Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

pH Perfect Sensi Bloom Part AB – განხილვა

Sensi-Bloom-A-500-mL

pH Perfect Sensi Bloom Part AB

პრემიუმ, ორ ნაწილიანი ყვავილობის ფაზის საბაზისო მკვებავი. წყალში ხსნადი ფხვნილი.

მაქსიმალურად გააძლიერეთ თქვენი მოსავლის ზრდა პირველადი, მეორადი და მიკროელემენტების სტაბილური ნაკადის დახმარებით, რომელსაც შეიცავს  ეს მარტივად გამოსაყენებელი დანამატი. Sensi Bloom-ის მძლავრი ჩელატების მრავალი ფორმა ამ ფორმულას მცენარისთვის მარტივად ხელმისაწვდომად აქცევს, ხოლო წყალში ხსნადი მშრალი ფხვნილი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ის დიდ მოცულობაში გაურიოთ. ეს კი იდეალურია კომერციული და ლიცენზირებული მწარმოებლებისთვის.

მიეცით მარილებს საშუალება, რომ იმუშაონ თქვენი კანაფისთვის. განასხვავეთ ზრდისა და აყვავების ფაზა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში  ფაქტობრივად გაწირავთ კანაბინოიდებსა და გააფუჭებთ თქვენი მოსავლიანობის ხარისხს.

კომერციული გროვერები, ხშირად ზოგავენ ფულს საკუთარი წარმოების მარილების შერევით, სინამდვილეში კი ამ მეთოდის გამო ბევრად უფრო მეტს კარგავენ. საქმე არც მაშინ მიდის კარგად, როცა საკვებ დანამატებს ახლად წამოწყებული სტარტაპებისგან და AG კომპანიებისგან ყიდულობენ, რომლებიც უხარისხო სასუქს ყიდიან.  კანაფის სასუქების ყველა არსებული კომპანიიდან, მხოლოდ ერთმა ჩაატარა კვლევები, რათა აღმოეჩინა დრამატული განსხვავება მაკრო, მეორად და მიკროელემენტებში, რომლებიც საჭიროა კანაფის ზრდისა და აყვავების ფაზებს შორის. რეალობა შემდეგია : თუ საკვები ნივთიერებების კომპანიას არ ჩაუტარებია კვლევა კანაფის შესახებ და არ იცის, თუ რა არის საჭირო რეალურად თქვენი მოსავლის სრული პოტენციალის გამოსავლენად, მათ ვერ ექნებათ მაღალი ხარისხის პროდუქტი.

Advanced Nutrients-მა 53 ზე მეტი ჯილდო მიიღო იმისათვის, რომ კანაფის კულტივაციაში რევოლუციური ცვლილებები მოეხდინა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა საკვები დანამატების სპეციალურად კანაფისთვის მორგება იყო. არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია კანაფისთვისაა შექმნილი, თუმცა მათი სანდოობა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მათ ეტიკეტებზე ერთი თვალის შევლებაც კი ადასტურებს, რომ მათი პროდუქტები არ არის შექმნილი მაღალი კანაბინოიდური კანაფის მოსავლიანობის ზრდისთვის, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არ არის. მთავარი ინოვაცია Hitting the Shift -ია.

ეს სწორედ ისაა, რაც მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ აღმოაჩინა. მისისიპის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია შეერთებულ შტატებში, რომელსაც კანაფის კვლევის ლიცენზია აქვს.  აგრონომთა ჯგუფმა შეიმუშავა კანაფის სასუქი და საუკეთესო რეპუტაციით ცნობილ გროვერებს შორის მისი გამოცდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ისინი დაუკავშირდნენ Advanced Nutrients, რათა სასუქი გამოეცადათ, კვლევა ჩაატარა დოქტორმა მაჰმუდ ელსოჰლიმ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კანაფის მკვლევარმა. ასეთია კვლევის შედეგები, ორი განსხვავებული სასუქის ეფექტი კანაფზე. გაიზარდა ბიომასა, THC და სიბიდის შემცველობა. 

  • ბიომასა – გაიზარდა 21%-ით
  • THC – გაიზარდა 42.05%-ით
  • სიბიდი – გაიზარა 55.8%-ით

ეს კვლევა კი 2003 წელს ჩატარდა, სწორედ მაშინ, როდესაც Advanced Nutrients იყო მესამე თაობის სასუქების გამოშვებაზე. ამჟამად კი ის უკვე მერვე თაობის სასუქებს უშვებს. ყველას კარგად ესმის ის რომ მარიხუანას კვება და იმ საკვები ნივთიერებების მიწოდება, რომლებიც მათ ზრდისა და ყვავილობის დროს სჭირდებათ მაქსიმალურად უწყობს ხელს მის განვითარებას, მოსავლიანობასა და კანაბონიოდების სიჭარბეს.

კანაფს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ზრდის და ყვავილობის ფაზებში, თუმცა ბევრ სასუქის მწარმოებელ კომპანიას ეს ან არ ესმის, ან უბრალოდ არ სურს, რომ საჭირო კაპიტალი დახარჯოს მის შესაქმნელად. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ, ძველებურ სასუქს ყიდიან, რომელიც პომიდორს ან ყაბაყს უფრო შეეფერება, ვიდრე კანაფს.  ისინი აცხადებენ, რომ მათი საკვები ნივთიერებები შექმნილია კანაფის უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თუმცა მათ არ იციან, რომ “ბალახის” მოთხოვნილებები საგრძნობლად განსხვავდება ზრდისა და ყვავილობის ფაზებში.  მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ფაზაში კანაფი იყენებს მეტ კალციუმს, რკინას, მაგნიუმს და ბორს, თუმცა ნაკლებ აზოტს, კალიუმს, თუთიასა და ფოსფორს. ყვავილობის ფაზაში კი კანაფი შთანთქავს მეტ აზოტს, კალიუმსა და თუთიას, თუმცა ნაკლებ კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ბორს.

თუ თქვენი მოსავლის გენეტიკური პოტენციალი არის 37% , ამ პოტენციალის მისაღწევად ერთადერთი გზა არის Hit the Shift . წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება მცენარისთვის. ის თქვენს მცენარეს დაეხმარება, რომ თავისი გენეტიკური პოტენციალი ყველა კანაბინოიდისა და ტერპენისთვის მაქსიმალურად გამოავლინოს. ეს კორექცირების მთელი სერიაა, მაგრამ სწორ საკვებ ნივთიერებებს შეუძლიათ ყველაფერი თქვენ ნაცვლად შეასრულონ.  თქვენი როლი მარტივია. კანაფის ჭეშმარიტი გენეტიკური პოტენციალის მისაღწევად და თქვენი მოსავლის ღირებულების მაქსიმალიზაციისათვის უბრალოდ უნდა შეამოწმოთ მშრალი სასუქის ეტიკეტი რათა დარწმუნდეთ, რომ საკვები ნივთიერებების კოეფიციენტები ზუსტად იმ შემადგენლობითა და შემცველობითაა, როგორც ეს მცენარეს სჭირდება. თუ ხარისხიანი გენეტიკის მცენარეს ზრდით და ამ პირობასაც ასრულებთ, მაშინ თქვენი მოსავლიანობა გაიზრდება და THC დონე 30%-ით მოიმატებს.  აი როგორ უნდა შევადაროთ მშრალი სასუქის ეტიკეტები, მოდით შევხედოთ ორ წყალში ხსნადი ფხვნილის ეტიკეტს.

Advanced Nutrients VS  Athena

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ Athena იყენებს სამ ნაწილიან სისტემას, რომელიც შედგება Grow, Core და Bloom პროდუქტებისგან, თუმცა მათი ყველა მიკროელემენტი ერთ პროდუქტში, Core-შია თავმოყრილი.  მეორეს მხრივ კი Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom Professional Series არის ოთხ ნაწილიანი სისტემა, ნაწილი A და ნაწილი B როგორც ზრდის, ასევე ყვავილობის ეტაპისთვის.  ეს განსხვავება გადამწყვეტია, რადგან ნაწილი A და ნაწილი B საშუალებას აძლევს Advanced Nutrients სისტემას, რომ გამოიყენოს Hitting the Shift ტექნოლოგია. როდესაც სასუქის მწარმოებელი კომპანია თავის ყველა მიკროელემენტს ერთ პროდუქტში ათავსებს (როგორც Athena’s Core) მას აღარ ეძლევა Hitting the Shift ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა და კანაფის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა. არადა ეს ფაქტობრივად სავალდებულო პროცესია თუ გსურთ, რომ თქვენი მცენარისგან მაქსიმუმი მიიღოთ.  

სპილენძი

Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series შეიცავს 0,002% სპილენძს. Athena’s Core Three Part Nutrient Mix კი 0,01% სპილენძს. როგორც მოგეხსენებათ სპილენძი მთავარ როლს თამაშობს ფოტოსინთეზში, თუმცა ფოტოსინთეზის მისაღწევად კანაფს ძალიან ცოტა სპილენძი სჭირდება. თუ თქვენს მცენარეს იმაზე მეტს მიაწვდით ვიდრე საჭიროა, სპილენძი შეიძლება სწრაფად გახდეს ტოქსიკური და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენის მოსავალს. ცოტაოდენი სპილენძი აუცილებელია თქვენი მცენარეებისთვის , თუმცა მისი ოდნავ გადამეტებული რაოდენობაც კი შესაძლოა ტოქსიკური გახდეს და უარყოფითად იმოქმედოს მოსავლის ხარისხზე, კანაბინოიდების რაოდენობასა და მის ჯამურ მოსავლიანობაზე.

Advanced Nutrients’ Sensi Grow და Bloom შეიცავს 0.002% სპილენძს, რაც არის სპილენძის ოპტიმალური რაოდენობა თქვენი მოსავლის აყვავებისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. Athena-ს პროდუქტი კი თავის მხრივ შეიცავს 0.01% სპილენძს.  თუ მას ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენებთ თქვენი მცენარეები საჭიროზე 400% ით მეტ სპილენძს მიიღებენ. ეს კი ნამდვილად საშინელებაა. სპილენძის ასეთი რაოდენობა შესაძლოა სწრაფად გახდეს ტოქსიკური და დააზიანოს თქვენი მოსავალი.

რკინა

რკინა აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის. კანაფი უფრო მეტ რკინას იყენებს, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უმეტესობა. ზრდის ფაზაში რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოტის ათვისებაში. აყვავების ფაზაში კი კანაფი მას გაცილებით ნაკლებად მოითხოვს, სწორედ ამიტომ, Advanced Nutrients sensi grow and bloom შეიცავს ნაკლებ კრინას Bloom პროდუქტში, ვიდრე Grow-ში.  თუმცა Athena’s Three Part Nutrient Mix ორივე ფაზისთვის ერთსა და იმავე რაოდენობის რკინას შეიცავს. ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან რკინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუშალოს რამდენიმე ძირითადი საკვები ნივთიერებების შეწოვას, განსაკუთრებით კი კალიუმის, რომელიც თქვენს მოსავალს ყვავილობის ფაზაში ყველაზე მეტად სჭირდება იმისათვის, რომ მაღალი შემცველობის კანაბინოიდური კვირტები შექმნას.

Athena-ს პროდუქტი არა მხოლოდ ვერ ახერხებს რკინის სწორად შეცვლას სხვადასხვა ფაზებში, არამედ ისინი იყენებენ ორ ჩელატს EDTA და DTPA-ს რომლებიც რკინის ჩელაციას ნორმალურად ვერ ახდენენ და თქვენი მცენარე მას თითქმის ვერ იღებს. როდესაც თქვენი კანაფი რკინას სათანადოდ ვერ შთანთქავს, მას ერღვევა მეტაბოლიზმი, რაც იწვევს pH პრობლემებს. კანაფი საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის და  მცენარე თავისი პოტენციალის მაქსიმუმს ვეღარ აღწევს.

რაც შეეხება Advanced Nutrients’ Sensi Grow and Bloom-ს. ის შეიცავს ჩელატირებული რკინის სამ ფორმას EDTA , EDDHA-ს და DTPA -ს . ეს უზრუნველყოფს pH-ის უფრო დიდ დიაპაზონს და ბევრად უფრო მაღალ შეწოვას. ჩელაციის პროცესი აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი მოსავლისათვის, მაგრამ ის მოითხოვს pH-ის ზუსტ ბალანსს თქვენს ხსნარში.  კანაფი არის მჟავას მოყვარული მცენარე, რომელიც საუკეთესოდ მოქმედებს 5.5 დან 6.3pH დონეზე. მჟავე რიზოსფერო ქმნის უფრო დიდ და უფრო პროდუქტიულ ფესვებს, გაზრდილი საკვები ნივთიერებებითა და კანაფის ზრდისათვის იდეალური პირობებით. 217 სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ უფრო დიდი ფესვები უფრო დიდ მოსავალს იძლევა. ამიტომ აუცილებელია, რომ უზრუნველყოთ მჟავე რიზოსფერო თქვენი მცენარეებისათვის.

მჟავე ფესვის ზონის შესანარჩუნებლად ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს კათიონები (დადებითად დამუხტული იონები).  კათიონები თქვენი კანაფიდან მჟავე ნივთიერებებს გამოყოფენ, რაც თქვენს რიზოსფეროს უფრო მეტად აძლიერებს. ასე, რომ კათიონები მზარდ გარემოში ამცირებენ pH-ს და გეხმარებიან შეინარჩუნოთ ის საჭირო ადგილას, რაც კანაფს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავისი გენეტიკური პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნოს.

პროდუქტების უმეტესობა, რომლებიც რეკლამირებულია როგორც კანაფის სასუქი, არა მხოლოდ არ შეიცავს კათიონებს, არამედ გადატვირთულია ანიონებით (უარყოფითად დამუხტული იონები), რაც თქვენს ფესვებში ტუტე ნივთიერებების გამოყოფას იწვევს და აიძულებს თქვენს pH-ს, რომ გასცდეს იდეალურ ზონას. ანიონებით მდიდარი პროდუქტები კათიონებისგან განსხვავებით, უბრალოდ არ არის განკუთვნილი კანაფისთვის. თუ თქვენი მიზანი უხვი მოსავლიანობაა, მაშინ კათიონები სწორედ ის არის, რაც ასე ძალიან გჭირდებათ. Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom მდიდარია კათიონებით, როგორიცაა შარდოვანა. კანაფს კი მზარდი გარემოსთვის ეს ნივთიერება ძალიან ესაჭიროება. Athena-ს პროდუქტი , ისევე როგორც კანაფის სასუქებად რეკლამირებულთა უმეტესობა, არ არის კათიონებით მდიდარი და არც შარდოვანას შეიცავს.

კალციუმი

კანაფის შემთხვევაშიც ზუსტად ისეა, როგორც ადამიანის. მოზარდობის პერიოდში სხეული უფრო მეტ კალციუმს მოითხოვს, ვიდრე ზრდასრულობის ასაკში. ზრდასრულობისას კალციუმის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა. კანაფის შემთხვევაშიც სწორედ ასეა, ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა კალციუმის ტოქსიკურობა გამოიწვიოს. იმისათვის, რომ უზრუნველყოთ კალციუმის ზუსტ ნიშნულზე დაჭერა უნდა გამოიყენოთ Advanced Nutrients-ის პროდუქტი , რადგან ის Grow ნარევში ბევრად უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე Bloom-ში.  ამ დროს კი Athena-ს სამნაწილიან საკვებ ნაზავში საერთოდ არ ხდება კალციუმის დოზის ცვლილება.

სწორედ ასეა ბორის, კალიუმის, თუთიის, ფოსფორის და მაგნიუმის შემთხვევაში. Athena ვერ ახერხებს ვერცერთი კომპონენტის სათანადოდ ცვლილებას ერთის გარდა. დიახ, Athena-მ სწორად შეძლო აზოტის დოზირების შეცვლა, თუმცა ისევე როგორც მრავალი სხვა კომპანია, რომლებიც ავრცელებენ რეკლამას, რომ მათი ჩვეულებრივი სასუქები სწორედ რომ კანაფისთვისაა შექმნილი, ერთი ინგრედიენტის დოზირების ცვლილებით ვერასდოს შეძლებენ კანაფში ისეთი შედეგის მიღწევას, როგორსაც გროვერი მოელის. 

სამ ნაწილიანი მკვებავი VS ოთხ ნაწილიანი მკვებავი

Athena-ს სამ ნაწილიანი მკვებავი ნაზავი არ არის კარგი არჩევანი თქვენი მცენარისთვის. უფრო მეტიც, ის უფრო მეტ ზიანს მოუტანს მას ვიდრე სიკეთეს.  რეალობა ისაა, რომ Athena’s Three Part Nutrient Mix არ არის ერთადერთი დაუბალანსებელი სამ ნაწილიანი სისტემა ბაზარზე. სინამდვილეში ყველა სამ ნაწილიანი კვება არასწორია, რადგან ის ვერ ქმნის ზრდისა და ყვავილობის ფაზებს შორის საჭირო გადასვლას. მაგრამ ალბათ იკითხავთ, განა Advanced Nutrients არ ქმნის სამ ნაწილიან თხევად სისტემებსო?

დიახ და მას ჰქვია Jungle Juice Grow, Micro, Bloom. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ბაზარზე საუკეთესო სამ ნაწილიანი კვების სისტემაა, ის მაინც ვერ ახერხებს hit the shift-ს და მისი შედეგები ახლოსაც ვერ მივა ოთხ ნაწილიან Sensi Grow and Bloom Professional Series გამოყენების შემდგომ მიღებულ შედეგებთან. მიკროელემენტების სწორად მიღება აუცილებელია კანაბინოიდების მაქსიმალური წარმოქმნისა და მოსავლიანობის გაძლიერებისთვის. სინამდვილეში ეს არის თამაშის ყველაზე კრიტიკული ნაწილი. თუ მცენარე მიკროელემენტებს სწორად არ მიიღებს, მოსავლიანობა ვერასდროს მიაღწევს პიკის ნიშნულს. მაშინ კი, როდესაც მიკროელემენტები ერთ პროდუქტშია მოთავსებული, როგორც Athena’s Core-ს შემთხვევაში, უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს Hit the Shift და თქვენმა მცენარეებმა თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ. სწორედ ამიტომ Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional სერია შეიცავს ნაწილს A და B ნაწილს, რათა მოხდეს Hit the Shift  და მცენარემ კვირტების დიდი მოსავალი გამოიღოს.

ბაზარზე სხვა ოთხ ნაწილიანი სისტემებიც არსებობს, თუმცა მხოლოდ ამ პროდუქტს აქვს hit the shift ფუნქცია.  მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე უამრავი მშრალი სასუქი გამოჩნდა, მხოლოდ Advanced Nutrients არის ოპტიმიზირებული კანაფისთვის. Advanced Nutrients Sensi Grow and Bloom Professional Series არის სტანდარტიზებული და კონცენტრიდებული, რაც სხვა ბრენდებში დიდი იშვიათობაა. პროდუქტი მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საშუალებებით. კომპანია ინგრედიენტებს სტრატეგიული პარტნიორისგან, ისრაელიდან, იღებს. ისინი კი მცენარეული სასუქების სფეროში მსოფლიო ლიდერები არიან. 

კომენტარის დატოვება