით ფესვებში გაიზრდება ტენიანობა, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს ერთი-ორად გააძლიერებს. მისი დახმარებით იღებთ თქვენი მცენარის ზრდის გარანტიას და უკვე შემდგომ , ყვავილობის პერიოდში უხვი მოსავლიანობის შესაძლებლობას.

Piranha® – ფესვთა ზონის მკვებავია , რომლის კომპონენტებიც მცენარეს მდიდარი მოსავლიანობის გარანტიას უქადიან. დაფიქრდით , როგორი იქნებოდა დედამიწის მოსავლიანობა , თუ მის ნიადაგში არსებული მილიონობით სასარგებლო სოკო არსებობას შეწყვეტდა. ბუნება უნაყოფო , მკვდარ უდაბნოდ გადაიქცეოდა.

ეჭვგარეშეა ჩვენ ვერ მივიღებდით ისეთ სამყაროს , როგორში ცხოვრებად გვსურს. და თუ ასეა , რატომ ვაიძულებთ ჩვენს მცენარეებს , რომ იგივე დამთრგუნველი და მძიმე პირობები განვიცადოთ , რომელიც თავადაც არ გვსურს?

ჰიდროფონური ფესვების ზონა სტერილურია და ყოველგვარი ჩარევის გარეშე , მათ მცირედით თუ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მცენარის აყვავებას და მის უხვ მოსავლიანობას. სოკო ამისთვის საჭირო აუცილებელი მეომარია , რომელიც აძლიერებს და ამტკიცებს ფესვთა ზონას ასევე ზრდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს.

ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენს მცენარეში საჭირო ეთერზეთების გასაღვივებლად. რაც უფრო კარგად ზრუნავთ თქვენს რიზოსფეროზე , მით უფრო დიდია მოსავლიანობის ალბათობაც.  ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც , რომ სასარგებლო მიკრობების გარეშე , დედამიწაზე მცენარეები საერთოდ არ გაიზრდებეოდნენ.

მარტივად რომ ვთქვათ , თქვენს მცენარეს გაზრდისა და განვითარების საუკეთესო შანსები იქნება , თუ მდიდარი ბიომასის ნაერთებით გავზრდით ნიადაგს . თავად ბუნებაც ხომ სწორედ ასე იქცევა.  ეს გასაგებს ხდის იმ ფაქტს , თუ რატომ ამატებენ გამოცდილი გროვერები მცენარის ფესვის ზონაში სოკოებს.

რა თქმა უნდა , ისინი ფარულად , უხილავად და ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად იზრდებიან, მაგრამ ნუ მოტყუვდებით , მცენარის ფესვების ზონა მიღებული მოსავლის პირდაპირპროპორციულია.

აი რაშია საქმე , სოკოები სიმბიოზურ ურთიერთქმედებაში შედიან ფესვთა ზონასთან, როდესაც ბუნების მთავარ დამხმარეს თქვენი მცენარის ნიადაგში დაამატებთ , ისინი შეძლებენ გარდაქმნან საკვები ნივთიერებები მცენარისათვის ხელმისაწვდომ ფორმებად, რომლებსაც შემდგომ თქვენი ფესვები მარტივად აითვისებენ.

ორგანული კვების დროს თქვენი რიზოსფერო რჩება სუფთა და მავნე ნარჩენებისგან დაცული. თქვენი მცენარის ფესვები უფრო ძლიერი და ჯანსაღი ხდება , რაც თავისთავად ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ათვისებას. მცენარეები ტოლერანტულები ხდებიან წყლის , მზარდი გარემოსა და მისი ცვლილებების მიმართ. ეს უბრალოდ რამდენიმე სარგებელია იმ გრძელი სიიდან , რომლის მოტანაც სოკოებს თქვენს ნიადაგში შეუძლიათ.

თქვენ შეიძლება მოულოდნელად დაკარგოთ უხვი მოსავლის მიღების შანსები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მცენარეში ფესვების ზონას ყურადღება არ მიაქციეთ.

ჩვენი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გროვერებიც კი აფასებენ სოკოების ძალას მაშინვე , როგორც კი ხედავენ მათი დახმარებით მიღებულ კაშკაშა ფოთლებს , რომლებიც პირველივე კვებიდან რამდენიმე საათის შემდგომ უფრო ჯანსაღები ხდებიან.

თუმცა საჭიროა გაითვალისწინოთ , რომ მხოლოდ სოკოები მცენარის უხვ მოსავლიანობას ვერ განაპირობებენ , ისინი ხელს შეუწყობენ მცენარეებს უკეთ მიიღონ ის საკვები დანამატები , რომლებსაც მათ თქვენ მიაწვდით . მსოფლიოს საუკეთესო გროვერები სოკოს დანამატს ემხრობიან და აფასებენ. უძლიერესი მიკრობიოლოგების მიერ ჩატარებული მრავაწლიანი კვლევები ამტკიცებენ , რომ Piranha® არის იდეალური გამოსავალი , რომელიც ფესვების ზონას დააბალანსებს და გააძლიერებს.

ჩვენ არ დავიშურეთ ხარჯები და დრო ამ დანამატის შექმნისას , რათა მიგვეღო განსაკუთრებულად ეფექტური მოსავლის გამაძლიერებელი შედეგები.

როდესაც თქვენს მცენარეებს Piranha®-ს მიაწვდით , მაქსიმალურად გაიზრდება ფესვების განვითარების პოტენციალი , რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ ოპტიმალური მოსავალი. ისინი შექმნიან სუფთა , კარგად დაბალანსებულ რიზოსფეროს , რომელიც გააუმჯობესებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვას , მცენარეში არსებული ეთერზეთების ბიომასის გაზრდას .

თქვენი მცენარე ფესვის ზონის განვითარების პროცესს დროში გაასწრებს , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მიკრობების სამყარო ერთდროულად რთულიცაა და შთამაგონებელიც. ჩვენმა მეცნიერებმა წლები გაატარეს იმის შესწავლაში , თუ როგორ მუშაობდნენ ბაქტერიები და სოკოები უფრო დიდი მოსავლიანობის შესაქმნელად , რის გამოც ჩვენ ასევე დავამზადეთ Piranha® Bacillus mucilaginou

ბაქტერიების უნიკალური შტამი , რომელიც ხსნის ფოსფორს და კალიუმს თქვენს ფესვთა ზონაში. სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ , თქვენი მცენარეები ამ ორი მაკროელემენტიდან მიღებული სარგებლით საბოლოო ჯამში უფრო დიდი მოსავლიანობით გაჯილდოვებენ.

თქვენ შეგიძლიათ Piranha-ს გამოყენება სხვა ფესვების მაზის გამაფართოებლებთან ერთად, Voodoo Juice სთან ან Tarantula სთან ერთად. (ჩვენი გროვერების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა) .

ამის გაკეთებით თქვენ მცენარეს ისეთ პირობებს შეუქმნით , როგორიც დედამიწის ყველაზე ნოყიერ მიწაზე ამოსულ მცენარეებს გააჩნიათ.

დიდი და ეფექტური ფესვთა ზონა აუცილებელია კანაფის ზრდა-განვითარებისთვის.

მიეცით თქვენს საყვარელ მცენარეს შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი. ასევე შეიძნეთ Piranha ჩვენ ნებისმიერ გროუ შოფში


კვირა 1
კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
Piranha (ზრდის ფაზა) 2 მლ/ლ 2 მლ/ლ          
Piranha (აყვავების ფაზა) 2 მლ/ლ 2 მლ/ლ          
 

კომენტარის დატოვება