კანაფი ინფორმაცია, პროდუქტები, ჯანმრთელობა

კანაფის კოსმეტიკა

CBD

კანის მოვლა და სიბიდი ერთმანეთთან უშუალო კავშირშია.

უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ CBD-ს დამატება ყველაფერში შეგიძლია. კანაბიდიოლის შემოკლებული დასახელება, CBD არის არატოქსიკური კომპონენტი კანაფის მცენარეში. იმის მიუხედავად რომ მთელ მსოფლიოს დღეს-დღეობით CBD-ზე აქვს ყურადღება გამახვილებული, ზოგიერთი სიბიდი-ს პროდუქტის დანიშნულება ზოგიერთისათვის დღემდე გაუგებარია.

CBD-ს ჰამბურგერი? არამგონია. სიბიდის საცხები? რა თქმა უნდა!

მაგრამ რა არის CBD საცხები? არის თუ არა ეს პროდუქტი ეფექტური? კანაფის მაღაზიაში შემდეგ ვიზიტამდე გირჩევთ რამოდენიმე რამ წაიკითხოთ ამ პროდუქტებზე სანამ მათ მოიხმართ.

რა არის სიბიდი CBD კოსმეტიკა?

cbd-kosmetika

CBD კოსმეტიკა

თუ არსებობს ყველაზე განხილვადი კანის მოვლის პროდუქტი ეს რა თქმა უნდა CBD-ს კოსმეტიკაა. CBD-ზე ხელი მიგვიწვდება სხვადასხვა ფორმით. რა თქმა უნდა უმეტესობა მომხმარებლების მას გამოიყენებს როგორც დიეტურ კომპონენტს, თუმცა მისი გამოყენება უფრო ფართოდ ხდება, მაგალითად საცხები, ბალზამებში, სამკურნალო მალამოებში, კოსმეტიკურ პროდუქტებში და უამრავ სხვა პროდუქტში რომელიც კანისთვის გამოიყენება.

CBD-ს მსგავსი პროდუქტები ამ სფეროსთვის ძირითადად არის ლოსიონები, მალამოები და სხვა კოსმეტიკური პროდუქტები რომლებიც გარეგნულად გამოიყენება და არა შესუნთქვის ან სხვა გზებით. CBD (კანაფის) კოსმეტიკის ფართო არჩევანი კი ჩვენს გროუ შოფში დაგხვდებათ. 

რისთვის გამოიყენება სიბიდი?

ზოგადად CBD საცხები არ არის ახალი თემა. კანაფის მცენარე ამ გზით გამოიყენებოდა ასწლეულების მანძილზე. სხვათაშორის კანაფის ეს დანიშნულება ამ მცენარის გამოყენების უძველესი მიზეზია. ძველ დროში კანაფი და სხვა სამედიცინო მცენარეები გამოიყენებოდა ზეთებში გაზავებით და მალამოებში დამატებით.

სანამ ფარმაცევტული თანამედროვე მეცნიერება განვითარდებოდა, მსგავსი ზედაპირული გამოყენების პროდუქტების დანიშნულება იყო ჭრილობების მკურნალობა, ტკივილის შემცირება, ანთების ჩაცხრობა და პატარა ფიზიკური დაზიანებების მკურნალობა.

დღეს დღეობით, ამ მიზეზებისთვის კვლავ იყენებს CBD-ის საცხებად წოდებულ ზედაპირული მოხმარების პროდუქტებს. თუმცა დღესდღეობით უფრო გავრცელებულია CBD-ის საცხებისა და ლოსიონების გამოყენება კუნთის გამოშრობისას და ზოგადი ტკივილების დროს. ბევრი ათლეტი და ფიტნეს გურუ იყენებს CBD-ის საცხებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენის პროცესში ან უბრალოდ გადატვირთული დღის მერე დაძაბულობის მოსახსნელად.

ასევე, CBD-ის საცხები ხშირად გამოიყენება პერსონალური მასაჟისთვის. CBD-ის Roll-On-ები როგორებსაც კომპანია Ignite გვთავაზობს. გამოიყენება როგორც მასაჟისთვის ასევე ზედაპირული აღდგენისთვის.

სიბიდი – როგორ მუშაობს ის?

cbd-oil

სიბიდი ზეთი

მოწევისას ან საკვებით მიღებისას, CBD-ს შეუძლია გამოიწვიოს ხასიათის შემცვლელი ეფექტები. საცხები კი არ იწვევებ მსგავს ეფექტებს. რაც იმით აიხსნება რომ სიბიდის კოსმეტიკა შეიწოვება კანში, მაგრამ არ ხვდება სისხლში.

იმის მიუხედავად რომ კანაფის შემცველი ზედაპირული გამოყენების პროდუქტების შესახებ ამჟამად მიმდინარეობს კვლევა აქამდე არსებული ყველა ცნობა გვიმყარებს იმ მოსაზრებას, რომ CBD არამარტო ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში, არამედ შეუძლია ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტიც მოგვცეს. თუმცა მეტი კვლევაა საჭირო იმისთვის რომ დაზუსტებით ვამტკიცოთ ეს მოსაზრება.

CBD საცხები გვაძლევს საუკეთესო შედეგებს მასთან შეთავსებად მცენარეებთან შეზავების შემდეგ. მაგალითად: ზოგიერთი კონკრეტული არომამოლეკულა შესაძლოა დაეხმაროს CBD-ის უკეთესად შეწოვასა და სასურველი ეფექტის გამოწვევაში. თუმცა “შესაძლოა” აქ მთავარი სიტყვაა. ასევე CBD-ის საცხებს აზავებენ სხვა ბევრ მცენარესთან რომლებსაც გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები.

ორივე CBD-სა და არნიკას ექსტრაქტებს ძირითადად აქვთ ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რომ ამ ექსტრაქტებმა არამარტო შეამცირეს ტკივილები არამედ ხელი შეუწყეს ანთებითი პროცესების ჩახშობას. თუმცა მთავარი ინგრედიენტი ამ საცხი არის მენთოლის კრისტალი. მენთოლი არის პიტნის შემადგენელი ნატურალური კომპონენტი და არის ძირითადი ინგრედიენტი კუნთების მაზისა ან სამკურნალო მალამოებისთვის.

CBD-სა და არნიკასგან განსხავებით მენთოლი უთუოდ წარმატებული ტკივილგამაყუჩებელია. ასევე ჩვენ მენთოლის მადლობელი უნდა ვიყოთ იმ დამაწყნარებელი შეგრძნებისთვის, რომელსაც ბევრი ზედაპირული მოხმარების საცხი გვაძლევს. როცა ამ პროდუქტს CBD-ისა და ანრიკასთან აზავებენ, ვიღებთ სამმაგი ეფექტის მქონე ნატურალურ დამამშვიდებელს და გამაყუჩებელს.

რამდენხნიანია სიბიდის საცხების ეფექტი?

მოხმარებიდან CBD-ის საცხებს აქტიური ეფექტი ახასიათებთ 3 საათის განმავლობაში. თუმცა დროის ეს მოცემული მონაკვეთი ცვალებადია. ბევრი CBD-ის საცხი შეიცავს დამატებით ექსტაქტულ ზეთებს, ზოგიერთ მადგანს კი შეუძლია საკუთარი ეფექტი გვაგრძნობინოს. აქედან გამომდინარე ზოგიერთ საცხს შეუძლია ბევრად ხანგრძლივი ეფექტი ქონდეს.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის CBD-ს შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ბლოგს

კომენტარის დატოვება