Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

Sensi Coco Bloom AB – განხილვა

Sensi-Coco-Bloom-B-500-mL

Sensi Coco Bloom AB

გსურთ, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი მცენარის მაქსიმალურ მოსავლიანობაში? თუ მცენარეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდით , ამისათვის იდეალური 2 ნაწილიანი მკვებავი საშუალება დაგჭირდებათ, რომელიც pH დონეს ავტომატურად არეგულირებს!

pH Perfect® Sensi Coco Bloom არის ორნაწილიანი საბაზისო საკვები ნივთიერება, რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოში გაზრდილი მცენარისთვის გამოიყენება. მისი დახმარებით მცენარე ყველა იმ საკვებ ნივთიერებას მიიღებს, რომელიც მას ყვავილობის ფაზაში ესაჭიროება. ამასთან ის უზრუნველყოფს თქვენი მცენარის მყარ საფუძველს და საშუალებას აძლევს მას, რომ განვითარდეს და გამოიღოს უმაღლესი ხარისხის კვირტები.

pH Perfect® Sensi Coco Grow A+B და Sensi Coco Bloom AB მაქსიმალურად ზრდის ქოქოსის ბოჭკოს სარგებელს თქვენი მცენარისთვის. თუ თქვენი მცენარის ქოქოსის ბოჭკოში გაზრდა აურჩიეთ , მაშინ ნამდვილად ჭკვიანური არჩევანი გაგიკეთებიათ.

ის იდეალურ პირობებს გვაძლევს როგორც წყლის შესანარჩუნებლად, ასევე სოკოსთან წინააღმდეგ საბრძოლველად.  მასში კანაფის გაზრდა ბევრად უფრო მარტივია, სწორედ ამიტომ იყენებენ მას მსხვილი გროვერები. ეს ამავდროულად არის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტიც, მაგრამ ამ დადასტურებული უპირატესობების მიუხედავად, საჭიროა იცოდეთ, რომ ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს არსებობს გარკვეული ფარული საფრთხეები. ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებების დისბალანსის რისკი უფრო დიდია , ეს კი თქვენს მოსავალს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის.

შესაძლოა თქვენ უკვე წააწყდით რამდენიმე საერთო პრობლემას.  მსგავსი პრობლემების წინაშე ხომ გამოცდილი გროვერებიც დგებიან. დასაწყისისთვის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კალიუმი და მაგნიუმი ქოქოსის ბოჭკოში ბუნებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს, თუმცა როდესაც ეს ხდება, საკვები ნივთიერებების გამორეცხვა თქვენს მცენარეში ძირითადი ელემენტების შიმშილს იწყებს , არა და ამ დროს მათ ეს ელემენტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გარდა ამისა , რიგ შემთხვევებში ქოქოსის ბოჭკოში არსებულმა მაღალმა კალიუმის დონემ შესაძლოა თქვენი მცენარე მოწამლონ. კიდევ უფრო უარესიც, ბევრი სასუქი არ ამატებს იმ საკვებ ნივთიერებას, რომელიც თქვენი მცენარისთვის მსგავს პირობებში გაზრდის დროს აუცილებელია (ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ)

და რას გვაძლევს ეს ყველაფერი? იმის ნაცვლად , რომ ქოქოსის ბოჭკოს უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოთ , თქვენ გიწევთ თავიდან აირიდოთ ის საშიში დისბალანსი, რომელმაც შესაძლოა თქვენი მცენარე დაღუპოს.

თქვენი მცენარე იღებს საჭიროზე მეტ კალიუმს, თუმცა ვერ იღებს იმ სხვა ძირითად ნივთიერებებს, რომლებიც მას ძალიან სჭირდება. ეს ყველაფერი მცენარის მოსავლიანობას საგრძნობლად ამცირებს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი მცენარეები მოკვდნენ კიდეც. 

თუმცა აუცილებელი არ არის , რომ მსგავს რისკებს შეეჭიდოთ.  თქვენი მცენარის დასაცავად ქოქოსის ბოჭკოს გარემოში , მნიშვნელოვანია რომ დაიცვათ კალიუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობა.

გარდა ამისა , განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთი ინგრედიენტი, რომელსაც ძალიან ბევრი გროვერი რატომღაც უგულებელყოფს, მაღალი ხარისხის ჩელატური რკინა. ეს არის ქოქოსის ბოჭკოში ზრდის დროს აუცილებელი დაკარგული რგოლი , რომელიც მსგავს გარემოში ბუნებრივად მცენარეს ვერ მიეწოდება.

როგორც კი ჩვენმა მეცნიერების დოქტორებმა ეს აღმოჩენა გააკეთეს , მაშინვე დავიწყეთ ამ კრიტიკული მნიშვნელობის საკვები ნივთიერების ჩვენს პროდუქტებში დამატება.

უკვე აშკარაა, რომ ქოქოსის ბოჭკოში მცენარის დროს  საჭიროა სპეციფიკური ბაზის საკვები ნივთიერებები, რომლებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის. მის შემადგენლობაში უნდა იყოს კალციუმი, მაგნიუმი, რკინა ჩელატურ ფორმებში და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული თანაფარდობა, რადგან ქოქოსის ბოჭკოს გარემოში საკვები ნივთიერებების მიმოცვლა სხვანაირად მიმდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მეტი შრომისა და ფულის გაღება , შედეგად კი უფრო მცირე მოსავალი მიიღოთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ გარდა კალიუმის და მაგნიუმის ზუსტი თანაფარდობისა, საჭიროა თავიდან აირიდოთ კალიუმით გადატვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისმა ტოქსიკურობამ შესაძლოა თქვენი მოსავალი მთლიანად გაანადგუროს, ან უკეთეს შემთხვევაში შეამციროს კვირტების გამომუშავება. 

თქვენ სწორად უნდა დააბალანსოთ ოთხივე საკვები ნივთიერება, ჩადოთ ინვესტიცია კალ-მაგ დანამატში , რომელიც სპეციალურად ქოქოსის ბოჭკოს გარემოსთვის არ არის შექმნილი, დაეყრდნოთ გენეტიკურ სასუქებს , რომლებიც არ შეიცავენ რკინას და ხშირ შემთხვევებში თქვენს მცენარეში შიმშილს იწვევენ  ან უბრალოდ შეგიძლიათ მაქსიმალურად მისცეთ ქოქოსის ბოჭკოს გარემოს თქვენი მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებების მინიჭების შესაძლებლობა.

pH Perfect Sensi Coco Grow A&B და Sensi Coco Bloom AB დახმარებით, თქვენი მარიხუანას მცენარე მიიღებს კალიუმის , მაგნიუმისა და რკინის ზუსტ თანაფარდობას, თავიდან აიცილებს საკვები ნივთიერებების დაბლოკვას, ისარგებლებს კალიუმის იდეალური რაოდენობით, ყოველგვარი ტოქსიკურობის გარეშე და მთელი ამ ციკლის განმავლობაში მას pH დონე ექნება ყველაზე სასურველ ადგილას, რასაც ჩვენი pH Perfect ტექნოლოგია უზრუნველყოფს.

მარტივად რომ ვთქვათ შექმნეს ქოქოსის ბოჭკოში ზრდისთვის საჭირო იდეალური ფორმულა. ასე, რომ მცენარეს შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მთავარ მიზანზე,ზრდაზე და უხვ, ხარისხიან მოსავლის გამოღებაზე კონცენტრირდეს. 

Sensi Coco Bloom AB როდესაც ამ ორ ნაწილიან საბაზისო მკვებავ სისტემას იყენებთ, თქვენ სარგებლობთ იმ ყველა უპირატესობით , რომელსაც ქოქოსის ბოჭკოს გარემო მცენარეს ანიჭებს. აძლევთ მას საშუალებას, რომ განავითაროს ფესვების სტრუქტურა, შეაკაოს ტენიანობა, უფრო გამძლე იყოს აბიოტიკური სტრესის მიმართ და რაც მთავარია, თქვენ არასდროს მოგიწევთ ფიქრი საკვები ნივთიერებების ჩაკეტვასა და თქვენი მოსავლის განადგურებაზე.

ასე რომ რაღას უცდით , შეიძინეთ pH Perfect Sensi Coco Grow და Sensi Coco Bloom AB დღესვე ჩვენს გროუშოფში

ზრდის ფაზა კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Sensi coco Grow Part A 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
pH Perfect® Sensi CoCo Grow Part B 1 მლ/ლ 2 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ      
ყვავილობის ფაზა კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
pH Perfect® Sensi CoCo Bloom Part A 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  
pH Perfect® Sensi CoCo Bloom Part B 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ 4 მლ/ლ  

კომენტარის დატოვება