სახელმძღვანელოები

ნაბახუსევი და მარიხუანა

kanafi-nabaxusevi

არის თუ არა კარგი მარიხუანა ნაბახუსევს? 

 სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეუძლია დაგეხმაროთ მარიხუანა ნაბახუსევს, მანამდე  მოდით, გადავხედოთ, თუ რას იწვევს ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება:

  • შარდის წარმოების გაზრდა: შედეგი არის დეჰიდრატაცია, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, მომაბეზრებელი წყურვილი და თავბრუსხვევა.
  • ანთებითი პასუხი: როდესაც ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამთ, თქვენი იმუნური სისტემა იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა მადის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები და კონცენტრაციის ნაკლებობა.
  • გაღიზიანებული კუჭი: თქვენი ნაბახუსევი ასევე იწვევს კუჭის მჟავიანობის მატებას და აჭიანურებს კუჭის დაცლის პროცესს. შედეგი მოიცავს ღებინებას, გულისრევასა და ტკივილს.
  • თქვენი სისხლძარღვები გაფართოებულია: შედეგი ძლიერი თავის ტკივილია.

მარიხუანა ხსნის ღებინების შეგრძნებას

თუ ოდესმე დატანჯულხართ ნაბახუსევით (ე.წ “პახმელიით”), აუცილებლად გაგახსენდებათ ღებინების აუტანელი შეგრძნება, როდესაც საჭმლის დანახვაც კი გეზიზღებათ. დაუმატეთ ამას თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი და მგრძნობელობა შუქის მიმართ, ეს ხომ უბედურების კოქტეილია… საბედნიეროდ მარიხუანას შეუძლია დაგეხმაროთ.

არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს THC– ს შესაძლებლობას, რომ ამცირებს გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას.
მაგალითად, Parker, Rock, და Limebeer -ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ფსიქოაქტიური კანაბინოიდი – მის არატოქსიკურ შემცველთან ერთად (სიბიდი) – ეხმარება ადამიანს გულისრევისა და ღებინების შემსუბუქებაში.
სინამდვილეში, კანაფი სავარაუდოდ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ქიმიური წამალი, რომელსაც აქვს შეზღუდული ეფექტურობა.

მარიხუანა ზრდის მადას

გულისრევის შეგრძნება უზრუნველყოფს იმას, რომ ჭამა ან დალევა არც კი მოგინდეთ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს დარჩებით საჭმლის გარეშე, მით უარესი გახდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  წამალი არ არის უკეთესი, ვიდრე ჯანსაღი ალტერნატივები, როგორიცაა კვერცხი, მწნილები და ავოკადო. უფრო მეტიც, უკეთესია ჭამოთ ცხიმიანი საკვები, სანამ დალევას დაიწყებთ. ეს გეხმარებათ ნაბახუსევზე ადვილად გამოსვლაში.

კვერცხი იდეალური საკვებია , რადგან ის შეიცავს ამინომჟავის ცისტეინს, რომელიც ასუფთავებს ღვიძლს აცეტალდეჰიდისგან, ტოქსინისაგა, რომელიც იწვევს ნაბახუსევს (სახმელიას). გარდა ამისა, ავოკადო არის კალიუმის შესანიშნავი წყარო, ხოლო მანგოს ფრუქტოზა ავსებს თქვენს გლუკოზის დონეს, რაც ორგანიზმს ალკოჰოლის გამოდევნაში ეხმარება.

მარიხუანაში არსებული THC ხელს უწყობს ფენომენს, სახელად „ ‘the munchies“, რაც გულისხმობს მადის უეცარ მოზღვავებას. ამ მიზეზის გამო, მცენარეს იყენებენ სამედიცინო დანიშნულებისთვის, როგორიცაა პაციენტებში მადის რეგულირება და სხვა.
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის ბაზაზე არსებული გარკვეული ნეირონები ზრდის მადას, როდესაც THC გააქტიურებულია.

მცენარის მოწევა არ იმოქმედებს პირდაპირ დეჰიდრატაციაზე, პირიქით  ეფექტმა შეიძლება შეამციროს გულისრევის შეგრძნება ისე, რომ შეძლოთ წყლის დალევა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწევის შემდეგ, შეიძლება გქონდეთ პირის ღრუს სიმშრალე, რაც ხშირ შემთხვევაში გამაღიზიანებელია, მაგრამ ნაბახუსევის დროს იდეალურია, რადგან იძულებულს გხდით მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

კანაფი გეხმარებათ თავის ტკივილის გაყუჩებაში

განუწყვეტლივი კაკუნი თავის ქალაში – ეს არის ნაბახუსევი და ეს მტკივნეულია! ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს ფარდების დახურვა და მთელი დღე საწოლში წოლაა, რადგან მოძრაობა მტკივნეულია, როგორც მგრძნობელობა შუქის მიმართ.

2016 წელს ჩატარებული Rhyne et al-ის კვლევის დროს, აკვირდებოდნენ სამედიცინო მარიხუანის ზემოქმედებას 121 ადამიანში, რომელთაც ქონდათ ქრონიკული შაკიკი. კვლევამ დაადგინა, რომ ყოველთვიური შაკიკის საშუალო რიცხვი განახევრდა მათ შორის, ვინც რეგულარულად მოიხმარდა სამედიცინო მარიხუანას. უფრო მეტიც, მომხმარებელთა 85% –მა დაადგინა, რომ მარიხუანა ამცირებს თავის ტკივილის სიხშირეს.

მარიხუანა გეხმარებათ დაძინებაში და გაღვიძებაში

თუკი გტანჯავთ პახმელია, სავარაუდოდ, დილამდე სვამდით. ამრიგად, თქვენი სიმპტომების ნაწილი გამოწვეული იქნება ძილის ნაკლებობით. პირველი რიგში, თქვენ ვერ შეძლებთ დატკბეთ კარგი ხარისხიანი ძილით, როდესაც ბევრი ალკოჰოლია ორგანიზმში. რა თქმა უნდა, შეიძლება დაიძინოთ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ ეს არ იქნება ისეთივე დამამშვიდებელი ან გამაჯანსაღებელი, როგორც ძილი, როდესაც არ ხართ მთვრალი. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ძილის შესაძლებლობა, თქვენი პახმელია არ მოგცემთ ამის საშუალებას. ძილი ხელს უწყობს თქვენს სიმპტომებს, რადგან ის თქვენს ღვიძლს საშუალებას აძლევს სხეულისგან ალკოჰოლი გამოდევნოს.

როცა სწორად შერჩეულ მარიხუანას ეწევით მისი ეფექტი მაშინვე სიზმრების სამყაროში გიშვებთ, იმ იმედით, რომ გაიღვძებთ დასვენებული და გაჯანსაღებული. როდესაც საქმე გამოღვიძებას და ტკივილის მოშუშებას ეხაბა, ისეთი ჯიში, როგორიცაა Jack Herer-ი იდეალურია თავისი ენერგიულობითა და გაბუჟებით.

კანაფის სწორი ჯიში ნაბახუსევისთვის

ამდენი ჯიშის ასორტმა შეიძლება დაგაფიქროთ, თქვენთვის რომელი ჯიშების კომბინაციაა სასურველი და რითი/როგორ არის მისი მიღება შესაძლებელი, შეიძლება დრო დასჭირდეს ამის განსაზღვრას. მაგალითად, ვეიპით მოწევა კარგი იდეაა, რადგან არ უნდა ადგეთ საწოლიდან. ეს სწრაფი და მარტივია.

უმჯობესია აირჩიოთ ჯიში, რომელიც შეიცავს როგორც სიბიდის, ასევე THC-ს; სასურველია მინიმუმ 1:1 თანაფარდობით (თუმცა სიბიდის უფრო მაღალი ჯიშები უკეთესია). კვლევების თანახმად, 1: 1 თანაფარდობა შესანიშნავი კომბინაციაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ანთების ჩასაცხრობად. CBD ასევე შესანიშნავია ორგანიზმში წყლის შესანარჩუნებლად და გაუწყლოების წინააღმდეგ ბრძოლაში. ინდიკა გეხმარებათ დალევის შემდეგ მოხმარებისთანავე, ხოლო სატივა დომინანტი ჰიბრიდები იდეალურია თავის ტკივილის დროს. 

კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ მარიხუანა ს შეუძლია ბრძოლა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების, საშინელი შედეგების  წინააღმდეგ. ის ასტიმულირებს მადას, ათავისუფლებს სხეულს გულისრევის შეგრძნებისგან ან/და გაძლევთ ენერგიას და ამცირებს თავის ტკივილის სიმძიმეს. სხვა თუ არაფერი, კანაფს შეუძლია ნაბახუსევი (პახმელიის) სიმპტომების შემსუბუქება. მართალია ჯადოსნური ჯოხივით წამებში არ აქრობს ტკივილს, მაგრამ ზღვა სიამოვნებას მიიღებთ როდესაც შეიგრძნობთ მის ეფექტს.

ასევე, გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე, როდესაც ძალიან ბევრს სვამთ, ცუდი რამ გარდაუვალია. ასე რომ, ირონიულია, რომ მარიხუანა, რომელიც ალკოჰოლის უარყოფითი სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, არის ორი ნივთიერებიდან ერთადერთი, რომელიც უკანონოა.

კომენტარის დატოვება