Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

Bud Ignitor – განხილვა

bud-ignitor

Bud Ignitor

დაიწყეთ თქვენი ყვავილობის  ფაზა სუფთა საკვებით, რომელიც უზრუნველყოფს დიდ, ლამაზ და ძლიერ ყვავილებს.

Bud Ignitor არის იდეალური გამაძლიერებელი, რომლის გამოყენებაც ყვავილობის ფაზის დასაწყისში შეგიძლიათ. ფოსფორი ყვავილს ენერგიის გადაცემასა და მომწიფებაში ეხმარება. გამოიყენეთ Bud Ignitor, რომ თქვენს მცენარეებს ყვავილობის უკეთესი დასაწყისი და უხვი მოსავალი ჰქონდეს.

Bud Ignitor – მცენარეთა მეცნიერებმა ნორვეგიის ზღვის სუფთა საკვები ნივთიერებებით მდიდარ წყლებში , კვირტების გამაძლიერებელი ალქიმია აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, ახალბედა ხართ, თუ გამოცდილი ვეტერანი, შეუძლებელია კმაყოფილების მომენტი არ დაგეუფლოთ, როდესაც კვირტებით დამძიმებულ ღეროს დახედავთ. თუმცა არსებობს საფრთხე, რომელსაც ბევრი მწარმოებელი უკვე მრავალი წელია ებრძვის.

თუ აყვავების ფაზას საკმარისად ადრე არ დაიწყებთ, მაშინ თქვენი მოსავალი ვერასდროს მიაღწევს ყვავილობის სასურველ პიკს. ეს 3 ნაბიჯი დაგეხმარებათ უხვი აყვავების ფაზის დაწყებაში. არსებობს რამდენიმე მეთოდი , წარმატებული ყვავილობის ეტაპის მოსამზადებლად:

  •  გაააქტიურეთ თქვენი მოსავლის გენეტიკური საათი 12-საათიანი სინათლის ციკლზე გადასვლით.
  • გამოიყენეთ ორ ნაწილიანი აყვავების ფაზის საკვები დანამატები.
  •  დაეხმარეთ თქვენს ფესვთა ზონას მიკრობული დანამატებით.

მართალია ეს ნაბიჯები კვირტის მოსავლიანობას ეხმარება, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მეთოდიც, საიდუმლო კვება აყვავების ფაზის სუპერდამუხტვისთვის. ჩვენ ადრევე ვიცოდით, რომ უნდა არსებულიყო გამოსავალი კვირტების განვითარების სტიმულირებისთვის. ასე რომ, ჩვენმა მეცნიერებმა ჩაატარეს ტესტი.

ავიღეთ 10000 მცენარე საერთო ჯიშებიდან და ვაკონტროლებდით ყველა მათგანის ცვალებადობას. ვაკონტროლებდით ყველაფერს, გარდა საკვებისა. დიახ .ერთი გადამწყვეტი განსხვავება… მცენარეების ნახევარს საკვებში კელპს ვურევდით. შედეგი? მცენარეები, რომლებმაც მიიღეს კელპი, უფრო მეტად აყვავილდნენ, ვიდრე ის მცენარეები რომლებიც მას არ იღებდნენ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი აღმოჩენა ეხმარება ათასობით მწარმოებელს ადრეული ყვავილობის ხელშეწყობაში.

ყველა კელპი არ არის შექმნილი თანაბრად. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება დამოუკიდებლად მოიპოვოთ იგი, ამით დიდი ალბათობით თქვენს მცენარეებს ვერაფერს მოუტანთ. სინამდვილეში, ზოგიერთი კელპი შეიცავს შხამიან ტოქსინებს, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს მოსავალს.

კელპის მიღება და დამუშავება მის ბიო აქტიურობას განსაზღვრავს. ჩვენი მიზანია მივიღოთ ყველაზე ეგზოტიკური და პრემიუმ ინგრედიენტები თქვენი მცენარეებისთვის.

ზუსტად ის, რაც აღმოვაჩინეთ ნორვეგიის ზღვის ცივი, ხელუხლებელი წყლებიდან მოპოვებულ კელპში. სხვათა შორის, ცივი წყალი მეტ ჟანგბადს შეიცავს, რაც ეხმარება კელპს, ის კი ყვავილობის ფაზას უფრო ნაყოფიერს ხდის. თუმცა მხოლოდ  კელპი ვერ გააღვივებს თქვენი მოსავლის სრულ პოტენციალს.

რატომ? იმიტომ, რომ კანაფს ასევე სჭირდება ფოსფორისა და კალიუმის ოპტიმიზებული თანაფარდობა, რათა ხელი შეუწყოს ყვავილების წარმოებას მომდევნო კვირებში. თუ თქვენ მცენარეს პირველ ორ კვირაში სწორად ვერ გამოკვებავთ , ისინი  განიცდიან ყვავილებსთვის საჭირო საკვები ნივთიერებების  დეფიციტს, რაც ამცირებს მოსავლის ზომას, არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ მოგვიანებით სიტუაციის გამოსასწორებლად.

დაეხმარეთ თქვენს მცენარეებს მიიღონ ფოსფორი და კალიუმი   მაქსიმალური მოსავლის მიღებისთვის. მათ იციან, რომ დასჭირდებათ ძირითადი საკვები ნივთიერებები ენერგიული ყვავილობის ფაზისთვის, ამიტომ ისინი დამატებით რეზერვებს ყვავილოვან სტრუქტურებსა და ქსოვილებში ინახავენ. როდესაც ამ რეზერვებს ოპტიმალურ პირობებს შეუქმნით, ამით მცენარეს ძლიერი და ხშირი კვირტების განვითარებაში დაეხმარებით. სინამდვილეში, ეს ერთი მარტივი შესწორება შეიძლება იყოს ის ნაწილი, რომელიც უხვი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგრჩეთ დაუსრულებელი და განუვითარებელი მოსავალი მხოლოდ  იმიტომ, რომ თქვენს ყვავილს არ მიაწოდეთ კვირტების გამაძლიერებელი.

ჩვენმა მეცნიერთა ჯგუფმა 3 ძლიერი ინგრედიენტი ერთ კვირტის გამაძლიერებელ დანამატში გააერთიანა. ადვილად გამოსაყენებელი სასუქი, რომელიც ხელს უწყობს ყვავილობის ადრეულ ფაზაში მცენარის განვითარებას .

მას ჰქვია Bud Ignitor® და მისი მთავარი ფუნქციაა დაგეხმაროთ კვირტების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდაში.  ათასობით ქსოვილის ნიმუშის მკაცრი ტესტირების შემდეგ, ჩვენ შევქმენით Bud Ignitor – advanced nutrients ფოსფორისა და კალიუმის ოპტიმალური თანაფარდობითა და ნორვეგიის ზღვის ხარისხიანი კელპით.

დაეხმარეთ მცენარეს ადრეულ პერიოდშივე შექმნას უფრო დიდი კვირტები. როდესაც Bug Ignitor-ს მცენარის კვების რაციონში დაამატებთ,  მცენარის კვირტები უფრო სწრაფად და ხარისხიანად გაიზრდებიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ.. როგორი სასიამოვნოა , როდესაც თქვენი მცენარე ხშირ და გიგანტურ კვირტებს ისხამს.

ამ ყველაფერში ყვავილობის ფაზის დანამატი დაგეხმარებათ. უფრო მეტიც , კვირტების ადრეული ფორმირებით , თქვენ მიიღებთ წელიწადში ერთ დამატებით მოსავლის ციკლს , ასე რომ რაღას უცდით , შეიძინეთ Bud Ignitor დღესვე , უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიაში

  კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7
 
Bud Ignitor 2 მლ/ლ 2 მლ/ლ          

კომენტარის დატოვება