როდესმე გიგრძვნიათ პახმელია დიდი რაოდენობით კანაფის მოხმარების შემდეგ? ამ სტატიაში გასწავლით, როგორ უმკურნალოთ თავს. საბედნიეროდ, ბალახი არ გავს ალკოჰოლს. ყველაზე “დაბოლილი” ღამის შემდეგაც კი შესაძლოა არ დაგეწყოთ თავისა ან მუცლის ტკივილი. ამის მიუხედავად, კანაფს გააჩნია საკუთარი პახმალიისმაგვარი ეფექტები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ კანაფისგან და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას.
კანაფი და ნაბახუსევი
მარიხუანას პახმელიის გამოწვევა იცის დიდი დოზით კანაფის მოხმარებამ. წინა ღამეს ძალიან ბევრჯერ დაარტყით ნაპასი ბონგს? ნუ გაგიკვირდებათ თუ დილით თავს გაბრუებულად იგრძნობთ. კანაფის მძაფრი ეფექტები მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, მაგრამ შემდგომი ეფექტები უფრო გვიან გადის, განსაკუთრებით თუ კანაფი საკვების სახით მიიღეთ.
კანაფის პახმელიის ნიშნები მოიცავს:
- დაღლილობა
- თავის ტკივილი
- აპათიურობა
- თვალის სიმშრალე
- გემოვნების გაუარესება
- მსუბუქი გულისრევის შეგრძნება
- ხველა
მოსაწევის მოწევის შემდეგ დაბოლების ეფექტი მომდევნო 3-4 საათის განმავლობაში გრძელდება, პიკი კი დაახლოებით პირველი საათიდან იწყება. საკვებით მიღების შემთხვევაში ეფექტის მიღებას შესაძლოა 2 საათამდე დასჭირდეს და გაგრძელდეს 6 საათი.
რა იწვევს კანაფის “პახმელიას”?
ძირითადი ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ტეტროჰიდროკანაბინოლს (THC), აქვს ხანგრძლივი ნახევარდაშლადი პერიოდი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაძლოა კიდევ ვგრძნობდეთ კანაფის ეფექტს მოხმარებიდან ძირითადი ეფექტის გასვლის შემდეგ. კანაბინოიდები იმალებიან ცხიმოვან ქსოვილებში შედარებით დიდი ხნის მანძილზე, იმის მიხედვით თუ როგორ წვავთ თქვენ ცხიმებს, რაღაც რაოდენობის THC განმეორებით გამოიმუშავება თქვენს ორგანიზმში. სწორედ ამიტომ მთელი ორგანიზმის THC-ისგან სრულიად გასუფთავებას დიდი დრო სჭირდება.
კანაფის პახმელიის აკიდება ყველაზე რეალურია კანაფით დამზადებული საკვების მიღების შემდეგ, რადგან ღვიძლი THC-ის გადაამუშავებს ბევრად ძლიერ ნივთიერებად, რომელსაც ქვია THC-COOH, ამიტომ მას მარტივად შეუძლია სისხლიდან ტვინში გადაადგილება. საკვებ კანაფს ბევრად უფრო ძლიერი დაბოლების ეფექტი აქვს ვიდრე მოსაწევ კანაფს, ამიტომ საკვები კანაფით არასასურველი ეფექტების მიღება მარტივია. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ბევრად ხანგრძლივი პახმელიის შეგრძნება, რადგან საკვებ პროდუქტს ბევრად დიდი დრო სჭირდებათ ტვინამდე მისაღწევად.
თუ თქვენ შეჭამთ დიდი რაოდენობით კანაფის პროდუქტებს, შესაძლოა თქვენს ორგანიზმს მისი გადამუშავებისთვის მთელი დღე დასჭირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში ახდენს THC-ის მეტაბოლიზაციას და THC-ის, THC-COOH-დ გარდაქმნას.
ექიმი ნევროლოგის ფრენცის ჯენსონის თქმით, პახმელიის ეფექტი უფრო ხშირად ვლინდება თინეიჯერებში ვიდრე ზრდასრულებში.
“თინეიჯერის ტვინს ბევრად უფრო მეტი სივრცე აქვს კანაფის დალექვისთვის, სწორედ ამიტომ თინეიჯერების ტვინში ბევრად დიდიხანი რჩება კიდეც. ბევრად უფრო ეფექტურად იმორჩილებს კანაფი თინეიჯერის ტვინს ვიდრე ზრდასრულისას. […] მაგალითად, თუ თინეიჯერი მარიხუანას მოიხმარს შაბათს, შედეგები გამოვლინდება ოთხშაბათ-ხუთშაბათამდეც კი. ზრდასრულნი კი არ მიიღებენ ასეთ ხანგრძლივ ეფექტს.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თინეიჯერებს კანაფი თრობას უგრძელებს მთელი კვირის მანძილზე. უბრალოდ, ერთერთი პრობლემა ისარის, რომ თინეიჯერები უფრო დიდი ალბათობით განიცდიან მსუბუქ სიმპტომებს, ისეთებს როგორიცაა, დაღლილობა, მოთენთილობა, მეხიერების პრობლემები, დაბინდული გონება, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება მას შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე რაც მოიხმარეს მარიხუანა.
როგორ ვიმკურნალოთ ნაბახუსევს?
პირველი ნაბიჯი კანაფის პახმელიის მოშორებისთვის, მისი შეჩერების ცოდნაა. იმისთვის რომ შეაჩეროთ პახმელია :
- არ გაათამამოთ თავი, დაჯერდით გონებრივ დოზას.
- დაიცავით ბალანსირებული დიეტა, სასარგებლო ცხიმების, ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით.
- თავი აარიდეთ შაქარს, კოფეინსა და ალკოჰოლს
- სვით ბევრი წყალი
- მოიხმარეთ ცოტა კანაფი დიდი ოდენობით სიბიდის შემცველობით