შეუძლია კანაფს ნაბახუსევის (პახმელიის) მოცემა?
როდესმე გიგრძვნიათ პახმელია დიდი რაოდენობით კანაფის მოხმარების შემდეგ? ამ სტატიაში გასწავლით როგორ უმკურნალოთ თავს ასეთ შემთხვევაში.
მოგცემთ თუ არა კანაფი პახმელიის შეგრძნებას? საბედნიეროდ, ბალახი არ გავს ალკოჰოლს. ყველაზე დაბოლილი ღამის შემდეგაც კი შესაძლოა არ დაგეწყოთ თავისა ან მუცლის ტკივილი. ამის მიუხედავად, კანაფისს გააჩნია საკუთარი პახმალიის მაგვარი ეფექტები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდოთ კანაფისგან და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას.
შეუძლია კანაფს ნაბახუსევის (პახმელიის) მოცემა?
მარიხუანის პახმელიის გამოწვევა იცის დიდი დოზით კანაფის მოხმარებამ. წინა ღამეს ძააბ ნევრჯერ დაარტყით ნაპასი ბონგს? ნუ გაგიკვირდებათ თუ დილით თავს გაბრუებულად იგრძნობთ.
კანაფის მძაფრი ეფექტები მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, მაგრამ შემდგომი ეფექტები უფრო გვიან გადის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თქვენ მოიხმარეთ კანაფი საკვებში.
კანაფის პახმელიის ნიშნები მოიცავს:
- დაღლილობას
- თავისტკივილს
- აპათიურობას
- თვალის სიმშრალეს
- გემოვნების ფაუარესებას
- მსუბუქი გულისრევის შეგრძნებას
- ხველა
მოსაწევის მოწევის შემდეგ, თქვენ შესაძლოა ელოდებოდეთ დაბოლების ეფექტს მომდევნო 3-4 საათით, პიკით დაახლოებით პირველი საათიდან. საკვებით მიღების შემთხვევაში ეფექტის მიღებას შესაძლოა დასჭირდეს 2 საათამდე და შესაძლოა გაგრძელდეს 6 საათი.
რა იწვევს კანაფის პახმელიას?
ძირითადი ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ტეტროჰიდროკანაბინოლს (THC), აქვს ხანგრძლივი ნახევარდაშლადი პერიოდი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაძლოა კიდევ ვგრძნობდეთ კანაფის ეფექტს მოხმარებიდან ძირითადი ეფექტის გასვლის შემდეგ.
კანაბინოიდები იმალებიან ცხიმოვან ქსოვილებში შედარებით დიდი ხნის მანძილზე, იმის მიხედვით თუ როგორ წვავთ თქვენ ცხიმებს, რაღაც რაოდენობის THC განმეორებით გამოიმუშავება თქვენს ორგანიზმში. სწორედ ამიტომ მთელი ორგანიზმის THC-ისგან სრულიად გასუფთავებას დიდი დრო სჭირდება.
კანაფის პახმელიის აკიდება ყველაზე რეალურია კანაფით დამზადებული საკვების მიღების შემდეგ, რადგან ღვიძლი THC-ის გადაამუშავებს ბევრად ძლიერ ნივთიერებად რომელსაც ქვია THC-COOH, ამიტომ მას მარტივად შეუძლია სისხლიდან ტვინში გადაადგილება.
საკვებ კანაფს ბევრად უფრო ძლიერი დაბოლების ეფექტი აქვს ვიდრე მოსაწევ კანაფს, ამიტომ მარტივია საკვები კანაფით არასასურველი ეფექტების მიღება.
საკვებ კანაფს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ბევრად ხანგრძლივი პახმელიის შეგრძნება, საკვებ პროდუქტს ბევრად დიდი დრო სჭირდებათ ტვინამდე მისაღწევად, რადგან უნდა გაიაროს მთელი გადამუშავების პროცესი.
თუ თქვენ შეჭამთ დიდი რაოდენობით კანაფის პროდუქტებს, შესაძლოა თქვენს ორგანიზმს მისი გადამუშავებისთვის მთელი დღე დასჭირდეს რაც ნიშნავს იმას რომ თქვენი ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში ახდენს THC-ის მეტაბოლიზაციას და THC-ის, THC-COOH-დ გარდაქმნას.
ექიმი ნევროლოგის ფრენცის ჯენსონი, წიგნის ავტორის “თინეიჯერული გონება” თქმით, პახმელიის ეფექტი უფრო ხშირად ვლინდება თინეიჯერებში ვიდრე ზრდასრულებში.
თინეიჯერის ტვინს ბევრად უფრო მეტი სივრცე აქვს კანაფის დალექვისთვის, სწორედ ამიტომ თინეიჯერების ტვინში ბევრად დიდიხანი რჩება კიდეც. ბევრად უფრო ეფექტურად იმორჩილებს კანაფი თინეიჯერის ტვინს ვიდრე ზრდასრულისას.
[…] მაგალითად, თუ თინეიჯერი მარიხუანას მოიხმარს შაბათს, შედეგები გამოვლინდება ოთხშაბათ-ხუთშაბათამდეც კი. ზრდასრულნი კი არ მიიღებენ ასეთ ხანგრძლივ ეფექტს.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თინეიჯერებს კანაფი თრობას უგრძელებს მთელი კვირის მანძილზე. უბრალოდ, ერთერთი პრობლემა ისარის, რომ თინეიჯერები უფრო დიდი ალბათობით განიცდიან მსუბუქ სიმპტომებს, ისეთებს როგორიცაა, დაღლილობა, მოთენთილობა, მეხიერების პრობლემები, დაბინდული გონება, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება მას შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე რაც მოიხმარეს მარიხუანა
როგორ ვიმკურნალოთ კანაფის პახმელიის დროს?
პირველი ნაბიჯი კანაფის პახმელიის მოშორებისთვის, მისი შეჩერების ცოდნაა. იმისთვის რომ შეაჩეროთ პახმელია საჭიროა,
- არ უნდა გაათამამოთ თავი, დაჯერდით გონებრივ დოზას.
- დაიცავით ბალანსირებული დიეტა, სასარგებლო ცხიმების, ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით.
- თავი აარიდეთ შაქარს, კოფეინსა და ალკოჰოლს
- სვით ბევრი წყალი
- მოიხმარეთ ცოტა კანაფი დიდი ოდენობით CBD-ის შემცველობით
თუ თქვენ გაიჩითეთ კანაფის გაქანებულ პახმელიაში, არსებობს რამდენიმე მეთოდი იმისთვის რომ გამოძვრეთ გონებრივი ბინდიდან და დაიბრუნოთ ენერგია. იმისთვის რომ ეს გამოასწოროთ,
- გაიარეთ ზომიერი ფიზიკური ვარჯიში
- მიირთვით ჯანსაღი საჭმელი, მათ შორის თევზი, დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული
- სვით ბევრი წყალი
- მიიღეთ ბ ვიტამინი
- მიიღეთ ცხელი შხაპი
- მოეშვით და ცოტა წაუძინეთ
- მოიხმარეთ ცოტა კანაფი დიდი ოდენობით CBD-ის შემცველობით