Sensizym
ფესვთა ზონაში ფერმენტების დამატება შესანიშნავი იდეაა. ფერმენტები ორგანული კატალიზატორებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მთავარი მოვალეობა ფესვთა ზონაში ნარჩენების დაშლაა. გამოიყენეთ Sensizym დღესვე, რათა თქვენს ფესვთა ზონას სამი სხვადასხვა ფერმენტი შემატოთ. ამ მარტივი გზის დახმარებით თქვენ გაააქტიურებთ მკვდარ ძირეულ მასალას და მათი დაშლით არამხოლოდ ფულს დაზოგავთ, არამედ გაზრდით თქვენი მცენარის მოსავლიანობასაც.
მცენარის ფესვები განსაკურებულ როლს თამაშობს მის ნაყოფიერებაზე. როდესაც ფესვთა ზონა აქტიური ფერმენტებითაა სავსე, ნადგურდება ისეთი ნარჩენები, რომლებიც მცენარემ ვერ შეიწოვა და გარდაიქმნება ისეთ ელემენტებად, რომლებსაც შემდგომ უკვე მცენარე შთანთქავს. ცხადია, რომ თქვენი მცენარე დიდ სარგებელ მიიღებს, როდესაც ფესვის ზონიდან მკვდარი ნივთიერებები გარდაიქმნება ისეთ აქტიურ ნივთიერებებად, რომლებითაც მცენარე გამოკვებას შეძლებს. ეს ასევე ფულის დაზოგვაშიც შეგიწყობთ ხელს.
ფერმენტებით მდიდარი ფესვის ზონა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზ , რის გამოც კანაფის მცენარე ზომაში უზარმაზარი ხდება და გვაძლევს უხვ მოსავალს. თუმცა არ შეიძლება ნებისმიერი ფერმენტის დამატება თქვენი მცენარის ფესვის ზონაში. მათ უნდა დაუმატოთ ისეთი სასარგებლო ფერმენტები, როგორებიცაა ქიტინაზები, პროტეაზები, ჰიდროლაზები, გლუკანაზები და ცელულაზები.
როდესაც ამ ფერმენტების კონცენტრირებულ რაოდენობას ნერგავთ თქვენი მცენარის ფესვის ზონაში, თქვენ მას უქმნით ენერგიულ ფერმენტულ გარემოს, რომლებიც მცენარეს აუცილებლად გამოადგებათ. ამავდროულად ფერმენტები ნარჩენ ნივთიერებებს მცენარისთვის მარტივად მოსანელებელ საკვებად აქცევს.
ახლა მოდი გამოვიკვლიოთ, თუ როგორ იღებთ სრულყოფილ ფერმენტებს ფორმულაში, რომელიც თქვენს მცენარეებს განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანს. ძალიან ბევრი კომპანია უბრალოდ ურევს სხვადასხვა ფერმენტს, ყოველგვარი თანაფარდობის გარეშე და გთავაზობთ პროდუქტს, რომელიც თქვენს მცენარეს დააზიანებს. საჭიროა შეირჩეს ფერმენტთა ზუსტი ტიპები და მათი საჭირო თანაფარდობები, რომლებიც გამოცდილია, რომ ყველაზე ძლიერად და სწრაფად მუშაობენ კანაფის ფესვთა ზონაში.
ზოგიერთ კომპანიას საერთოდ არც კი დააქვს ეტიკეტზე, თუ კონკრეტულად რა ფერმენტებს შეიცავს მათი დანამატი. იმისათვის, რომ თქვენს მცენარეებს ეფექტური ფერმენტების ფორმულა მიაწოდოთ, თქვენ უნდა შეიძინოთ ისეთი ფერმენტები, რომლებიც პროფესიონალი ბიოინჟინერის ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი.
ასეთ ლაბორატორიებში მეცნიერები ზრდიან ნიადაგისთვის სასარგებლო მიკრობების უზარმაზარ რაოდენობას და შემდეგ კონკრეტული მცენარისთვის მათი კონკრეტულ დოზებს ადგენენ. ამის შემდეგ ტესტირება ხდება და დგინდება მათი შენახვის მაქსიმალური ვადა, სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობის დონე ფესვის ზონაში.
ჩვენმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცალკეული ფერმენტი შეიძლება სხვა ფერმენტებთან ერთად კარგად ვერ მუშაობდეს. ზოგი ფერმენტი უბრალოდ არ შეიძლება, რომ აქტიურ ხსნაში მოთავსდეს. ისინი არეგულირებენ Ph დონესა და ზრუნავენ ფერმენტების ბიოაქტივობის შენარჩუნებაზე. ჩვენმა მეცნიერებმა კარგად იციან pH და ტემპერატურის ის სწორი დოზა, რომელიც თქვენს მცენარეს სჭირდება.
ასევე საჭიროა აღინიშნოს , რომ არსებობს სარგებლობის წრიული ციკლი, რომელიც Sensizym-ს ფერმენტებში გვხვდება. მაგალითად, როდესაც Sensizym-ის ფერმენტები მკვდარ ორგანულ მასალას შაქრად აქცევს, სასარგებლო მიკრობები ჭამენ ამ შაქარს და ქმნიან უფრო მეტ ფერმენტს. შეგიძლიათ დაზოგოთ ფული სხვადასხვა მატერიების შეძენაზე და თქვენს ფესვების ზონას მხოლოდ ეს პროდუქტი მოახმაროთ, ის მაქსიმალურად სწრაფად გადააქცევს საკვებ ნარჩენებს სასარგებლო ელემენტებად და თქვენს მცენარეს ხელს შეუწყობს როგორც ფესვების განვითარებაში , ასევე სრულ ზრდაში.
sensizym აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ თქვენ 100% ით ორგანული მეთოდებით აპირებთ კანაფის მცენარის მოყვანასა და გაზრდას. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, რომელიც Sensizym-ს გამოყენების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს. Sensizym ისე სწრაფად და ხარისხიანად ასუფთავებს ფესვების ზონას, რომ თქვენ შეგიძლიათ მეორედ გამოიყენოთ ისეთი ფესვთა ზონის საშუალებები, როგორიცაა ქვიშა ან ქოქოსის ბოჭკო. ეს დაგიზოგავთ ფულსაც და დროსაც, რადგან თქვენ აღარ დაგჭირდებათ ფესვების ზონის მასალის ხშირად ყიდვა.
ასე რომ შეიძინეთ Sensizym და მიეცით მცენარის ფესვთა ზონას ეს უსაზღვრო სარგებელი. როდესაც ფერმენტების შეძენას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ Sensizym ერთადერთი ფერმენტია, რომელსაც აქვს ბიოაქტიური, კონცენტრირებული ფერმენტების ფართო ასპექტი, რომელიც სპეციალურად არის გამოკვლეული და ფესვთა ზონისთვის იდეალურად ითვლება.
ხშირად დასმული კითხვები
მომცემს საშუალებას Sensizym , რომ ჩემი ქოქოსის ბოჭკო ხელმეორედ გამოვიყენო?
რათქმაუნდა, ქოქოსის ბოჭკოს ძლიერი ლიგნინის სტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ის რამდენჯერმე გამოიყენო. ზოგიერთი გროვერი ძველ ფესვებს აშორებს მას, ზოგი კი არა, თუმცა მოსავლის აღების შემდეგ გამორეცხვა და Sensizym-ის მუდმივი გამოყენება მომდევნო გაშვების დროს თქვენს ქოქოსის ბოჭკოს მრავალჯერად საშუალებად აქცევს.
მაღაზიაში მისვლისას გამყიდველმა მითხრა, რომ Sensizym უკვე სამი თვეა რაც თაროზე უდევს და არ მირჩევს ისეთი ფერმენტების გამოყენებას, რომელიც 3 თვეზე მეტისაა, როგორ მოვიქცე? რამდენ ხანს ძლებს თქვენი ფერმენტები?
ჩვენს პროდუქტს აქვს ყველაზე გრძელი შენახვის ვადა. შენახვის ნორმალურ პირობებში, გონივრულ ტემპერატურაში და კონტროლირებად სათავსოში შენახვის ვადა არის 18 თვე (თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის ბევრად უფრო დიდხანს რჩება სიცოცხლისუნარიანი)
რაღას უცდი? შეიძინე Sensizym ჩვენს გროუშოფში ახლავე
კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 | კვირა 7 | |
Sensizym | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ | 2მლ/ლ |