სახელმძღვანელოები

კანაფის მწერები და პარაზიტები

kanafis-mwerebi-da-parazitebi

კანაფის მცენარეს მრავალი მწერი თუ პარაზიტი ებრძვის და ანადგურებს, მათ შორის:

  1. ჭიანჭველა
  2. ბუგრები
  3. ფრინველები
  4. ჭიაყელები
  5. კატები და ძაღლები
  6. ჭიები
  7. ჭრიჭინები და კალიები
  8. ირმები
  9. სოკო მწერები
  10. გოფერები და თხუნელები
  11. ფოთლის ჭიები
  12. .ფოთლის ტილები
  13. ვირთხები და თაგვები
  14. ლოკოკინები დლოქორები
  15. აბლაბუდატკიპასებრი
  16. თრიფსები
  17. ფრთათეთრები

პარაზიტებისა და მწერების პრობლემის მოგვარება მარიხუანას მცენარეებში

პარაზიტები და მწერები მარიხუანას მცენარეებში ბევრ სხვადასხვა პრობლემას იწვევენ. ყველა პატარა ცხოველს იზიდავს მარიხუანას მცენარის გემო და არომატი, საბოლოოდ კი ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება. ჭიანჭველები, ჭიაყელების, ობობის ტკიპები და სხვა პარაზიტები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მარიხუანას.

ქიმიური პესტიციდების გამოყენება შესაძლოა მოკლე მასშტაბიან პერიოდში დაგეხმაროთ, მაგრამ მისი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება არ შეიძლება. ქიმიკატების გამოყენებისას მართალია პარაზიტების პრობლემას ვაგვარებთ, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვიწვევთ პრობლემებს. ამრიგად მნიშვნელოვანია ორგანული საშუალების გამოყენება, მაგალითად პარაზიტებზე მტაცებლების გარემოში შეყვანა . ზოგიერთ შემთხვევაში პესტიციდები პრევენციული დაცვის შესაძლებლობას გვაძლევს.

მარიხუანას ქოთანში მოყვანისას მსგავსი პრობლემები შედარებით იშვიათად გექნებათ, თუმცა პარაზიტებისა და მწერების გაჩენის შანსი ყოველთვის არსებობს, ისინი შესაძლოა თქვენი ტანსაცმლიდანაც კი გადავიდნენ მცენარეზე, ასე, რომ გამოიჩინეთ სიფრთხილე.

 

ჭიანჭველები

kanafis-mwerebi-da-parazitebi მარიხუანას პარაზიტები – ჭიანჭველები

ტექნიკურად, ჭიანჭველები თქვენი კანაფისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა ისინი ისეთი საშიშროების ინდიკატორები არიან, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით ვერ შეამჩნიოთ.

ჭიანჭველებს მარიხუანა არა იმიტომ იზიდავთ, რომ მცენარის გემო მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ მასზე მცხოვრები ფრთათეთრები ტკბილ ნექტარს გამოყოფენ, რომლებიც ჭიანჭველებს იზიდავს. თავად ისინი მცენარეს დიდ ზიანს არ აყენებენ, თუმცა იცავენ იმ პარაზიტებს, რომლებიც ამას აკეთებენ.

მიუხედავად ამისა, ჭიანჭველებმა შეიძლება გავლენა იქონიონ მცენარის ფესვის სისტემაზე და თქვენ მათთან გამკლავება დაგჭირდეთ. ამის გაკეთება მრავალი გზით არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე ეფექტური როგორც აღმოჩნდა სიმინდის ფქვილია.

ბუგრები

kanafis-mwerebi-da-parazitebi მარიხუანას პარაზიტები – ბუგრები

ბუგრები ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად შესამჩნევი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება მარიხუანას მოყვანის პროცესში თავი იჩინოს. ეს პატარა ფერმკრთალი ყვითელი არსებები ფოთლის ქვედა მხარეს არიან ჩამოკიდებულები და მათ საკვებ ნივთიერებებს აშორებენ. თუ მარიხუანას შენობაში ზრდით, ბუგრებს თითქმის მთლიანად შეუძლიათ თქვენი მცენარეების განადგურება, თუ მათ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ. თუმცა გარეთ, დედა ბუნება თანაფარდობას თავად აბალანსებს. პარაზიტული ვოფსები და ჭიამაიები ბუგრებზე მონადირეები არიან.

ჭიანჭველების არსებობამ შეიძლება მიგანიშნოთ იმაზე, რომ მცენარეს ბუგრები ჰყავს. ჭიანჭველებს მარიხუანა არ იზიდავთ, მაგრამ ბუგრები წარმოქმნიან ნექტარს, რომლებიც ჭიანჭველებს ძალიან მოსწონთ.

თუ გსურთ თავი დააღწიოთ ბუგრებს, მაშინ შეგიძლიათ მრავალი ორგანული საშუალება გამოიყენოთ. მათი უმეტესობა სპრეის სახით იყიდება, თუმცა სახლის პირობებში დამზადებაც შესაძლებელია. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ საიტზე გაეცნოთ მთლიან სტატიას.

 

ფრინველები

kanafis-mwerebi-da-parazitebi მარიხუანას პარაზიტები – ფრინველები

მუხლუხოები თქვენი მცენარისთვის ყველაზე საშიში პარაზიტები არიან. ისინი ერთდროულად გაუმაძღარნიც არიან და რთული შესამჩნევებიც . ყველა სახეობის მუხლუხოს უყვარს მარიხუანას გემო.

მუხლუხოებს ანადგურებენ სპეციალური სპრეის და წამლების საშუალებით, თუმცა მათი თავიდან მოცილება ორგანული გზებითაც შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მცენარეთა დაცვა – ინსექტიციდები.

 

კატები და ძაღლები

kanafis-mwerebi-da-parazitebiმარიხუანას პარაზიტები – კატები და ძაღლები

შეიძლება თქვენი შინაური ცხოველები ძალიან გიყვართ, თუმცა ისინი კანაფს მაინც ანადგურებენ, მაგრამ არა იმ გზით, როგორც თქვენ ფიქრობთ. კატებსა და ძაღლებს მარიხუანა, როგორც საკვები არ აინტერესებთ, თუმცა მათმა შარდმა ზრდის პროცესში მყოფი მარიხუანა შეიძლება დააზიანონ.

შეიძლება იფიქროთ, რომ შარდიც და ფეკალიებიც გარკვეულ წილად სასუქია მცენარეებისთვის, მაგრამ მათ ბევრად უფრო მეტი პრობლემა მოაქვთ მცენარისათვის, ვიდრე სარგებელი.

ცნობილია, რომ კატის შარდი მდიდარია ამიაკით, რაც უარყოფითად მოქმედებს მარიხუანას მცენარეზე. გარდა ამისა, თქვენი ძაღლის ან კატის განავალმა შეიძლება სხვადსხვა სახის პარაზიტები მიიზიდოს. შინაურ ცხოველებს ძალიან უყვართ ნივთების არევა, ასე რომ სასურველია შინაური ცხოველები მარიხუანას მოსაყვან ტერიტორიას მოვარიდოთ.

 

ხვატარის მუხლუხოები

kanafis-mwerebi-da-parazitebikanafis-mwerebi-da-parazitebiმარიხუანას პარაზიტები – ხვატარის მუხლუხოები

ნორჩი მარიხუანასთვის ხვატრის მუხლუხოები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. თუ ფრთხილად არ იქნებით მათ მთლიანი მცენარის განადგურება შეუძლიათ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ისინი მხოლოდ სიბნელეში მოქმედებენ და მათი არსებობის შესახებ შესაძლოა სანამ უკვე დაგვიანებული არ იქნება ვერც კი შეიტყოთ. თუ ღეროები შეჭმულს ჰგავს და ბოლომდე გადაჭრილი არ არის, არსებობს შანსი, რომ მცენარეს ხვატრის მუხლოხო ჰყავდეს.

მათი თავიდან მოშორება რთული არ არის. არსებობს რამდენიმე ბუნებრივი მტაცებელი, რომლებიც მათზე ნადირობენ და მათ განადგურებაში ადამიანური ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო.

მათი თავიდან მოშორება შესაძლებელია მარიხუანას ბაღის სიახლოვეს მზესუმზირების დარგვით ან ნიადაგის დამუშავებით. დამუშავება საშუალებას გაძლევთ ამოძირკვოთ მუხლუხოები, ხოლო მზესუმზირები თავად იზიდავენ მსგავს მწერებს.

ჭრიჭინები და კალიები

kanafis-mwerebi-da-parazitebi მარიხუანას პარაზიტები – ჭრიჭინები და კალიები

ჭრიჭინებმა და კალიებმა შესაძლოა მარიხუანას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ისინი ყველაფრის მჭამელი ქმნილებები არიან. რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველაფერს ჭამენ, რაც გზად გადააწყდებათ. მარიხუანა მრავალი სახეობის ჭრიჭინას იზიდავს (მათ შორის თხუნელისებრ ჭრიჭინასაც) ისინი კი ძირითადად ღამით მოქმედებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მარიხუანას მაშინ ანადგურებენ, როცა თქვენ გძინავთ.

ამ პრობლემის მოგვარება რთულია, რადგან მათი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ხშირად შეგვიძლია ბუნებრივ ფაქტორებს დავეყრდნოთ. როდესაც ტერიტორიაზე ბევრი მოსიარულე მწერია, გარშემო შესამჩნევად იზრდება ფრინველების რაოდენობაც, მათ კი შესაძლოა თქვენი მცენარის ფესვის სისტემა დააზიანონ. ჭრიჭინებისა და კალიების თავიდან მოცილების საუკეთესო გზა წყალში სარეცხი საშუალების შერევაა.

 

ირემი

kanafis-mwerebi-da-parazitebi მარიხუანას პარაზიტები – ირემი

ირმები ბალახისმჭამელები არიან, რომლებიც თითქმის ნებისმიერ მწვანე ფერის მცენარეს ჭამენ. თუმცა მათ აქვთ გემოს შეგრძნებაც და არ უახლოვდებიან კანაფს უკვე სიმწიფის პერიოდში, როდესაც მათში ჭარბად არის კანაბინოიდები. ზრდის პერიოდში კი ირმები მარიხუანასთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

მათგან თავის დაცვა შეგიძლიათ შემოღობვით. ირემსა და მცენარეს შორის ფიზიკური ბარიერის არსებობის დროს ისინი როგორც წესი, სხვაგან იწყებენ საკვების ძებნას.

თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი საგნები, რომლებიც ირემს აშინებს, მაგალითად ნათელი შუქი, ისეთი არომატები, რომლებიც ირემს აფრთხობს, მაგალითად ნივრის არომატი.

 

სოკოს კოღო

სოკოს კოღოებს არც ისე მეგობრული სახელი აქვთ და ამას ძალიან კარგი მიზეზიც აქვს. მათ შეუძლიათ თქვენი კანაფის მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენონ. როგორც ზრდასრული, ასევე პატარა კოღოები მცენარეს ანადგურებენ.

ისინი მცენარის ძირების ჭამას იწყებენ, შემდგომ კი ფესვების სისტემაზე გადადიან, ეს იწვევს როგორც მცენარის დაზიანებას, ასევე ზომაში ზრდის შეფერხებასაც. სოკოს კოღოები სერიოზულ ზიანს აყენებენ ნიადაგსაც.

მათი პოვნა ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ღეროს ძირში წებოვანი ნაწილაკები მოძებნოთ და გაანადგუროთ, თუმცა ეს პრობლემას მთლიანად ვერ აგარიდებთ თავიდან. საჭიროა მცენარეების მორწყვისას გამოიყენოთ ზეჟანგისა და წყლის ნარევი.

 

გოფერები და თხუნელები

kanafis-parazitebi-txunela მარიხუანას პარაზიტები – გოფერები და თხუნელები

გოფერებიც და თხუნელებიც მიწის ქვეშ ძალიან დიდ დროს ატარებენ. ისინი ქმნიან გვირაბებს სადაც შემდგომ უკვე სხვა პატარა არსებებიც ცხოვრობენ. პირადად თხუნელა კანაფისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათ ამ მცენარის მიმართ საერთოდ არანაირი ინტერესი არ აქვთ, თუმცა ისინი აზიანებენ მიწას და შესაძლოა ზიანი მიაყენონ კანაფის ფესვებსაც.

გოფერები კანაფის მცენარისთვის ბევრად უფრო სახიფათოები არიან. ფესვების სისტემაში მუშაობის ნაცვლად, ისინი პირდაპირ ჭამენ ფესვებს. არის იმის შესაძლებლობაც, რომ მთლიანი მცენარე მოგლიჯონ, თავიანთ სოროში შეათრიონ და მიირთვან.

ასე, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ გოფერების თავიდან არიდებას. არსებობენ მათზე მონადირე ბუნებრივი მტაცებლები, მაგალითად ბუები და ქორები, მაგრამ თუ თქვენ სიახლოვეს არცერთი მათგანი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიორი ან აბუსალათინის ზეთი, რათა გოფერები სხვა ადგილას გადავიდნენ.

 

ფოთლის ჭიები

ფოთლის ჭიები პირდაპირი მნიშვნელობით ძვრებიან ფოთოლში და მარიხუანას მცენარეს საკვებ ნივთიერებებს აცლიან. ისინი ტოვებენ აშკარა თეთრ ან ყავისფერ ზოლებს. ასე, რომ მათი შემჩნევა მარტივია.

ზრდასრული ფოთლის ჭიები ჩვეულებრივ ბუზებს გვანან, მაგრამ თქვენი მცენარისთვის ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი ფოთლების ქვედა მხარეს თავიანთ ლარვებს ტოვებენ, ეს ლარვები კი მცენარეში იჭრებიან და მათ აზიანებენ.

მათი განადგურების ერთადერთი ეფექტური გზა ხელით გასრესაა. პესტიციდები არ იმოქმედებენ, მათ შეიძლება ბევრად უფრო მეტი პრობლემა შექმნან, ვიდრე მოაგვარონ.

 

ფოთლის ტილები

ფოთლის ტილები პატარა, ფერმკრთალი არსებები არიან, რომლებიც მარიხუანას მცენარის ნაპრალებში დაიარებიან. ცოტაოდენი ასეთი მწერი დიდ პრობლემას არ იწვევს, მაგრამ მათი გაკონტროლება აუცილებელია, თორემ შესაძლოა ძალიან სწრაფად გამრავლდნენ.

მათი შემჩნევა შესაძლებელია პატარა, თეთრი ბამბის მსგავსი ბურთულების აღმოჩენით. ისინი რეალურად მწერის კვერცხებს წარმოადგენენ.

მათგან თავის დაცვის ერთ-ერთი სახეობა დამცავი ჭიანჭველების გაშენებაა. თუ თქვენი მარიხუანას ბაღის სიახლოვეს ჭიანჭველებს ხედავთ, ესეიგი არსებობს იმის შანსიც, რომ მცენარეს ფოთოლს ტილები ჰქონდეს. მათი თავიდან მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს. როგორც ფიზიკური მოშორება, ასევე ხსნარების გამოყენება.

 

თაგვები და ვირთხები

kanafis-parazitebi-tagvi კანაფის პარაზიტები – თაგვი

თაგვები და ვირთხები თითქმის ყველაფერს ჭამენ, რასაც გადააწყდებიან. ისინი ადამიანის საკვებისაკენ უფრო არიან მიდრეკილები, ვიდრე მცენარეებისკენ, მაგრამ თუ მსგავსი საკვები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, შეუძლიათ კანაფის მცენარეებიც შეჭამონ.

მაშინაც კი, როდესაც მშივრები არ არიან, შეუძლიათ კანაფის ღეროებით მათი მუდმივად მზარდი კბილები მოიქავონ. იმის გამო, რომ ისინი ძალიან მაცდური არსებები არიან და გამოჩენა დიდად არ უყვართ, მათი დაჭერა რიგ შემთხვევებში რთულდება ხოლმე.

ვირთხებისა და თაგვებისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა მათთვის არასასიამოვნო გარემოს შექმნაა. რა თქმა უნდა, თუ თქვენს სიახლოვეს ქორები და სხვა ხორცისმჭამელი ფრინველები არიან, თაგვების პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა ეს მღრღნელები თქვენი მოსავლისთვის დიდ საფრთხეს მაინც არ წარმოადგენენ.

 

ლოკოკინები და ლოქორები

kanafis-parazitebi-lokokina

მარიხუანას გარეთ გაზრდის დროს ლოკოკინები და ლოქორები აშკარა პრობლემას წარმოადგენენ. ყველას გვინახავს ვერცხლისფერი მბზინავი ხაზები, რომლებსაც ისინი ტოვებენ და მივხვედრილვართ, რომ იქ ლოკოკინამ გაიარა.

ორივე მათგანი გემრიელად შეექცევა მარიხუანას. ასე, რომ ისინი არც თუ ისე მცირე პრობლემას წარმოადგენენ. მათზე მონადირე ბუნებრივი მტაცებლები არიან ბაყაყები და გომბეშოები, ამიტომ ამფიბიებისთვის სასურველ გარემოს შექმნით, ლოკოკინებით გამოწვეულ პრობლემებს თავიდან მარტივად აირიდებთ.

თუკი ამას ვერ მოახერხებთ და თქვენს ბაღში უკვე გაჩნდა ლოკოკინებისა და ლოქორების პრობლემა, მაშინ გეტყვით, რომ მათთან საბრძოლველად მრავალი გზა არსებობს. ფაქტია, რომ ლოკოკინებსა და ლოქორებს მარილი მარტივად კლავს, მაგრამ მათი თავიდან მოშორება მრავალი ინოვაციური მეთოდითაც შეგიძლიათ. ამ მეთოდების გასარკვევად გთხოვთ იხილოთ: მცენარეთა დაცვა.

 

ობობისებრი ტკიპები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც მარიხუანას ბაღებში შეგხვდებათ ეს ობობის ტკიპაა. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ზრდასრულ ასაკს სულ რაღაც ხუთ დღეში აღწევენ, ასე, რომ მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ ბაღის განადგურება.

ობობის ტკიპები ძირითადად მცენარეებით იკვებებიან. ისინი საზრდოობენ მათ მიერ მოპოვებული ქლოროფილებით და მცენარეებს ენერგიას აცლიან, ამან კი შესაძლოა მთელი მოსავალი გაგინადგუროთ

ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, მათ შორის ზოგიერთი ბუნებრივი მტაცებლის გამრავლებაც, მაგალითად ჭიამაიების. თუ მათი მოპოვება არ შეგიძლიათ, შეიძინეთ ობობისებრი ტკიპების გამრავლების შესაჩერებლად შექმნილი ნიმის ზეთი –  neem oil, რომელსაც მცენარეებს შეაშხურებთ. ისინი გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ და მცენარის ქვეშ დაიხოცებიან.

 

თრიფსები

თრიფსები ძალიან პატარა მწერები არიან, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეუძლიათ მარიხუანას ბაღისთვის უზარმაზარი ზიანის მიყენება. ისინი ძირითადად ნორჩი ყვავილებით იკვებებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მცენარეების მომწიფების პროცესი საგრძნობლად შემცირდება. ისინი ასევე დაავადების გადამტანებიც არიან და ერთი მცენარიდან მეორეზე სხვადასხვა ვირუსებს ავრცელებენ. ეს ვირუსები კი შესაძლოა თრიფსებზე ბევრად უფრო სახიფათოები აღმოჩნდნენ.

თრიფსებისგან თავის არიდება მათი პრევენციაა. მაღალი ხარისხის კომპოსტის გამოყენება თქვენს მცენარეს თრიფსებისგან დაიცავს, თუმცა თუ თქვენს ბაღს უკვე გაუჩნდა თრიფსები აუცილებლად უნდა მიიღოთ რაღაც ზომები მათ გასანადგურებლად.

არსებობს რამდენიმე ბუნებრივი მტაცებელი, მაგალითად მტაცებელი ტკიპები, რომლებიც თრიფსებით იკვებებიან. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მიქსტურები თრიფსების გასანადგურებლად, რომლებიც შეგიძლიათ წყალში შეურიოთ და მცენარეს შეასხუროთ.

 

ფრთათეთრები

ფრთათეთრები პატარა, მაგრამ თქვენი კანაფისთვის ძალიან სახიფათო მწერები არიან . ისინი ფოთლების ქვეშ იმალებიან. მათ შეუძლიათ მცენარეები სხვადასხვა ვირუსებით დააავადონ. ფრთათეთრებთან ბრძოლის საუკეთესო გზა მათი გამოჩენისთანავე განადგურებაა.

ამაში კი ბუნებრივი მტაცებლები დაგეხმარებიან. ზინაის მსგავსი მცენარის დარგვა კარგი საშუალებაა კილიბრებისა და ისეთი მტაცებელი მწერების მოსაზიდად, რომლებიც ფრთათეთრებზე ნადირობენ. წესით ამან ფრთათეთრები უნდა დააფრთხოს, თუმცა თუ არ გაგიმართლათ, შეგიძლიათ ნივრის ექსტრაქტი მიასხუროთ მცენარეებს.

kanafis-mwerebi-da-parazitebi კანაფის მწერები და პარაზიტები

 

წყარო: რობერტ ბერგმანი

კომენტარის დატოვება