მარიხუანას ყველა სარგებელის მიუხედავად, რეგულარულად ან ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ კანაფის მოხმარების ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ უარყოფით ეფექტს – მწვავე, ღრუბლოვან გრძნობას, რომელიც ცნობილია როგორც “ტვინის ნისლი” ან “ბურუსი”. ამ მდგომარეობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ტვინის ჯანსაღად ფუნქციონირებაში.
ბევრ ადამიანს, ვინც დიდი ხანია მოიხმარს, კვლავ აქვს პრობლემები ამ მდგომარეობასთან მიმართებაში და ეს დაკავშირებულია მარიხუანას იმ გადაჭარბებულ რაოდენობასთან, რომელსაც ისინი მოიხმარენ. მარიხუანასგან გამოწვეული “ტვინის ნისლი” არის ღრმა გრძნობა, ძილის გამძაფრებული სურვილი, თითქოს თქვენი თავი ცაშია. როგორ გავუმკლავდეთ მარიხუანასგან გამოწვეულ ტვინის ნისლს?!
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოტა ნელა გრძნობთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება. ამასთან, კარგი ამბავია ის, რომ მხოლოდ დროებითია და სამუდამოდ არ გაგრძელდება. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს შემაწუხებელი ან უხერხული მდგომარეობა. მოდით განვიხილოთ რამდენიმე გამოსავალი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რომ დაუბრუნდეთ ჩვეულ ყოფას.
სასმელი
როდესაც გრძნობთ, თითქოს მარიხუანასგან გამოწვეული “ტვინის ნისლი” გაქვთ, უმჯობესია დალიოთ სასმელი. ეს შეიძლება იყოს წვენი, სოდა, წყალი ან ყავა. რატომ? შაქრის მომატება ორგანიზმში ნამდვილად კარგი გზაა თქვენი გონების მობილიზებისთვის. სასმელი ხელს უწყობს ენერგიის მოჭარბებას. მსუბუქი საჭმლის მიღებაც დაგეხმარებათ. თუ ყავის მოყვარული ხართ, მიიღეთ ცხელი ფინჯანი ჯავა ან მოამზადეთ ყინულიანი ჩაი მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. ეს გააუმჯობესებს თქვენს გუნება-განწყობილებას. ამასთან, შეეცადეთ არ დალიოთ ძალიან ბევრი, რადგან კოფეინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
სიბიდი ინჰალაცია
“ტვინის ნისლთან” გამკლავების კიდევ ერთი გზა არის ორთქლის ინგალატორის გამოყენება CBD შტამების მაღალი დონით. ეს არის ამ მდგომარეობით გამოწვეული გრძნობების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდი. სინამდვილეში, ამ გრძნობების შემცირებას შეიძლება მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდეს. CBD– ს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მცირე დოზის შემთხვევაშიც კი და ამიტომ ეს დაგეხმარებათ “ტვინის ნისლით” გამოწვეული სოციალური სტრესის შემცირებაში.
CBD სიფხიზლის გრძნობას და ენერგიას მოგცემთ. რაც მთავარია, მას აქვს ზემოქმედება THC–ზე, რაც შემდგომ ხელს უწყობს ძილიანობის შეგრძნების შემცირებას.
წყალი
წყალი ხელს უწყობს თქვენი სხეულის გაწმენდას და დატენიანებას. როდესაც ამ მდგომარეობის დროს სვამთ წყალს, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი გუნება-განწობილება. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ მარიხუანას მოწევა ამცირებს პირში ნერწყვის გამოყოფას და ამიტომ წყლის დალევა საპირისპირო რეაქციას იწვევს. ეს ასევე ზრდის თქვენს გონებრივ მობილიზებას იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. წყლის დალევა საღ აზროვნებას უწყობს ხელს.
გასეირნება
სუფთა ჰაერზე გასეირნება მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს მდგომარეობას. ჰაერი კვლავ დაიწყებს მოძრაობას თქვენს ფილტვებში და ტვინს მიეწოდა, ამიტომ თავს აღარ იგრძნობთ მოთენთილად და სუსტად.
გამოძინება
მშვიდი და ბნელი ადგილის მოძებნა დასაძინებლად მშვენიერი გზაა გამოსაფხიზლებლად. თქვენ გაიღვიძებთ უფრო განახლებული ენერგიითა და სუფთა გონებით.
როგორ ავიცილოთ თავიდან მარიხუანასგან გამოწვეული “ტვინის ნისლი”
სანამ კანაფს მოიხმართ, კარგია იცოდეთ თქვენი დოზირება. დოზის ოდენობის შემცირება ერთ-ერთი პირველი გზაა ამ მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად.აღალმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაფიო გონება, ვიდრე უფრო მაღალმა THC-ის შტამმა.
თუ “ტვინის ნისლს” რეგულარულად განიცდით, შეიძლება აზრი ჰქონდეს თქვენს მიერ მოხმარებული შტამების აღრიცხვას. ჩაიწერე ისეთი რამ, როგორიცაა დრო, დატვირთვა, დოზის რაოდენობა, მიწოდების ფორმატი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, ასევე შეგრძნება. ეს დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ მარიხუანა მაქსიმალური სარგებელითა და მინიმალური გვერდითი ეფექტებით.
კანაფის შემადგენლობაში შედის 100-ზე მეტი სხვადასხვა ტერპენი და კანაბინოიდი, რომლებიც ჯიშიდან გამომდინარე სხვადასხვა ეფექტს იწვევს სხვადასხვა ადამიანში. იმისმა ცოდნამ, თუ რომელი შტამი და რომელი ტერპენი არ “მოსწონს” თქვენს ორგანიზმს, შეიძლება თავიდან აგაცილოთ უარყოფითი შედეგები.
ამასთან, თუ კანაფის მოხმარების შემდეგ ოდნავ “ნისლში” აღმოჩნდებით, აუცილებელია შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არ არის მუდმივი. მიეცით მას ცოტა დრო და თქვენ უფრო უკეთ იგრძნობთ თავს.