კანაფი – მოყვავილე მცენარეების ჯგუფს წარმოადგენს და მიეკუთვნება კანაფისებრთა ოჯახს, რომლის კულტივირებაც, სხვადასხვა მიზნით, ათასწლეულებია ხდება. ამ ჯგუფში სხვადასხვა მცენარეა გაერთიანებული, ესენია სატივა, ინდიკა, რუდელარისი და ინდუსტრიული კანაფი.
გარდა გარეგნული განსხვავებებისა, კანაფის სახეობები განსხვავდება მათში შემავალი კომპონენტების სპეციფიკური პროფილით (ფიტოკანაბინოიდები და ტერპენები).
მარიხუანა – არის სატივას/ინდიკას ნაწილები, როგორებიცაა ყვავილები, მარცვლები. ის შეიცავს ფსიქოაქტიურ ფიტოკანაბინოიდს THC-ს სხვა ფიტოკანაბინოიდებთან ერთად.
შესწავლილი ფიტოკანაბინოიდები
- trans-delta-9-tetrahydrocannabinol (Δ9-THC)
- Cannabinol (CBN)
- Cannabidiol (CBD)
- Cannabidiolic Acid (CBDA)
- Cannabigerol (CBG)
ენდოკანაბინოიდური სისტემა
- ენდოკანაბინოიდები (ანანდამიდი)
- კანაბინოიდურ რეცეპტორები – CB1 & CB2
- ენდოკანაბინოიდების სინთეზში და დაშლაში მონაწილე ფერმენტები
ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში უმთავრეს როლს თამაშობს ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ენდოკანაბინოიდებისგან (ადამიანის ორგანიზმის შიდა წარმოშობის კანაბინოიდები), კანაბინოიდური რეცეპტორებისგან და ენდოკანაბინოიდების სინთეზში და დაშლაში მონაწილე ფერმენტებისაგან.
მეცნიერებმა, სპეციფიკურად ტეტრაჰიდროკანაბინოლზე (THC) მგრძნობიარე რეცეპტორების უბნებს მიაკვლიეს, რაც ნიშნავს, რომ ტვინში ბუნებრივი ნეიროტრანსმიტერები არსებობს, რომლებიც აღნიშნული რეცეპტორების უბნებს ერგება და ტვინის იმავე ნაწილებზე აქვს გავლენა, რაზეც მარიხუანას. ტვინის ამ ქიმიურ ნივთიერებებს ენდოგენური კანაბინოიდი ნეიროტრანსმიტერები ან ენდოკანაბინოიდები ეწოდება.
კანაბინოიდები არის კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ სპეციფიურ რეცეპტორებზე ადამიანის ტვინში და სხეულში. ყველაზე მეტად შესწავლილი კანაბინოიდები არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). 102 ცნობილი კანაბინოიდიდან შესაძლოა სხვა ნივთიერებებსაც ჰქონდეთ სამედიცინო პოტენციალი. კანაბინოიდები ასევე ნანახია ადამიანის სხეულში (ენდოკანაბინოიდები). სამედიცინო მიზნით გამოყენებული კანაბინოიდი შეიძლება წარმოშობილი იყოს მცენარე კანაფიდან (ფიტოკანაბინოიდები) ან წარმოებული იყოს სინთეზურად ლაბორატორიაში (სინთეზური კანაბინოიდები). სინთეზური კანაბინოიდები მოქმედებენ იგივე რეცეპტორებზე, რომელზეც მოქმედებენ ბუნებრივი კანაბინოიდები და იწვევენ იგივე ეფექტს. სინთეზური კანაბინოიდების ქიმიური სტრუქტურა შესაძლოა არ იყოს ბუნებრივი კანაბინოიდების სტრუქტურის მსგავსი.
რა არის CBD სიბიდი – კანაბიდიოლი ?
- CBD (კანაბიდიოლი) არის ერთ-ერთი მინიმუმ 113 სხვადასხვა კანაბინოიდიდან, რომლებიც იზოლირებულია კანაფის მცენარისგან (ან კანაფის თესლისგან)
- არ არის ფსიქოაქტიური – არ შეუძლია ეიფორიის გამოწვევა
- ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან (THC) განსხვავებით არის ლეგალური
სიბიდი (CBD) – წამალია?
- კანაბიდიოლი არ არის მედიკამენტი, არამედ ის არის საკვები დანამატი.
- ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ენდოკანაბინოიდული სისტემა, რომელიც არეგულირებს გარკვეულ ფუნქციებს ჩვენს ორგანიზმში.
- ენდოკანაბინოიდული სისტემა მოიცავს მაგრამ არ არის ლიმიტირებული შემდეგ ფუნქციებში:
• ძილი
• მეხსიერება
• რეპროდუქცია და ნაყოფიერება
რა დროს არის რეკომენდირებული სიბიდი (CBD) ?
CBD ის საკვები დანამატი არის რეკომენდირებული და კონსულტანტებს შეუძლიათ შეთავაზონ მომხმარებელს ორი მიმართულებით:
• თერაპიული გამოყენების მიზნით
• უძილობის
• დაძაბულობის
• დეპრესიული ფონის
• შფოთვის
• პანიკური შეტევების დროს
• ქრონიკული ტკივილის და ქრონიკული კრუნჩხვების მართვის მიზნით.
ასეთ შემთხვევაში ძირითადად ექიმი უნიშვნავს პაციენტს. თერაპიული გამოყენება კი ინდივიდიუალურად, მომხმარებლის დონეზე წყდება.
ევროკავშირსა და საქართველოში სიბიდი არის კლასიფიცირებული საკვები დანამატის სახით. რაც იმას ნიშნავს, რომ არც პროდუქტს და არც მის გამყიდველ კომპანიას არ შეუძლია სამედიცინო გარანტიის მიცემა მომხმარებელზე. საკვები დანამატი შეიძლება გაიყიდოს, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე მის გარეშე. 2019 წლის შემდეგ ანტიდოპინგურმა სააგენტომ (USADA) ამოიღო კანაბიდიოლი კონტროლირებადი ნივთიერებებიდან, ასე რომ მისი მიღება შესაძლებელია პროფესიონალი ათლეტების მიერაც.
სიბიდის შესაძლო გვერდითი ეფექტები
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ნებისმიერი წყაროდან, რეკომენდებულია, დღიურად არაუმეტეს 70 mg CBD-ის მიღება. აღნიშული პროდუქტის მიღება არ არის განსაზღვრული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების შემთხვევაში, აუცილებელია მიღებამდე მიმართოთ ექიმს და გაიაროთ მასთან კონსულტაცია. თუ კი რაიმე ტიპის გვერდითი ეფექტი გამოვლინდა და თავს შეუძლოთ გრძნობთ, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.
3 ტიპის სიბიდი საკვები დანამატები:
- 0.2% -ზე მეტი THC ტეტრაკანაბინოიდს
- 0.2%- მდე THC ტეტრაკანაბინოიდს
- 0.0%- სრულიად ამოღებული THC ტეტრაკანაბინოიდი
SATIPHARM -ის მთავარი მახასიათებლები და მნიშვნელოვანი კომერციული დეტალები
– წარმოებულია შვეიცარიაში (Made in Switzerland)
– GMP სერტიფიცირებული საწარმო
– 3.5x ჯერ უფრო ეფექტური ვიდრე სიბიდის ზეთის სახით მიღება, მისი უკეთესი ბიოშეღწევადობის გამო
– ზუსტი დოზირება
– არ არის ფსიქო აქტიური- 0% THC
ამ ეტაპზე განვიხილოთ სატიფარმის 3 პროდუქტი:
- სატიფარმ CBD ექტივ კაფსულა 10მგ
- სატიფარმ CBD კაფსულა 10მგ
- სატიფარმ CBD მაქს სთრენგს კაფსულა 50მგ
SATIPHARM მთავარი მახასიათებლები და მნიშვნელოვანი კომერციული დეტალები
SATIPHARM კაფსულა
• 30 კაფსულა – 10 მგ CBD-ის კაფსულები
• რეკომენდირბული დოზა: დღეში ერთხელ 1 კაფსულა, ჭამის შემდეგ; 1-2 კვირის შემდეგ შესაძლებელია 2 კაფსულა დღიურად. არ არის რეკომენდებული 3 კაფსულაზე მეტი დღეში
• პროდუქტი არ არის რეკომენდებული ლაქტაციაში მყოფი ან ორსულად მყოფი ადამიანისთვის
• ჯამური სიბიდის შემცველობა 300 მგ, რაც ეფექტურობის კუთით არის 1,050 მგ CBD ექვივალენტი
SATIPHARM Active
• 30 კაფსულა – 10 მგ CBD-ის კაფსულები
• პროდუქტი ასევე შეიცავს ვიტამინ A, D, E, K-ს, რაც ეხმარება კუნთს ფუნქციონირებაში და იმუნურ სისტემას
• რეკომენდებული დოზა: დღეში 1- დან 3 კაფსულამდე, ჭამის შემდეგ. არ არის რეკომენდებული დღეში 3 კაფსულაზე მეტი
• პროდუქტი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში
• ჯამური სიბიდის შემცველობა 300 მგ, რაც ეფექტურობის კუთით არის 1,050 მგ CBD ექვივალენტი
SATIPHARM Max Strength
• 30 კაფსულა – 50 მგ CBD-ის კაფსულები
• რეკომენდებული დოზა: დღეში ერთხელ 1 კაფსულა ჭამის შემდეგ. არ არის რეკომენდებული დღეში 1 კაფსულაზე მეტი
• პროდუქტი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის და ორსულობის დროს
• სარეალზაციო ფასი 750 ლარი
• ჯამური CBD-ის შემცველობა 1,500 მგ, რაც ეფექტურობის კუხთით არის 5,250 მგ CBD-ის ექვივალენტი
REAKIRO CBD OIL – სიბიდი CBD ზეთი
- წარმოებულია ევროპაში (Made in EU), პოლონეთი
- GMP სერტიფიცირებული საწარმო
- 10მ ლ შეფუთვა- 500 მგ CBD. დღიური დოზა 2-ჯერ ჭამის შემდეგ. ოპტიმალური შედეგისთვის 5 წვეთი ენის ქვეშ, გადაყლაპვამდე აუცილებელია 1 წუთის განმავლობაში პირში დაყოვნება.
- ერთ შეფუთვაში არის 60 მიღება ანუ 1 თვის საკმარი რაოდენობა.
- პროდუქტი არ შეივავს ქიმიკატებს, პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, გლუტენს, არის ვეგანური და (NON GMO)
- პროდუქტი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის და ორსულობის დროს