ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრებ ავთო მეტრეველს, რამდენიმე ძირი მარიხუანის დათესვისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ავთო მეტრეველს, ადვოკატი საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც წელიწად-ნახევარი პატიმრობა და 3.5 წელი პირობითი სასჯელი ელის. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს არის ჩანიშნული, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც იმყოფება. ჯაფარიძის თქმით, კულტივაციის მუხლით ციხეში აღარავის სვამენ და წარმოუდგენელი ამბავია, რა პირობებსაც ამ ადამიანს უყენებენ.
როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, ასეთ შემთხვევაში უკვე დაეხმარა რამდენიმე ადამიანს და ისინი დღეს თავისუფლები არიან. ვერ დაიჭირეს.
“მოსამართლე იქნება თუ პროკურორი ილია გელბახიანი, მათ მინდა დავპირდე, თუ რაღაცნაირად მოახერხეს და შეაშინეს ეს ადამიანი და გააფორმებინეს ის წელიწად-ნახევარი ციხეში წასვლის საპროცესო შეთანხმება, ან თუ შეასრულეს ეს მუქარა და მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ამის გამო ადამიანი 6 წლით ციხეში გაუშვან – მწარედ მოვთხოვთ პასუხს ყველას, მოსამართლე იქნება, პროკურორი, პოლიციელი თუ ვინც არ უნდა იყოს. ადამიანების გამწარებას და ცხოვრების დანგრევას არ შევარჩენთ არავის.”
ჩვენი თხოვნა იქნება ყველა მკითხველმა, გადააზიარეთ ეს პოსტი და გაავრცელეთ ინფორმაცია. ამ ადამიანს ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ვერ უნდა მოახერხონ ამ ადამიანის ჩუმად ციხეში გაშვება. ვერ უნდა მოახერხონ ამ ადამიანის შეშინება და დაჩაგვრა.