კანაფი ინფორმაცია, პროდუქტები, სახელმძღვანელოები

ყველაფერი ინდიკას (Indica) შესახებ

indika

თვალსაჩინო გაიდი ინდიკას ყველა სახეობაზე, დაწყებული იმით თუ რას კურნავს ის და დამთავრებული მათი საუკეთესო ჯიშებით სახლში გასაზრდელად.

რა არის ინდიკა? 

მარიხუანას საზოგადოებაში გამოყოფენ სამი კანაფის სახეობას: ინდიკა, სატივა და ჰიბრიდი. თუ თქვენ ოდესმე შეგიძენიათ მოსაწევი მაღაზიაში აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ყოველი ჯიში მიკუთვნებულია გარკვეულ კატეგორიას. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ყოველი კატეგორიის ჯიშებს აქვთ თავიანთი უნიკალური თრობის ეფექტი.

მარიხუანას არალეგალური სტატუსის გათვალისწინებით ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობის კვლევები, თუმცა კანაფის ამ კატეგორიებად დაყოფა სულ მცირე მე-18 საუკუნიდან იწყება.

კანაფის ინდიკა როგორც მცენარის ჯიში პირველად გამოავლინა ფრანგმა ბიოლოგმა ჟან ბაპტისტ ლამარკმა 1785 წელს. მან გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენის დეტალები, ინდოეთში არსებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ. ლამარკის თანახმად მცენარის გამორჩევა შეგვიძლია მისი მცირე ზომით და ბუჩქოვანი შეხედულებით. ინდიკას ფოთლები ძირითადად შედარებით განიერია. კანაფი სატივა მისგან განსხვავებით როგორც წესი მაღალი და ფართოა. კანაფის სატივა და კანაფის ინდიკა ორი მთავარი ქვეჯიშია კანაფის მცენარისა. ამავდროულად ჰიბრიდი გამოხატავს ამ 2 ჯიშის შეჯვარების ეფექტებს. 

კანაფის ინდიკა ცნობილია როგორც მაღალ მოსავლიანი მცენარე, სქელი ღეროთი და უფრო მძაფრი სურნელით. წარმოშობით ავღანეთის, პაკისტანის და ინდოეთის მთებიდან. მან ადაპტაცია მოახდინა მკაცრ კლიმატურ პირობებზე და შედეგად იზრდება უფრო სწრაფად, ყვავილობს უფრო ადრე და აწარმოებს უფრო მსხვილ დამცავ ფენებს მოსავლისთვის. იქიდან გამომდინარე რომ ცივ ტემპერატურაზე მოხვედრისას კანაფის მცენარე შესაძლებელია გახდეს ვარდისფერი შეფერილობის, თუ თქვენ წააწყდით ამ ფერის მოსაწევს დიდი ალბათობით ის ინდიკას ჯიშია.

მცენარის სწრაფი ზრდის დრო და მყარი აგებულება მას ხდის უფრო შესაფერისს ახალბედა გროვერებისთვისა და მათთვის ვინც კანაფის გაზრდას სახლის პირობებში ან გროუ ბოქსში აპირებს.

ინდიკას ეფექტები

ინდიკა მცენარე არის ცნობილი როგორც “სხეულის თრობის”, მოდუნებისა და მიძინების მომგვრელად. მარიხუანას ენთუზიასტები მას აღწერენ ისეთი შეგრძნების გამომწვევად რასაც ეძახიან “დივანზე მიჯაჭვულს” (Couch Locked) და ასევე უწოდებენ დივანში ჩამჯდარს (in-da-couch) იმისთვის რომ გახსოვდეთ ინდიკას ეფექტი ყველაე სასიამოვნოა დივანში ჩასაჯდომად და ფილმის საყურებლად. ბევრ მომხმარებელს ურჩევნია ინდიკის მიღება საღამოს განსატვირთად.

სატივა ამისგან განსხვავებით გაძლევთ ენერგიას და გონებრივ თრობას, უმჯობესია მოსახმარად კრეტივის ასამაღლებლად და ფიზიკური აქტივობებისთვის, შესაბამისად მას ხშირად მოიხმარენ დღის საათებში. ჰიბრიდი არის ამ 2 ჯიშს შორის და რომელიც გაძლევთ ორივეს შემადგენელ გარკვეულ ეფექტებს.

სამედიცინო მარიხუანის მომხმარებელი პაციენტები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ჯიშებს სამკურნალოდ . ძირითად შემთხვევებში მოიხმარენ უძილობის, ქრონიკული ტკივილების და აპეტიტის დაკარგვის შემთხვევებში. თუმცა რაღათქმაუნდა მეტი კვლევაა საჭირო სიბიდისა და THC-ის შეფარდების დასადგენად მათი ახალი სამედიცინო პოტენციალისთვის. თუმცა სამეცნიერო ლიტერატურიდან გამომდინარე დავასკვნათ რომ ინდიკას აქვს ბევრად მაღალი სიბიდის შემცველობა და სატივას აქვს უფრო მაღალი THC-ის შემცველობა. CBD თავის თავს უფრო და უფრო წარმოაჩენს როგორც პოტენციურ სამკურნალო საშვალებას, რომელსაც გააჩნია ანთების შესამცირებელი და ანტი-მღელვარების ეფექტების მქონედ. ასევე ის მომხმარებლებს არ აძლევს თრობის ეფექტს.

ინდიკა გენეტიკის დადებითი მხარეები

კანაფის ინდიკა მცენარე როგორც წესი არის პატარა და გამძლე. ასევე არის მარტივი გასაზრდელი და მოსავალს იძლევა უფრო ადრე ვიდრე სატივა. მისი დაბალი სიმაღლე მას ხდის იდეალურს სახლის პირობებში გასაზრდელად და მისი ერთერთი მთავარი პლიუსია მაღალი მოსავალი. თუ თქვენ ხართ დამწყები გროვერი ან სახლის პირობებში გაზრდას აპირებთ, უკეთესია თუ ამ სახეობის ნერგს შეიძენთ. ინდიკას მარიხუანა ასევე წარმოაჩენს მრავალ სარგებელს სამედიცინო და რეკრეაციული მოხმარებისთვის.

რეკრეაციულად, ინდიკას პლანი უფრო გამოიყენება კინოს ყურების წინ, რელაქსაციისა და დასვენების წინ ან დაძინების წინ. ზოგადად იგი გვიღძრავს, სიხარულის, ეიფორიის, შიმშილისა და ძილის შეგრძნებებს. ეს თრობა აღიწერება როგორც, კუნთების მომდუნებლად და მსგავსია ტკივილგამაყუჩებლისა.

სამედიცინო გადმოსახედიდან, ინდიკას მოსაწევი გამოიყენება ძილის პრობლემების, კუნთის სპაზმების, ქრონიკული ტკივილების, მღელვარების, პოსტ ტრამვული სტრესის და მადის დაკარგვის სამკურნალოდ. მაღალი სიბიდის შემცველობა ინდიკას მოსაწევში, სურვილს უჩენს ბევრ სკლეროზით, ფიბრომიალაგიით და ლუპუსით დაავადებულ პაციენტებს მოიხმარონ CBD-ის პროდუქტი. კიდევ ბევრი სამეცნიერო კვლევაა საჭირო იმისთვის რომ საბოლოოდ დავადგინოთ თუ როგორ უნდა გამოიყენებოდეს ინდიკა მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის.

ყველაზე პოპულარული ინდიკა ჯიშები:

2 thoughts on “ყველაფერი ინდიკას (Indica) შესახებ

კომენტარის დატოვება