Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

Voodoo Juice – განხილვა

voodoo-juice-advanced-nutrients

Voodoo Juice

როგორ წესი უმრავლესობისთვის, ფესვები არის მცენარის მივიწყებული და მიწაში დამალული ნაწილი  ამ დროს კი, მცენარისთვის თითქმის ყველა საჭირო რამის მიღებაზე ფესვი არის პასუხისმგებელი. იმას კი ნუ იკითხავთ, რით შეუძლიათ ფესვებს თქვენი დახმარება, არამედ ის იკითხეთ, თუ რით შეგიძლიათ რომ თქვენ დაეხმაროთ მათ, რადგან როდესაც ფესვებს პატივს ცემთ, ისინი მოსავლის აღებისას დაგიბრუნებენ ვალს.

 Voodoo Juice – უძლიერესი საშუალებაა, რომელსაც ყველაზე ჭკვიანი გროვერები მოსავლიანობის გაზრდისთვის იყენებენ. რას გასცემთ იმისთვის, რომ ყველაზე გამოცდილი გროვერების მკაცრად დაცული საიდუმლოები შეიტყოთ? თქვენ შეგიძლიათ დაუყონებლივ, მაქსიმალურად გაზარდოთ მოსავალი,, რადგან 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასიათასობით კანაფის ზრდის პროცესის შესწავლის შემდეგ, მივედით მარტივ, მაგრამ რევოლუციურ დასკვნამდე.

 

 

 

Advanced-Nutrients-Voodoo-Juice-1L

Voodoo Juice 

თუ მცენარეს აქვს დიდი ფესვები, ესე იგი აქვს დიდი ნაყოფი და ყველაზე ჭკვიანი გროვერები პირველრიგში იმას აქცევენ ყურადღებას თუ რა ხდება მიწის ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ფესვის ზონის მოვლა არის მოსავლის მაქსიმალურად გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული მეთოდი. ამის მიზეზი მარტივია. შეუიარაღებელი თვალით მისი ძალის შემჩნევა შეუძლებელია მიუხედავად ამისა, გაგიჭირდებათ იპოვოს მაღალი დონის გროვერი, რომელიც ბევრ ფულს არ დებს ფესვების გაძლიერებაში.

უფრო მეტიც, ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ჩემპიონი გროვერი ყიდულობს, ეს ფესვების გამფართოვებელია, რადგან ამ საშუალებით, თქვენს მცენარეს კიდევ უფრო მეტი საკვები ნივთიერების მიღება შეეძლება, რაც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ უხვი, ძლიერი და მაღალი მოგების მიმღები მოსავალი გქონდეთ.

ფაქტი ის არის, რომ რაც უფრო დიდი იქნება ფესვები, მით უფრო დიდი იქნება თავად მცენარეც. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ და ძლიერი, „ფეთქებადი“ ფესვების მიღების ყველაზე ეფექტური გზა არის ის, რომ ფესვის ზონა სასარგებლო მიკრობებით მოამარაგოთ. ოდესმე დაგინახავთ განსაცვიფრებელი მცენარეს, რომლის უხვ, მწვანე მოსავალსაც თქვენში პატარა შური გაუღვიძებია? მაშინ უკვე გეცოდინებათ თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ბუნება თქვენი მოსავლის მასშტაბის გაზრდაში.

საქმე იმაშია, რომ ნიადაგი მილიონობით სასარგებლო მიკრობს შეიცავს, რასაც  რიზობაქტერიებს ვუწოდებთ. ისინი მიკროსკოპული ზომის არიან და თქვენი კანაფისთვის სასწაულებს ახდენენ.  რიზობაქტერია მცენარეს ეხმარება გვერდითა ფესვების და ფესვის ბეწვების გაზრდაში. ასევე ზრდის წყლის და მკვებავი ნივთიერებების შეწოვადობას. და აი, კარგი სიახლე. თქვენც შეგიძლიათ მოსავლის მაქსიმალურად გაზრდა რიზობაქტერიის უზარმაზარი ძალის წყალობით. როცა მის შედეგს დაინახავთ, თქვენც ისევე კმაყოფილებით დატკბებით, რასაც გარეთ მომუშავე გროვერები გრძნობენ მაშინ, როცა ახალგამოსული კვირტების თვალუწვდენელ ფენას გახედავენ ხოლმე, რომლებიც შემდეგში სქელ, მძიმე, ნაერთებით მდიდრულ კვირტებად გადაიქცევიან.

მაგრამ სანამ ადგილობრივ მაღაზიაში წახვალთ ერთი ბოთლი რიზობაქტერიის საყიდლად, გაითვალისწინეთ, რომ ბაქტერიული შტამი არაფრად ვარგა თუ აქტიური არ არის და ალბათ იტყვით, „ეგ ხომ ჩვეულებრივი ამბავიაო“, თუმცა ამის მიუხედავად,  ძალიან ბევრი კომპანია მოგყიდით ისეთ ბაქტერიას, რომელიც იქამდე კვდება, სანამ მცენარის ზონას მიაღწევს. უბრალოდ, იმიტომ, რომ არავინ დახარჯა დრო მათ სწორად მოთავსებაში. მათი სიზარმაცის გამო კი თქვენ რჩებით წაგებული. რთულად ნაშოვნ ფულს ხარჯავთ ისეთ პროდუქტში, რომელიც ინვესტიციას ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ ეს არ არის დასასრული.

ზოგი კომპანია ცდილობს მარტივი გზა გამონახოს, ანუ მიკრობების მასიურ წარმოებას იწყებს იმიტომ, რომ წარმოების ხარჯები დაზოგონ, თუმცა მათ მიერ არჩეულ ზოგიერთ ბაქტერიას თქვენი ფესვის ზონაში არაფერი ესაქმება, ანუ არ არიან თქვენი კანაფისთვის შესაფერისი მიკრობები. უფრო უარესიც. ბევრი მათგანი ერთმანეთთან შეუთავსებელი ბაქტერიის შტამს ერთად ათავსებს ბოთლში იმისთვის, რომ „ყველაფერი ერთში“ მარკეტინგზე წამოეგოთ. რაშია პრობლემა?

ყველა მიკრობს არ შეუძლია რომ ბოთლში სხვა მიკრობებთან ერთად გადარჩეს. შეუთავსებელი მიკრობების ერთ ბოთლში მოთავსება, პინგვინის და ვეფხვის გალიაში გამოკეტვას ჰგავს. ერთ-ერთი მათგანი ვერ გადარჩება და სანამ ბოთლში მოათავსებენ, ზოგიერთი კომპანია მათ ერთ ავზში ჩაყრის და მათ ერთად გამრავლებას ეცდება. როცა ეს ხდება, მიკრობები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და საზიანო ჰორმონებს ქმნიან იმის მაგივრად, რომ თქვენი მცენარისთვის მცირე სარგებელი მაინც მოუტანონ. ამას იმიტომ არ გეუბნებით რომ შეგაშინოთ.  არამედ იმიტომ, რომ ეს მართლაც ასეა. რიზობაქტერიის წყალობით, ინვესტიციების ანაზღაურებადობის კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდა შეგიძლიათ. თუ ფულს ჩადებთ ფრთხილად გამრავლებულ, მეცნიერულად სწორად შექმნილ შტამებში, რომელიც კონკრეტულად თქვენს მცენარესთან მოდის შესაბამისობაში. სწორედ ამას მიიღებთ, როცა Voodoo Juice®-ს თქვენი ბაღის ფესვთა ზონაში მოათავსებთ.

ეს არის ჩვენი ფესვების გამფართოვებლების საუკეთესო ნიმუში. Voodoo Juice -მა წლების განმავლობაში ათასობით კანაფის ქოთანში მოახდინა რევოლუცია.

ის მცენარეების ოთახში, გროუ ბოქსში, მოყვანის მიმდევარ გროვერებს ისეთივე გასაოცარი მოსავლით უზრუნველყოფს, რითიც წლების განმავლობაში მათი გროვერი მეგობრები ტრაბახობდნენ და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ავიყვანეთ მსოფლიოში ყველაზე გაწაფული მიკრობიოლოგები. მათ ზუსტად განსაზღვრეს და შექმნეს ყველაზე განვითარებული ბაქტერიული შტამები სპეციალურად თქვენი მცენარეებისთვის. ესენია:

  1. ბაკილუს სუბტილუსი
  2. ბაკილუს პუმილუსი
  3. ბაკილუს ლიჩენიფორმისი
  4. ბაკილუს პოლიმიქსი

ისინი ერთად მოქმედებენ თქვენი ფესვის ზონის კოლონიზირებისა და მოსავლის გაზრდისთვის. არ დაიშუროთ ხარჯები იმისთვის, რომ თქვენი ფესვის ზონაში ყოველი შტამის ეფექტურობა გამოჩნდეს. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დანამატის იმედი გქონდეთ , რადგან ის  ქმნის სუპერ შტამებს, რომლებიც ჩქარი შედეგისთვის, სწრაფად მოახდენენ თქვენი ფესვის ზონის კოლონიზირებას.

    თქვენ გააცნობიერებთ თუ რა შეუძლია თქვენი მოსავლის სიმძლავრის, რაოდენობის და ზომის გამო თავდადებულ შრომას. უფრო მეტიც, ინდუსტრიაში იმ ცოტა კომპანიიდან ერთ-ერთი ვართ, ვისაც 10 000 ლიტრიანი რეაქტორები აქვს, რომლებიც სპეციალურად ჩვენი საკუთარი ბაქტერიული შტამების წარმოებისთვის შევქმენით და როცა ამ მიკრობებს თქვენს ფესვებს მიაწვდით, თქვენ სარგებელს მიიღებთ N1 დანამატისგან, რომელსაც საუკეთესო გროვერები ფესვების გაფართოებისა და მოსავლის გაზრდისთვის იყენებენ. დანამატი, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია. ჩვენი წარმოება ათჯერ გავზარდეთ, რადგან ეს დანამატი მაღაზიებში ძალიან სწრაფად იყიდებოდა. Voodoo Juice -ის გამოყენებით უთვალავ სარგებელს მიიღებთ, მაგრამ ახლა რამდენიმეს ჩამოგითვლით.

    • გაიზრდება ფესვთა ზონის ზედაპირი, რათა მცენარემ უფრო მეტი საკვები ნივთიერება და წყალი მიიღოს. უდავოა, რომ  ეს არის მოსავლის გაზრდის ყველაზე ნაყოფიერი გზა.
    • ატმოსფერულ აზოტს მცენარისთვის მისაღებ ამიაკად გარდაქმნის, ანუ მცენარეებს აზოტის ნაკლებობა აღარ ექნებათ.
    • არაორგანულ ფოსფატს ისეთ ხსნად მკვებავ ნივთიერებებად გარდაქმნის, რომლის მიღებასაც თქვენი მცენარეები შეძლებენ.
    • მცენარეების ფესვების მიკორიზულ და რიზობიულ სიმბიოზს შეუწყობს ხელს, შექმნის მასიურ, ძლიერ და სიცოცხლით სავსე ფესვთა ზონას.
    • გააუმჯობესებს თქვენი ბაღის ამტანობას სტრესის გამომწვევი უსიცოცხლო ფაქტორებისადმი, მცენარეებს დაეხმარება გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაში.

     წარმოიდგინეთ რომ შედიხართ ხსნით კანაფის გროუ ბოქსს და გხვდებათ აყვავებული, ამაღლებული მცენარე, რომელიც იმ დიდი და ძლიერი მოსავლის ნაწილია, რომელიც ღია ბაღებს მოყვანის მცენარეს გაუწევს კონკურენციას და ეს უბრალოდ, იმიტომ, რომ თქვენი ფესვის ზონის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან სწორი ფუნდამენტი შექმენით.

    დასკვნის სახით გეტყვით, რომ ის გროვერი უფრო ხშირად ხდება ჩემპიონი, ვინც ფესვის გამფართოვებელს იყენებს, ვიდრე ის, ვინც ამას არ აკეთებს. Voodoo Juice არის ბაზარზე, მეცნიერულად ყველაზე განვითარებული ფესვის მასის გამფართოვებელი. გირჩევთ, რომ Voodoo Juice ზრდის და ყვავილობის ფაზის პირველი 2 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ. რაღას უცდით? გამოიყენეთ ეს მიკრობული დანამატი თქვენს ბაღში. შეიძინეთ Voodoo Juice საქართველოში N1 გროუ შოფში

      I კვირა II კვირა III კვირა IV კვირა V კვირა VI კვირა VII კვირა
     
    Voodoo Juice  2მლ/ლ  2მლ/ლ          

    1 ჩაის კოვზი = 5mL  |  1 სუფრის კოვზი = 15 mL  |  1 უნცია = 30mL  |  1 ჭიქა = 240 mL

    შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს, დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს.

    კომენტარის დატოვება