სახელმძღვანელოები

კანაფის დაავადებები

kanafis-daavadebebi

კანაფის დაავადებების იდენტიფიკაცია და კონტროლი

  • ზოგადი
  • წყალმცენარეები
  • ნაცრისფერი ობი, კვირტის ლპობა ან ბოტრიტი
  • ფოთლის სეპტორია ან ფოთლის ყვითელი ლაქა
  • ჭრაქი
  • ფუსარიუმი
  • ვერტიცილიუმის ჭკნობა
  • ფესვების ლპობა
  • დემპინგი

კანაფის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, რომლებსაც მისი მოყვანის დროს შეიძლება წააწყდეთ. ისინი ორ კატეგორიად იყოფა. სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებად. სოკოვანი დაავადებები, როგორც წესი, ზედმეტად ტენიან და ნესტიან ირობებში ჩნდება. სოკოს სპორები ჰაერში ტივტივებს და გავრცელებისთვის ადგილს ეძებს, ეს ადგილი კი ხშირად შეიძლება თქვენი კანაფის მცენარე აღმოჩნდეს.

ბაქტერიული ინფექციები ხშირად უფრო ძლიერი ხასიათის შეტევებით ხასიათდება. ისინი სხვადასხვა რამის შედეგად შეიძლება გაჩნდნენ, მათ შორის მათ გადამტანები არიან ადამიანები, კანაფის მწერები და წვიმაც კი. ბაქტერია მარტივად ვერ აინფიცირებს ჯანმრთელ მარიხუანას მცენარეს, მაგრამ თუკი ღია წერტილს ან სუსტ ორგანიზმს იპოვიან, მათ ძალიან სწრაფად ედებიან. მნიშვნელოვანია, რომ მარიხუანაში სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების განსხვავება შევძლოთ, რათა შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა გვქონდეს. დაავადებების წინააღმდეგ როგორც წესი, საუკეთესო დაცვა მათ პრევენციაა, ამიტომ სოკოსა და ბაქტერიისთვის არასასურველი პირობების შექმნა მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

წყალმცენარე

kanafis-daavadebebi-wyalmcenare

კანაფის დაავადებები – წყალმცენარე

წყალმცენარეები ჰიდროპონიკური სისტემის ძირითადი პრობლემაა. წყალმცენარეებისგან საუკეთესო დაცვის საშუალება წინასწარი სიფრთხილის ზომების მიღებაა. იმის გამო, რომ წყალმცენარეები საჭიროებენ სინათლეს და ტენიანობას, ძნელია ჰიდროპონიკურ სისტემაში პირობები არამიმზიდველი გახადო. საუკეთესო გზა მარიხუანასთვის განკუთვნილ გასაზრდელ ოთახში მუქი და გამჭვირვალე მასალის გამოყენებაა. თუ თქვენი მცენარე უკვე მოიცვა წყალმცენარეებმა შეგიძლიათ რეზერვუარი გაწმინდოთ, ეს ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობას მოგცემთ.

მარიხუანაც ერთსა და იმავე პირობებში ხარობენ, თუმცა ჩვენ ხომ არ გვინდა მარიხუანასთვის გამოყოფილი ადგილი წყალმცენარეებმა დაიკავონ. წყალმცენარეები მცენარის ფესვებზე მაგრდებიან, რაც მარიხუანას საკვებ ნივთიერებებისგან ცლის.

ნაცრისფერი ობი, კვირტის ლპობა ან ბოტრიტი

kanafis-daavadebebi-obi

ნაცრისფერი ობი, კვირტის ლპობა ან ბოტრიტი


ნაცრისფერი ობი ალბათ ის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო პრობლემაა, რომელსაც კანაფის გროვერები ხშირად აწყდებიან. ის აზიანებს მცენარის პრაქტიკულად ყველა ნაწილს, ღეროდან კვირტები ჩათვლით. ძალიან მნიშვნელოვანია იზრუნოთ იმაზე, რომ გარემოში ნაცრისფერი ობი ვერ მოხვდეს.

დაავადება ყველაზე ხშირად თავს გრილ და ზომიერ გარემოში იჩენს, სადაც გარკვეული სახის ტენიანობაც არსებობს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ოთახის ტემპერატურა როგორც მინიმუმ 21 გრადუსამდე და ტენიანობა არ დაკარგოთ.

ასევე შეგიძლიათ მარიხუანას მოსაყვან ოთახში შესვლის წინ გამოიცვალოთ ტანსაცმელი. სპორები ხანდახან ტანსაცმელს ეკვრის, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილზე თავისუფლდება. თუმცა არსებობს რამდენიმე სპრეი და საპონი, რომელთა გამოყენებაც უკვე ინფიცირებული მცენარის შემთხვევაშიც შეგიძლიათ.

ფოთლის სეპტორია – ყვითელი ლაქები

kanafis-daavadebebi-yviteli-fotoli

კანაფის დაავადებები – ფოთლის ყვითელი ლაქები


ფოთლის ყვითელი ლაქები ალბათ როგორც უკვე მიხვდით კანაფის ფოთლებზე ყვითელ ლაქებს აჩენს. ეს სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ძირითადად მარიხუანას გარეთ მოყვანის შემთხვევაში იჩენს ხოლმე თავს.

ლაქები ჯერ ქვედა ფოთლებზე ჩნდება და შემდგომ იწევს ნელ-ნელა მაღლა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მთელი ფოთოლი გაყვითლდეს და შემდგომ უკვე დაშლა დაიწყოს. ძირითად შემთხვევაში ზიანდება მხოლოდ ფოთლები და კვირტები უვნებელი რჩება.

მიუხედავად ამისა, ფოთლის ყვითელ ლაქებს მოსავლიანობის შემცირება შეუძლია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემა თავიდან ავირიდოთ. მისი პრევენცია შეგვიძლია სტერილური პრაქტიკის გამოყენებით.

მაგალითად მიწა ყოველთვის საფუძვლიანად უნდა დაამუშაოთ. შეგიძლიათ კომპოსტში ფუნგიციდი გამოიყენოთ, ეს კი სოკოვან დაავადებებს გარკვეულ წილად აგარიდებთ თავიდან. ასევე ამ დაავადებას შეგიძლიათ საკვები სოდის დახმარებით ებრძოლოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ grow shop tbilisi

ჭრაქი

kanafis-daavadebebi-chraqi

ჭრაქი

ჭრაქი კიდევ ერთ დაავადებაა, რომელიც თქვენი მარიხუანას ბაღს დროდადრო უტევს. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც შიდა, ასევე გარე ბაღზე. სპორები ქარის მეშვეობით ვრცელდება. ეს დაავადება მზაკვარია. ის ელოდება იდეალური პირობების შექმნას „ფესვის გასადგმელად“ ჭრაქი იმ პირობებში ვლინდება, სადაც ტენიანობა 55% ზე მეტია და ტემპერატურაც ზოგადად თბილია.

ჭრაქი ასევე ვრცელდება იმ მცენარეებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განლაგებული. თუ გროვინგისთვის განკუთვნილ ოთახში მცენარეები მჭიდროდ გაქვთ განლაგებული, ერთმა დაინფიცირებულმა მცენარემ შეიძლება მთელს ოთახს შეუქმნას საფრთხე. ჭრაქი როგორც წესი, თეთრი ფერისაა, ის ხელს უშლის ფოთლების ფოტოსინთეზს. თუ თქვენს მცენარეებს აქვთ ჭრაქი, არსებობს რამდენიმე სპრეი (მათ შორის ვაშლის სიდრის ძმარი და რძის სპრეი) რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ

ფუსარიუმი

kanafis-daavadebebi-fusariumi

მარიხუანას დაავადებები – ფუსარიუმი


ფუსარიუმი არის სოკო, რომელიც ნიადაგში ცხოვრობს და მარიხუანას ფესვთა სისტემაზე მოქმედებს. ცხადია ჰიდროპონიკური სისტემები ფუსარიუმის გავრცელებაში დამნაშავე არ არის, რადგან სოკოს სჭირდება ნიადაგი იმისათვის, რომ გადარჩეს. ის ყველაზე ხშირად იწვევს მცენარის დაჭკნობას და დალპობას. ამ პრობლემებიდან ორივეს შეუძლია თქვენი მარიხუანას განადგურება. ფუსარიუმს წლების განმავლობაში შეუძლია ნიადაგში არააქტიურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და უკვე მცენარის დარგვის დროს გააქტიურდეს.

ფუსარიუმის აღმოჩენის შემთხვევაში ,მისგან განსაკურნებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებთ. ზოგადად მისი აღმოჩენაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან მისი დანახვა რთულია. არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც ფუსარიუმის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ, მაგალითად კონტეინერებში, საკუთარი მიწის გამოყენება, თუმცა თუ მარიხუანას ბუნებაში ზრდით, ნიადაგში ფუსარიუმის არსებობის შანსი ყოველთვის იარსებებს.

ვერტიცილიუმის ჭკნობა

kanafis-stresi-verticiliumis-chknoba

ვერტიცილიუმის ჭკნობა


ვერტიცილიუმის ჭკნობა ძალიან ჰგავს ფუსარიუმის ჭკნობას, თუმცა ვერტიცილიუმის ჭკნობის პირველი ნიშანი ქვედა ფოთლების გაყვითლება და მათი ცვენაა. ის მიწაში ვრცელდება, ამიტომ მათი აღმოჩენა ძალიან რთულია. სჯობს თავიდანვე სწორად შეარჩიოთ ნიადაგი და კომპოსტი, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან აირიდოთ.

შეეცადეთ დარწმუნდეთ, რომ მიწა კარგად იჟღინთება, რათა მაქსიმალურად აირიდოთ ვერტიცილიუმი თავიდან. იმის გამო, რომ ვერტიცილიუმის ჭკნობის განკურნება არ არსებობს, ძალიან მნიშნელოვანია კულტივირების სწორი პრაქტიკის გამოყენება, მაგალითად მოსავლის როტაცია.

ფესვის ლპობა

kanafis-daavadebebi-fesvis-lpoba

მარიხუანას დაავადებები – ფესვის ლპობა

ფესვის ლპობა (ან როგორც მეცნიერულად ცნობილია პითიუმი) არის სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს მარიხუანას მცენარის ფესვებს. ის შესაძლოა გავრცელდეს როგორც ნიადაგში, ასევე ჰიდროპონიკურ სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არავინ არის დაცული მისგან. პითიუმის პირველი ნიშანი ფოთლების ფერის ცვლილებაა. ისინი ყავისფერ და წითელ შეფერილობებს იღებენ, შემდგომ კი ჭკნებიან, თუმცა იმისათვის, რომ პითიუმის არსებობაში ნამდვილად დარწმუნდეთ, მცენარის ფესვები უნდა შეამოწმოთ.

პითიუმით დაავადებული მცენარის ფესვები გაუფერულებას იწყებს, საბოლოოდ ფესვების გარე ფენა დაჭკნება და შიდა ბირთვი დასუსტდება. პითიუმის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეინარჩუნოთ ჰიდროპონიკური სისტემის სისუფთავე და ნიადაგი სათანადო დრენაჟით უზრუნველყოთ.

დემპინგი

kanafis-daavadebebi-fesvi-gadatyda

მარიხუანას ნერგის დავარდნა

დემპინგი ისეთი დაავადებების სიმპტომია, როგორიცაა მაგალითად პითიუმი . ის ყველაზე ხშირად მარიხუანას ნერგებში იჩენს თავს. ნერგები იწყებენ ჭკნობას და შეიძლება იფიქროთ, რომ მცენარეს ზედმეტად რწყავთ, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა ფესვებშია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სანამ მარიხუანას მცენარე კვდომას დაიწყებს ნერგშიც შეამჩნევთ პრობლემას.

სათანადო პრევენციული ზომების მიღება სოკოვანი დაავადების მიმართ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უმეტეს შემთხვევაში ჩითილები გამოჯანმრთელებას ვეღარ შეძლებენ, ამიტომ დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ნიადაგი სწორად გაქვთ შერჩეული და ისე გაქვთ დარგული, რომ მიწისქვეშა ჰაერის ნაკადს შეფერხებები არ აქვს. ეს სპორების პრევენციის საუკეთესო მეთოდია და ასევე იმის გარანტიაც, რომ თქვენი მარიხუანა სრულყოფილ ფაზამდე მიღწევას შეძლებს.

 

წყარო: რობერტ ბერგმანი

 

კომენტარის დატოვება