ცხოვრების სტილი

სექსი და მარიხუანა

marixuana

გსურთ გაზარდოთ თქვენი სიამოვნების ხარისხი? კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალმა Sexual Medicine-მა ჩაატარაგაირკვა, რომ ცოტაოდენი კანაფი შესაძლებელია დაგეხმაროთ ამაში.

სექსამდე მარიხუანას მოხმარება – უფრო დამაკმაყოფილებელი ორგაზმი

იმის მიუხედავად, რომ მეცნიერების მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი ფაქტები საკმაოდ მცირეა, შეგიძლიათ იპოვოთ ამ აზრის გამამყარებელი მრავალი სტატია ინტერნეტში. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რამაც გადააწყვეტინათ მკვლევარებს ჩაეტარებინათ ყველაზე დიდი კვლევა ამ საკითხზე.

ავტორებმა იმუშავეს 373 მონაწილესთან, რომელთაც ჰქონდათ შეხება OB/GYN (ქალთა ანატომიის შემსწავლელ) ექიმთან 2016 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე. მათ დაუსვეს კითხვები თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ზოგადად და ასევე ზოგ კონკრეტულ დეტალზეც. ასევე დაუსვეს კითხვები იყვნენ თუ არა კანაფის მომხმარებლები და ყურადღება გაამახვილეს მის მოხმარებაზე უშუალოდ სექსის წინ.

გამოკითულთაგან 176 ქალმა დაადასტურა რომ მოიხმარდნენ მარიხუანას.

მათ შორის ვინც დაადასტურა მარიხუანას მოხმარება სექსის წინ , 68 %-მა  განაცხადა რომ ზოგადად სექსისგან მიღებული სიამოვნება უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, 60 %მა აღნიშნა ლტოლვისა და ვნების ზრდაც, 52% მა კი ხაზი გაუსვა უფრო დამაკმაყოფილებელ ორგაზმს.

კვლევებმა დაასკვნეს, რომ ქალებმა ვინც თქვეს, რომ სექსის წინ მარიხუანა გამოიყენეს 2.13 ჯერ მეტი შანსი იყო დამაკმაყოფილებელი ორგაზმი ჰქონოდათ, ვიდრე მათ ვინც განაცხადეს, რომ არ იყვნენ სექსის დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

ჯერ გაურკვეველია თუ რატომ აუმჯობესებს კანაფის მოხმარება სექსუალურ გამოცდილებას ქალებში. თეორიულად მეცნიერები მიიჩნევენ რომ ეს არის განპირობებული მარიხუანას ეფექტით –  ნერვიულობის და სტრესის მოხსნით. ამას შეუძლია ვინმეს თავდაჯერებულობის გაზრდა და ასევე უბიძგოს მეტი ექსპერიმენტებისკენ საწოლში. ასევე შეიძლება ქონდეს კავშირი იმასთან, თუ როგორ რეაგირებენ კანაბინოიდების მიმღები რეცეფტორები კანაფზე, რომლებიც ტვინის იმ ნაწილში მდებარეობს და პასუხისმგებელია ჰორმონების რეგულირებაზე, რაც ასევე თავისებურ როლს თამაშობს სექსის დროს. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება თუ რომელი ჯიშის კანაფს მოიხმართ.

ეს კვლევა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებებს რომ მარიხუანა ქალის აღგზნებადობაზე მოქმედებს  და შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი , პოზიტიური გადამწყვეტი გავლენა იქონიოს მათზე. იქიდან გამომდინარე რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებად ემხრობიან კანაფის ლეგალიზაციას, ამ კვლევის ავტორები ცდილობენ დაანახონ ქალებს, რომ კანაფის მოხმარებას შეუძლია სარგებელი მოუტანოს მათ, თუ ეს გააზრებულად და სწორი გზით მოხდება.