ცხოვრების სტილი

მაიკ ტაისონი და მარიხუანას კურორტი

      რომელი მცენარე ამცირებს დაღლილობასა და სტრესს, აყუჩებს ტკივილს, პოტენციურად კურნავს ათობით დაავადებას და 3 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა სიკვდილიანობა? რათქმაუნდა მარიხუანა. რადგან მცენარე შეიცავს სამკურნალო თვისებებს, ყოფილი პროფესიონალი მოკრივე მაიკ ტაისონი აპირებს ააშენოს კურორტი 162 ჰექტარზე, რომელიც ორიენტირებულია კანაფის მოყვანაზე.

ჟურნალი GQ იუწყება, რომ ტაისონის რანჩო შევა Tyson Holistic Holding-ში, რომელიც აწარმოებს კანაბისს. კომპანია დაარსდა 2016 წელს და ყიდის მარიხუანის ჯიშებს, საკვებ პროდუქტებს და აქსესუარებს. დამსვენებელს კურორტზე მარიხუანას შეძენა არ შეეძლება, მაგრამ მათ შეეძლებათ კალიფორნიის ნებისმიერ ადგილზე მოწევა.

ტაისონის რანჩოზე გაიმართება: ფესტივალები, მდინარეზე ნავებით დაშვება (მდინარეზე დაშვების ხანგრძლივობა 1 სთ) და მდიდრული სასტუმრო.

     გარდა ამ ყველაფრისა, ტაისონი კურორტზე აპირებს გახსნას „Tyson University”, სადაც დამსვენებლებს ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები, თუ როგორ მოვიყვანოთ მაღალი ხარისხის მარიხუანა. იგი იმედოვნებს, რომ კურორტიდან ხალხი წაიღებს დიდი ცოდნასა და გამოცდილებას, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ბალახის გაზრდა. ტაისონი ასევე გეგმავს რანჩო გამოიყენოს კვლევის მიზნებისთვის, რომ უკეთესად შეისწავლონ მარიხუანას დადებითი მხარეები.

Cannabis Tech Today-ს ინტერვიუში ტაისონი ამბობს : „ მე ვფიქრობდი, თუ რამდენი კარგის გაკეთება შემეძლო ხალხისთვის და მინდოდა დავხმარებოდი მათ მარიხუანასთან ურთიერთობაში“. მალე ეს იდეა იქცა რეალობათ.

     მოწინააღმდეგეებთან კამათისას ტაისონმა განაცხადა : „ ძალიან ბევრს გაქვთ მცდარი შეხედულება ამ მცენარეზე, იგი ნაკლებად საზიანოა, ვიდრე სიგარეტი, ყავა და ალკოჰოლი. როცა მოვიხმარ მარიხუანას თავს ვგრძნობ მშვიდად და ბედნიერად.

Related Posts

Leave a Reply