პოლიტიკა

სტიქაროსანი მარიხუანასთვის დააკავეს

marixuana-bud

ის რაც ხუმრობით დაიწყო, ორი ესპანელი ბიჭის სტიქაროსნობიდან გაძევებით დასრულდა. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც Santiago de Compostela-ს საკათედრო ტაძარში, საკმეველში მარიხუანა ჩადეს.
ტაძარში საკმეველი უფლის ნათლისღების აღსანიშნავად გამოიყენება. რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა რომ ამ შემთხვევისას წმინდა უბანი მოულოდნელად დაიფარა უცნაური სუნით.

„ისეთი სუნი არ იყო როგორიც ყოველთვის, ნაცნობი სუნი იყო, მაგრამ ტაძართან კავშირი არ ქონდა. აი, ჩემი შვილის საძინებელში ზოგჯერ ასეთი სუნი იყო ხოლმე.“

ღამით, მასის დაშლის შემდეგ, ეს სტიქაროსანი ბიჭები პოლიციამ დააკავა. მას შემდეგ რაც დაადასტურეს, რომ უცნაური სუნი შეესაბამება მარიხუანას სუნს. ბიჭებმა თქვეს: “ეს ხუმრობა იყო. იდეა მოვიდა  საშობაო დღესასწაულების დროს. ჩვენ ვიყიდეთ ნახევარი კილო მარიხუანა და საკმეველში ჩავდეთ. დარწმუნებულები ვართ რომ ხალხმა დატოვა ტაძარი უფრო ბედნიერმა, ვიდრე ოდესმე“.

საბოლოოდ, ისინი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს , მაგრამ სტიქაროსნობას ჩამოაშორეს.

კომენტარის დატოვება