ცხადია, კანაფის თესლების მოპოვება მხოლოდ პირველი ეტაპია იმ გრძელ პროცესში, რომელიც ბოლომდე უნდა მიიყვანოთ იმისათვის, რომ მოსავალი მიიღოთ, თუმცა სანამ რამეს დაიწყებთ, უნდა გადაწყვიტოთ სად აპირებთ მის გაზრდას, ოთახში თუ გარე პერიმეტრზე. მარიხუანას მოყვანა სხვა მცენარეების მოყვანისგან ნაწილობრივ განსხვავდება. გროვერებმა უნდა გაითვალისწინონ ის სივრცე, რომელშიც მუშაობა მოუწევთ.
მაგალითად რამდენად აქვთ სახლში მის მოსაყვანად საჭირო ადგილი. რამდენი მცენარის გაზრდას აპირებენ, მზად არიან თუ არა არაპროგნოზირებადი შედეგებისთვის? თუ მარიხუანა გარეთ მოჰყავთ, აქვთ თუ არა ფარული ადგილი. როგორი ამინდია მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე, როგორია ნიადაგი. ამ ელექტრონულ წიგნში განვიხილავთ მარიხუანას გაზრდას როგორც ოთახის პირობებში, ასევე გარე ტერიტორიაზე.
მარიხუანას ოთახის პირობებში გაზრდა
ბევრი ადამიანისთვის მარიხუანას ოთახში მოყვანა ერთადერთი ვარიანტია. საბედნიეროდ კანაფი შედარებით ადაპტაციის უნარის მქონე მცენარეა და მას მრავალი ჯიში აქვს, რომლის გაშენებაც შეგვიძლია როგორც ოთახში, ასევე ღია ცის ქვეშ. მიუხედავად ამისა, უნდა შეამოწმოთ მცენარის სახეობა გათვლილია თუ არა ოთახის პირობებზე. ზოგჯერ სელექციონერებს გამოჰყავთ ისეთი ჯიშები, რომლებიც სრულ პოტენციალს მხოლოდ ღია ცის ქვეშ ამჟღავნებენ.
ნამდვილად არასწორი ნაბიჯი იქნება გარე პერიმეტრისათვის განკუთვნილი მარიხუანა ოთახში რომ დათესოთ. თუ თქვენს მცენარეებს სწორად ზრდით, საკმაოდ დიდი მოსავლის მიღების შესაძლებლობაც გეძლევათ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ტემპერატურა, ჰარის ცირკულაცია, ტენიანობა, და მცენარის გამოკვება. როდესაც მცენარე ოთახის პირობებში მოგყავთ ამ ყველაფრის გაკონტროლება მარტივია, რადგან არც მოულოდნელ ამინდის ცვლილების გეშინიათ და არც მეზობლის კატის.
ერთი-ერთი საუკეთესო სახეობა, რომლებიც ოთახის პირობებში იზრდება
მარიხუანას მოყვანაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს