რჩევა: კანაფის მცენარე ძალზედ მდგრადია და შეუძლია გაუძლოს მკაცრ გარემოსა და მავნებლებს გარკვეული დრო, მაგრამ მებაღეებმა არ უნდა გარისკონ მოუგვარებლად დატოვონ პრობლემა. თუ თქვენი კანაფის მცენარეები ავადმყოფურად გამოიყურება, აქ მოცემულია რამდენიმე საშუალება, რომელიც დაფუძნებულია სავარაუდო პრობლემაზე ან საკითხზე.
ადამიანები, რომლებიც ზრდიან, მცენარე მარიხუანას, განსაკუთრებით დამწყებ მებაღეებს აუცილებლად შეხვდებათ მცენარის მავნებლები და არაერთი პრობლება თუ კანაფის დაავადება, ზრდის განმავლობაში.
საბედნიეროდ, კანაფის მცენარეები ძალზედ მდგრადია და შეუძლია გაუძლოს უხეშ გარემოსა და მავნებლებს გარკვეული დრო. ეს ხელსაყრელია, რადგან საშუალებას გაძლევთ გაერკვეთ, თუ რა სახის პრობლემასთან გაქვთ საქმე და მცენარის სრულად დაღუპვამდე მოაგვაროთ ის.
ნუ ინერვიულებთ თუ თქვენს მცენარეს შეატყობთ რაიმე პრობლემას, ეს დასასრული არ არის! პირველ რიგში აუცილებელია აღმოაჩინოთ სიმპტომები და შემდეგ შეადაროთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ სიმპტომებს, იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით და განკურნეთ, რამდენიმე დღეში შედეგს აუცილებლად ნახავთ!
ზედმეტი წყალი / წყლის ნაკლებობა
მარიხუანას მორწყვისას ზედმეტი წყალი ან მისი ნაკლებობა, არის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, განსაკუთრებით დამწყებ მებაღეებში, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივია. თუ თქვენ შეატყობთ, რომ კანაფის ფოთლები უსიცოცხლოდ არის ჩამოკიდებული ან ცვივა, ეს იმის ნიშანია, რომ მორწყვა აკლია, ამ დროს მცენარე საგრძნობლად ანელებს ზრდის პროცესს. თუ თქვენ ამ ნიშნებს შეატყობთ, ერთდერთი რაც უნდა გააკეთოთ, მცენარის ხშირი მორწყვაა, უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული ფოთლები მორწყვიდან 30 წუთში ქორფა და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება!
როდესაც მცენარე ირწყვება საჭიროზე მეტად, ამ შემთხვევაში ფოთლები ქვემოთ იხვევა და ძალიან მყარია, რადგან წყლით არის გაჯერებული, ზრდა ამ შემთხვევაშიც საგრძნობლად ნელდება. თუ არ მორწყავთ მცენარეს უფრო იშვიათად ის დაიღუპება. შეამოწმეთ თუ მცენარის ირგვლივ ნიადაგი 3 სანტიმეტრის სიღრმეზე მშრალია, ესეიგი მზად არის მოსარწყავად. ზედმეტი მორწყვის შემთხვევაში, როდესაც აღმოაჩენთ სიმპტომს, დაელოდეთ რამდენიმე დღე, სანამ ნიადაგი კარგად არ გამოშრება და შემდეგ შეურჩიეთ უფრო შესაფერისი მორწყვფის გრაფიკი.
ჭარბი სასუქით დამწვრობა
მკვებავი ნივთიერებებით დამწვრობა კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა, როგორც დამწყებთათვის ასევე გამოცდილ მებაღეებს შორის, ეს მაშინ ხდება, როდესაც სასუქის მიწოდება საჭირო რაოდენობაზე მეტია.
ამის აღმოჩენა მარტივია, თუ ფოთლებს წვერები გაუყავისფერდება თითქოს ის დამწვარია, აუცილებლად შეუწყვიტეთ სასუქის მიწოდება 1 ან 2 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ შეარჩიეთ მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების დოზა და გრაფიკი.
დამწვრობა განათებით
თუ თქვენი მცენარის ფოთლების წვეროები ძალიან ახლოს არის გასაზრდელ განათებასთნ, ეს გამოიწვევს ფოთლების სიყვითლეს და დაწვას. ამ პრობლემის დასადგენად ყველაზე მარტივი გზაა ფოთლების მოძებნა, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან თან; ისინი თავიდან დაიწყებენ ყვითლად შეფერვას და შემდეგ იგი გავრცელდება მცენარეთა სხვა ადგილებში.
პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა განათება ეკიდოს მცენარის წვეროდან 30 სანტიმეტრზე. რამდენად ახლოს უნდა იყოს თქვენი განათება, ყოველთვის დამოკიდებულია მათ სიძლიერესა და მცენარეზე. რა თქმა უნდა დაათვალიეროთ სახელმძღვანელო თქვენს შუქზე, რადგან ის ყოველთვის ახსნის ამ სპეციფიკური შუქის იდეალურ დისტანციებს.
არასწორი pH დონე
არასწორი pH დონე მარიხუანას გაზრდისას ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგი შეიცავდეს საჭირო pH დონეს, რადგან თქვენი სასუქები და წყალი საჭირო რაოდენობით მიიღოს კანაფმა, ასეთი ნიადაგი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ შთანთქავს თქვენი მცენარე ამ საშუალებებს.
თუ არასწორია PH დონე, ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების მიღების დაბლოკვა მცენარეში, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე არსებითად შოკშია და აღარ იღებს სასუქს. თუ ვინმეს კანაფის გაზრდისას პრობლემა აქვს, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ pH დონეს, თითქმის ყოველთვის პრობლემა სწორედ ეგ არის!
აზოტის დეფიციტი და ტოქსიკურობა
აზოტი წარმოადგენ 3 ძირითადი კომპონენტიდან ერთ მაკროელემენტს, რომელთა წყალობითაც მცენარე კანაფი ცოცხლობს, ამიტომ მისი არსებობა საჭიროა მცეარის საკვებ ნივთიერებებში.
საკვები ნივთიერებების ბოთლების წინა მხარეს, ნახავთ ერთმანეთის გვერდით ჩამოთვლილ სამ ნომერს, რომელზეც გამოსახულია ნიშნები. ეს არის N-P-K თანაფარდობები, რომლებიც სიმბოლოა სამი ძირითადი მაკროელემენტების: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.
როდესაც სისტემაში არის აოზოტის ნაკლებობა, ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია, ამ დროს კანაფის ფოთლები იწყებს გაყვითლებას და დაღუპვას. ეს პრობლემა მარტივი გამოსასწორებელია, თუ უკვე შემოწმებული გაქვთ pH დონე, უბრალოდ დაამატეთ საკვები ნივთიერება, რომელშიც ჭარბობს კალიუმი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ უახლოვდებით მოსავლის აღების პერიოდს, თქვენი კანაფის ფოთლები ბუნებრივად ყვითელდება, რადგან კვირტები მათგან აზოტს გამოიყვანს, ზრდის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც სრულიად ნორმალურია და არაფერია სანერვიულო.
ობობა ტკიპები
მიუხედავად იმისა, რომ ობობა ტკიპა არც ისე გავრცელებულია, როგორც წინა პრობლემები, მაგრამ ეს მავნე ორგანიზმი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და რთულად მოსაგვარებელი. თუ მას ადრეულად არ გაანადგურებთ, შესაძლოა ვერ შეძლოთ მათგან განთავისუფლება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის დააკვირდეთ თქვენს მცენარეებს, ყოველ ორ დღეში ერთხელ, რომ თქვენ შეძლოთ მავნებლებისა და სხვა პრობლემების აღმოჩენა, რაც შეიძლება მალე.
ობობა ტკიპებისა და სხვა მავნებლების უმეტესობა იმალება თქვენი კანაფის ფოთლების ქვედა მხარეს, ასე რომ ყოველთვის შეამოწმეთ მცენარის ეს ნაწილიც. ტკიპა და ზოგიერთი მავნებელი რთული შესამჩნევია, ამიტომ დათვალიერების დროს გამოიყენეთ გამადიდებელი შუშა, ის ასევე გამოგადგებათ ტრიქომების შესამოწმებლად. თუ ფოთლის ქვედა ნაწილას შეამჩნევთ მვეთრი ფერის წვრილ ობობის მსგავს წერტილებს, რომლებიც ერთად არიან შემჭიდროვებულები, ეს ნიშნავს, რომ მას ობობა ტკიპა ჰყავს.
თუ ამ პრობლემას მალევე არ გადაჭრით, ობობა ტკიპა მცენარის კვირტებსა და ფოთლებზე გაიკეთებს ქსელს ამ დროს უკვე გვიანია მცენარის გადარჩენა, მაგრამ თუ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენთ, თქვენ გადაარჩენთ კანაფს. საუკეთესო საშუალება მისი თვიდან ასაცილებლად, ორგანული საწამლავია. ან ყველას გაანადგურებთ ან ისინი გაანადგურებენ მცენარეს!
აფსიდები
ობობის ტკიპების მსგავსად, აფსიდი ჩამოკიდებულია კანაფის ფოთლების ქვედა მხარეს, მაგრამ ისინი მწვანე ფერისაა და გრძელი ფეხები აქვთ. ისინი საკმაოდ პატარები არიან, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ გამადიდებელი შუშა. თქვენ დაინახავთ, რომ ისინი მცენარის ირგვლივ დაცოცავენ და ფოთლიდან წოვენ საკვებ ნივთიერებებსა და წყალს, რაც იწვევს მათ გახრწნას და მცენარე კვდება.
ფხვიერი ჭრაქი
სოკოების ერთ – ერთი მეტად გავრცელებული სახეობა, რომელსაც კანაფზე წააწყდებით,თეთრი ფხვიერი ჭრაქი ხშირად ჩნდება დახურულ შენობაში კანაფის გაზრდის შემთხვევაში, არსებული ტენიანობის ძალიან მაღალი დონის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს დაბალი ჰაერის ნაკადი. საბოლოოდ ეს მტვრიანი ნივთიერება თქვენს მცენარეებზე ყალიბდება და კანაფის მცენარეების ჭამას იწყებს. პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას. აუცილებელია მოვაცილოთ დაავადებული ფოთლები. რომ აღარ გავრცელდეს ჭრაქი საჭიროა მეტი სიმშრალე (ნაკლები ტენი) და ჰაერის ნაკადი.
კვირტის სიდამპლე
მაღალი ტენიანობისა და ჰაერის დაბალი ნაკადის შედეგად გამოწვეული კიდევ ერთი პრობლემა, არის კვირტის ლპობა. ზედმეტმა მორწყვამაც შეიძლება ასევე გამოიწვიოს ეს. შედეგი არის თქვენი კანაფის კვირტების ლპობა. იგი დაიწყება შიგნიდან და ნელა გადააქცევს მათ ყავისფერ და მოლურჯო, დამპალ მასად.
ლპობის გავრცელების შესაჩერებლად საუკეთესო გზაა ჰაერის ნაკადის გაზრდა და საზრდელ ოთახში ტენიანობის შემცირება.
შემდეგ, თქვენ უნდამოაცილოთ ინფიცირებული ყველა კვირტი, რომ აღმოფხვრათ პრობლემა.
სითბოს სტრესი
სიაში ეს საბოლოო პრობლემაა და მონიტორინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც სახელწოდებაც მიგვითითებს, სითბოს სტრესი თქვენს მცენარეებზე სტრესის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გამოწვეულია ძალიან მაღალი ტემპერატურით საზრდელ ოთახში.
თუ ტემპერატურა Grow Box-ში ძალიან მაღალია, მცენარეთა ზრდა იწყებს შენელებას. როდესაც ტემპერატურა ცხელდება, კანაფის ფოთლები იწყებს გახმობას. ეს ყველაზე მარტივი გზაა იმის შესამჩნევად, განიცდის თუ არა თქვენი მცენარე სითბოს სტრესს და ამის გამოსასწორებლად ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ, დაუწიეთ ტემპერატურას შესაბამის დონემდე.
ასევე გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებების დეფიციტის უმეტესობასთან და ფოთლების პრობლემასთან დაკავშირებით, გამომწვევი მიზეზი არის pH- ის დონე. ასე რომ, ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეამოწმოთ ეს. ამის გარდა, ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენი ტემპერატურა და ტენიანობის დონე შესაბამისია. ამასთან, დააკვირდით საზრდელი ოთახის მავნებლებს.
თუ ამ ნაბიჯებს მიჰყვებით, მინიმუმამდე დაიყვანთ პრობლემებს.