ცხოვრების სტილი

სექსამდე მარიხუანის მოხმარება იწვევს უფრო დამაკმაყოფილებელ ორგაზმს

სექსამდე მარიხუანის მოხმარება იწვევს უფრო დამაკმაყოფილებელ ორგაზმს

გსურთ გაზარდოთ საწოლში თქვენი სიამოვნების ხარისხი? ცოტაოდენი კანაფი შესაძლებელია დაგეხმაროთ ამაში კვლევის თანახმად რომელიც ჟურნალმა Sexual Medicine-მა ჩაატარა.

იმის და მიუხედავად რომ მეცნიერების მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი ფაქტები საკმაოდ მცირეა, შეგიძლიათ იპოვოთ ამ აზრის გამამყარებელი მრავალი სტატია ინტერნეტში. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი რამაც გადააწყვეტინათ მკვლევარებს ჩაეტარებინათ ყველაზე დიდი კვლევა ამ საკითხზე .

ავტორებმა იმუშავეს 373 მონაწილესთან, რომელთაც ჰქონდათ შეხება OB/GYN( ქალთა ანატომიის შემსწავლელ) ექიმთან 2016 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე. მათ დაუსვეს კითხვები თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ზოგადად და ასევე ზოგ კონკრეტულ დეტალზეც. ასევე დაუსვეს კითხვები იყვნენ თუ არა კანაფის მომხმარებლები და ყურადღება გაამახვილეს მის მოხმარებაზე უშუალოდ სექსის წინ.

გამოკითულთაგან 176 ქალმა დაადასტურა რომ მოიხმარდნენ კანაფს.

მათ შორის ვინც დაადასტურა მარიხუანას მოხმარება სექსის წინ , 68 %-მა  განაცხადა რომ ზოგადად სექსისგან მიღებული სიამოვნება უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, 60 %მა აღნიშნა ლტოლვისა და ვნების ზრდაც, 52% მა კი ხაზი გაუსვა უფრო დამაკმაყოფილებელ ორგაზმს

კვლევის ავტორმა დაწერა

კვლევებმა დაასკვნეს, რომ ქალებმა ვინც თქვეს, რომ საწოლის აქტივობების წინ მარიხუანა გამოიყენეს 2.13 ჯერ მეტი შანსი იყო დამაკმაყოფილებელი ორგაზმი დაეფიქსირებინათ, ვიდრე მათ ვინც განაცხადეს რომ არ იყვნენ სექსის დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

ჯერ გაურკვეველია თუ რატომ აუმჯობესებს კანაფის მოხმარება სექსუალურ გამოცდილებას ქალებში. თეორიულად მეცნიერები მიიჩნევენ რომ ეს არის განპირობებული მარიხუანას მიერი ნერვიულობის და სტრესის მოხსნით. ამას შეუძლია ვინმეს თავდაჯერებულობის გაზრდა და ასევე უბიძგოს მეტი ექსპერიმენტებისკენ საწოლში. ასევე შეიძლება ქონდეს კავშირი იმასთან თუ როგორ რეაგირებენ კანაფინოიდების მიმღები რეცეფტორები კანაფზე, რომლებიც ტვინის იმ ნაწილში მდებარეობს რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების რეგულირებაზე, რომლებიც თავისებურ როლს თამაშობენ სექსის დროს. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება თუ რომელი ჯიშის კანაფს მოიხმართ.

ეს კვლევა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებებს რომ მარიხუანა პოზიტიურად მოქმედებს ქალთა სექსუალურ ცხოვრებაზე და შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გავლენა იქონიოს მათზე. იქიდან გამომდინარე რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებად ემხრობიან კანაფის ლეგალიზაციას, ეს კვლევა და მოსაზრება ცდილობს დაანახოს მათ რომ კანაფის მოხმარებას შეუძლია სარგებელი მოუტანოს, თუ ეს გააზრებულად და სწორი გზით მოხდება

Related Posts