ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ დაგისვამთ. წითელი თვალები მოწეულ ადამიანს ყოველთვის ააშკარავებს.
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მარიხუანას ყოველდღიური მომხმარებელი ხართ და ქცევებზე აღარაფერი გეტყობათ, ჩასისხლიანებული თვალები მაინც გაგყიდით. რასაკვირველია მცენარე ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგს მეტად უწითლდება თვალები, ზოგს ნაკლებად.
რა იწვევს თვალების ჩაწითლებას მარიხუანას მოხმარებისას?
მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა შეიცავს ბევრ ცნობილ კანაბინოიდებს, წითელ თვალებში დამნაშავე მხოლოდ THC-ა. ის ერთ-ერთ გვერდით ეფექტს წარმოადგენს და პირის სიმშრალესთან ერთად სისხლის წნევის დაგდებასაც იწვევს. თუ როდისმე მოწევის შემდეგ თავბრუსხვევა გიგრძვნიათ, ეს იმას ნიშნავს, თუ რა სწრაფად მოქმედებს THC სისხლის წნევაზე.
სწორედ ამის გამო წითლდება თვალი. წნევის დავარდნის შემთხვევაში, თვალში გამავალი სისხლძარღვები ფართოვდება, რათა თვალს მიეწოდოს საჭირო რაოდენობით სისხლი. გაფართოვებული სისხლძრღვების წყალობით თვალს მიეწოდება დიდი რაოდენობით სისხლი, რაც იწვევს თვალის სიწითლეს. იშვიათ შემთხვევაში თვალის სიწითლე შესაძლოა მოწევისას კვამლზე ალერგიამაც გამოიწვიოს.
როგორ ავიცილოთ თვალების სიწითლე?
თვალის წვეთები შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ აფთიაქში, ეს ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა წითელი თვალების თავიდან ასაცილებლად. ის ბოლომდე ვერ უშველის წითელ თვალებს, რადგან გაფართოვებულ სისხლძარღვებს არ ავიწროვებს, მაგრამ თვალის სიმშრალესა და სიწითლეს მოგაცილებთ.