Sensi Cal Mag Xtra
დაუმატეთ თქვენს მცენარეებს საჭირო რაოდენობის კალციუმი, მაგნიუმი და რკინა იმ შემთხვევისთვის, თუ Advanced Nutrient-ის საბაზო საკვები პროგრამით არ სარგებლობთ.
მცენარეებს, ისევე როგორც სიცოცხლის ყველა ფორმას და მათ შორის ადამიანებსაც, ესაჭიროებათ აუცილებელი ელემენტების სრული სპექტრი, რათა აყვავდნენ. არ შეიძლება რომელი მათგანის დაკლება, თორემ თქვენს მცენარეში შეიძლება გაჩნდეს საკვები ნივთიერებების დეფიციტი
რა თქმა უნდა, მცენარეებსა და ცხოველებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საკვები ნივთიერებების სხვადასხვა დოზები სჭირდებათ. ზუსტად ისე, როგორც პატარა, ბავშვებს სჭირდებათ ვიტამინები და მინერალები, თქვენს მცენარესაც სჭირდება კალციუმისა და მაგნიუმის მუდმივი მარაგი, რათა ჯანმრთელები და ენერგიულები გაიზარდნონ, მაგრამ გამოცდილი გროვერებიც კი უგულებელყოფენ ზოგიერთი ელემენტის ღირებულებას ზრდის პროცესში, ასეთი ელემენტია რკინა.
თუ თქვენ იყენებთ ჩვენს ძირითად საკვებ ნივთიერებებს, თქვენი მცენარეები იღებენ კალციუმსაც, მაგნიუმსას და რკინასაც, თანაც სწორი თანაფარდობით, მაგრამ თუ თქვენ სხვა კონკურენტი კომპანიის საბაზისო საკვებ ნივთიერებებს მოიხმართ, თქვენს მოსავალს შეიძლება საფრთხე შეექმნას საჭირო ნივთიერებების ნაკლებობის გამო, გაუყვითლდეს ფოთლები, დაუსუსტდეთ ღეროები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ Sensi Cal-Mag Xtra -საკვები დანამატი, რომელიც შემდგარია კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის საჭირო თანაფარდობით ზუსტად ისე, როგორც ეს თქვენს მცენარეს ესაჭიროება.
Sensi Cal-Mag Xtra – შეიცავს იმ დაკარგულ ინგრედიენტს , რომელიც სხვა Cal-mag პროდუქტებს არ აქვთ. საკვები ნივთიერებების დეფიციტის აღმოფხვრა მარტივი საქმე როდია? თუ თქვენ ხარ გროვერი ხართ და თქვენი მცენარე საკვებ დეფიციტს განიცდის, მაშინ ალბათ უკვე მრავალი საათი დახარჯეთ ფორუმებზე პოსტების კითხვაში, რათა გაგეგოთ, თუ რა სჭირს თქვენს მცენარეს. ჩვენ ვიცით, თუ როგორი ძვირფასია თქვენთვის თქვენი გაზრდილი კანაფი. რატომ უნდა გაგიცრუვდეთ იმედები ყვავილობის პერიოდში გაყვითლებული ფოთლების მიღებით? ან შესაძლოა ყველაფერი უფრო უარესადაც იყოს. თქვენ არამხოლოდ შეზღუდული დრო გაქვთ მცენარის გასაძლიერებლად, როცა ის სუსტდება. არამედ თქვენ არც იმაში ხართ დარწმუნებული შეძლებთ თუ არა მისი მდგომარეობის გამოსწორებას.
თუ მევენახეობისა და მებაღეობის დოქტორის ხარისხი არ გაქვთ, მაშინ თითქმის შეუძლებელია იცოდეთ, თუ რა დროს რა სჭირდება თქვენს მცენარეს. ფაქტობრივად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გროვერებიც კი ჩვენ მოგვიწოდებენ, რათა დავეხმაროთ ამა თუ იმ საკვები დეფიციტის დიაგნოსტირებაში და ეს ნორმალურია, იმიტომ, რომ არ არის აუცილებელი იყოთ მცენარეების “ექიმი” და გადაჭრათ საერთო სასოფლო სამეურნეო პრობლემები.
თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მკითხაობა და ახარ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ საკვებ დანამატებზე ნივთიერების დეფიციტის გამოსასწორებლად. უბრალოდ გამოიყენეთ Cal-mag დანამატის საუკეთესო ვარიაცია, რომელსაც Sensi Cal Mag Xtra® ჰქვია. ეს არის ყველაზე სრულყოფილი პირველადი დახმარების ნაკრები, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც სხვა კონკურენტი მწარმოებლის მიერ შექმნილ საკვებ პროგრამაზე ზრდით.
Cal-Mag – საკვები ნივთიერებების დეფიციტისთვის
ის გაწვდით უამრავ კალციუმს, მაგნიუმსა და რკინას , რომლებსაც თქვენი მცენარის აგებულებაში სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი მცენარის ფესვის ზონის ოპტიმალურ კვებას და აჩერებენ მცენარის საერთო საკვებ დეფიციტს, თუმცა ეს ერთადერთი რამ არ არის რასაც ჩვენი პროდუქტისგან იღებთ. Cal-Mag დანამატების უმეტესობა შექმნილია პომიდვრებისთვის, მათ აკლიათ ის საკვები დანამატები, რომლებიც მარიხუანას ყველაზე მეტად სჭირდება.
ხომ არ შეიძლება, რომ თქვენი ძაღლი თევზის საკვებით გამოკვებოთ? თქვენ არ უნდა გამოკვებოთ თქვენი კანაფი ბაღის ბოსტნეულისთვის განკუთვნილი დანამატებით. ამით თქვენს მცენარეს ვერანაირ სიკეთეს ვერ გაუკეთებთ. თუ ოდესმე გამოგიყენებიათ ზოგადი Cal-Mag დანამატი და თქვენი მცენარის მდგოამრეობა არ გაუმჯობესებულა, შესაძლოა საქმე სწორედ იმ საკვები ნივთიერების დეფიციტში იყოს, რომელიც სტანდარტულად მსგავს დანამატებში არ არის გარეული.
სწორედ ამიტომ, როცა თქვენ იყენებთ Sensi Cal Mag Xtra-ს თქვენ იღებთ უმაღლესი ხარისხის მიკროელემენტებს, რომლებიც თქვენს მცენარეს ბრძოლის შესაძლებლობას აძლევენ. დაიმახსოვრეთ მხოლოდ კალციუმი და მაგნიუმი არ არის მცენარის საკვები ნივთიერება, რომელიც შეიძლება თქვენს კანაფს აკლდეს. დასაწყისისთვის, კანაფი შეიძლება განიცდიდეს რკინის ნაკლებობას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას ქოქოსის ბოჭკოში ზრდით. მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსის ბოჭკო ფანტასტიკური საშუალებაა კანაფის გაზრისთვის , თავად ქოქოსი ბუნებრივად უკავშირდება რკინას და ხელს უშლის თქვენს მცენარეს ამ აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეწოვაში. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ჩელატირებულ რკინას, რომელსაც ქოქოსი ვერ აკავებს. გარდა ამისა, თქვენს მცენარეებს სჭირდებათ მაგნიუმისა და თუთიის ოპტიმალური თანაფარდობა , წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვერ განვითარდნენ კვირტები.
ეს კი დარწმუნებული ვარ საშინლად გაგიცრუებთ იმედებს. ჩვენი პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში თქვენი მცენარეები იმაზე დიდ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე სხვა Cal-Mag დანამატით. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ ჩვენი ხასიათიც, ჩვენ არ ვჩერდებით უბრალოდ კარგზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სრულყოფილი შედეგი მივიღოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ Sensi Cal Mag Xtra® კელპით გავაძლიერეთ.
ის კანაფს ოპტიმალურად გაზრდაში უწყობს ხელს. თქვენ შეიძლება გქონდეთ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი საკვები ნივთიერებების შემადგენლობა, მაგრამ თუ კელპს არ ჩართავთ რუტინაში, თქვენ დაკარგავთ იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელსაც ყველა წამყვანი გროვერი იღებს.
ეს უპირატესობებია – ვიტანიმებისა და მინერალების მძლავრი სპექტრი, საიდუმლო ინგრედიენტები მცენარის განვითარებისთვის, რაც დიდი ალბათობით აკლიათ თქვენს მცენარეებს. ოპტიმალური პირობების შექმნა ფესვის ზონის გასაძლიერებლად, შესაძლოა თქვენს მიწისქვეშა ქსელს არ აქვს ის ყველა საჭირო ინგრედიენტი, რისი მეშვეობითაც შემდგომ მცენარე უხვ მოსავალსა და მძიმე კვირტებს გამოიღებს. როდესაც კელპს, კრიტიკულ მიკროელემენტებს, კალციუმს, მაგნიუმსა და რკინას ერთ ბოთლში შეიძენთ, თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზ , თუ რისი დეფიციტი შეიძლება ჰქონდეს მცენარეს.
ასე რომ ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იყენებენ Sensi Cal Mag Xtra®-ს ყველაზე გამოცდილი გროვერები და რატომ აქვს მსოფლიოში ათასობით გროვერს მისი ბოთლი თაროზე შემონახული. წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება მარიხუანას გაზრდა , რთულ დღეებშიც კი, როდესაც რაღაც გაუთვალისწინებლის გამო თქვენს მცენარეზე ფიქრი აღარ მოგიწევთ და ყოველთვის გეცოდინებათ, თუ როგორ უნდა გამოასწოროთ უნებლიედ დაშვებული შეცდომა.
თქვენ უკვე იცით პრობლემების მოგვარების იდეალური გზა, ასე რომ რაღას უცდით , შეიძინეთ Sensi Cal Mag საუკეთესო გროუშოფში და მშვიდად გაზარდეთ თქვენი მცენარეები. მისი ყიდვის დღიდან აღარ მოგიწევთ ნერვიულობა და დარწმუნებული იქნებით , რომ თქვენი მცენარე სასურველ მოსავალს გამოიღებს.