Advanced Nutrients სასუქების განხილვა, პროდუქტები

Big Bud – Advanced Nutrients განხილვა

big-bud

Advanced Nutrients Big Bud უზრუნველყოფს მცენარეს აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც არამხოლოდ ხელს უწყობენ კვირტების განვითარებას, არამედ ზრდიან მათ ზომასაც და ხარისხსაც. შედეგად ვიღებთ უხვ მოსავალს შესანიშნავი არომატით!

დიდი ალბათობით თქვენ იმ გროვერების 91.7% ს მიეკუთვნებით, რომლებიც ყვავილობის გამაძლიერებს იყენებენ, რათა ყვავილობის ყველა ციკლმა წარმატებით ჩაიაროს. ასე რომ ბუნებრივია გსურთ დარწმუნდეთ თქვენი გამაძლიერებლების ხარისხსა და პოტენციალში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თქვენ ეძებთ აყვავების გამაძლიერებელ ეფექტს, რომელიც მოიცავს უფრო დიდ, მძიმე მკვრივ ყვავილებს.

გსურთ, რომ ყვავილი აღსავსე იყოს საჭირო ცხიმებით, არომატული ნივთიერებებით, ტერპენოიდებით და სხვა მსგავსი პოტენციური ფაქტორებით. გსურთ, რომ მიიღოთ კანაფის დიდი მოსავალი.

როგორ აპირებთ სასურველი შედეგების მიღებას? მხოლოდ ფოსფორისა და კალიუმის დახმარებით ეს ძალიან გაგიჭირდებათ, არა და გამაძლიერებლების შემადგენლობაში ძირითადად მხოლოდ ეს ორი ელემენტი შედის.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ სხვადასხვა გამაძლიერებლებში არასწორი თანაფარდობითაა განაწილებული ფოსფორისა და კალიუმის წილი. ზოგიერთში მათი წილი საერთოდ ორმაგია, თუმცა ეს მცენარისთვის სასარგებლო არ არის, რადგან აყვავების ეტაპზე მცენარე კალიუმს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს, ვიდრე ფოსფორს. შესაბამისად შესაძლებელია თქვენს მცენარე საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიდეს. 

გარდა ამისა, როდესაც მცენარე დიდი რაოდენობით იღებს ფოსფორს, შესაძლოა მის სიჯანსაღეს საფრთხე შეექმნას.  არამხოლოდ ეს, შესაძლოა მოსავალს მწარე გემო გაუჩნდეს და მოწევის დროს ყელი და ფილტვები გატკინოთ.

ფოსფორი და კალიუმი მხოლოდ ნაწილია Big-Bud-ის გრაფაში. დიდი ყვავილის გასაზრდელად იმაზე მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე მცენარისთვის კალიუმისა და ფოსფორის სწორი რაოდენობით შეფარდებაა.

აღმოჩნდა, რომ კვირტი ყველაზე კარგად მაშინ იზრდება, როდესაც მცენარეს ამინო მჟავების სრული სპექტრი სწორ ფორმებში მიეწოდება. ეს მცენარის „მშენებლობისთვის“ ცილების, ტერპენოიდების და ალკალოიდების აგურებსა და ბლოკებს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მცენარეს 20 L ფორმის ამინომჟავები უნდა მიაწოდოთ, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია L-ტრიპტოფანის, L-ცისტეინის, L-გლუტამატის და L-გლიცინის სწორი დოზირება.

რატომ არის ამ ოთხი L ფორმის ამინო მჟავები ასეთი მნიშვნელოვანი? თქვენი მცენარეები იყენებენ L-ტრიპტოფანს, რათა შექმნან მნიშვნელოვანი ყვავილოვანი ზრდის ჰორმონი, რომელსაც ეწოდება ინდოლის ძმარმჟავა (IAA). IAA-ს სინთეზის გაძლიერება თქვენს ყვავილს გაზრდის უფრო დიდ პოტენციალს აძლევს.

L-ცისტეინი უზრუნველყოფს გოგირდს და L-გლიცინთან ერთად არის მთავარი ელემენტი მცენარეთა შიდა დამცავი ნაერთის გლუტათიონის ფორმირებაში.

იმის გამო, რომ სახლის პირობებში, გროუ ბოქსში მცენარის გაზრდა ძირითად შემთხვევებში მცენარისთვის სტრესს წარმოადგენს, ქსოვილის ნიმუშები აჩვენებს, რომ ბევრ მცენარეს აქვს გლუტათიონის დეფიციტი, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

მცენარის ფორმირებაში სჯობს  L ფორმის ამინომჟავები გამოიყენოთ, რადგან  D ფორმის ამინომჟავები ბევრად უფრო რთული შესაწოვია მცენარისათვის.

big bud

Big Bud

მცენარეს ოცივე ამინომჟავა ესაჭიროება გაზრდისა და განვითარებისთვის, მაგრამ ზოგიერთი ამინომჟავა მცენარისთვის უფრო რთული შესაწოვია. გამაძლიერებლების უმეტესობა კი მხოლოდ D ამინო მჟავებს შეიცავს. მცენარეებს მათი გამოყენება უჭირთ, რადგან ისინი ნაკლებად ხსნადია წყალში. 

გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ მხოლოდ L ფორმის ამინო მჟავები წარმოადგენენ მცენარისათვის იდეალურ ფორმებს, რადგან ისინი მარტივად შეიწოვებიან და გარანტირებულად გვაძლევენ სასურველ მოსავალს.იზრუნეთ თქვენი ყვავილის ზრდასა და მის სუნთქვაზე, მეტაბოლიზმსა და განვითარებაზე.

თქვენ უკვე წაიკითხეთ, რომ კალიუმისა და ფოსფორის სწორი თანაფარდობა და L ფორმის ამინო მჟავები თქვენს მცენარეს გაზრდა განვითარებაში ეხმარება, თუმცა Big Bud  ამაზე მეტს აძლევს თქვენს მცენარეს. მაგალითად ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ლიმონმჟავა. ის პირდაპირ ამარაგებს უჯრედულ რესპირაციას და თქვენს მცენარეს ეხმარება ფესვებიდან საკვების მიღებასა და მის სწორ გადანაწილებაში . ეს თქვენს მარიხუანას მცენარეს საშუალებას აძლევს , რომ შაქარი ენერგიად გარდაქმნას.ასკორბინის მჟავა კი (ასკორბატის სახით) აჩქარებს ფოტოსინთეზს.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასკორბინის მჟავა, ლომონმჟავა, L ფორმის ოცივე ამინომჟავა, კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი სწორი თანაფარდობით გვხვდება ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ კვირტების გამაძლიერელ Big Bud-ში.

აი რას ვიღებთ გარანტირებულად Big Bud-ის მოხმარების დროს

  • მეტ ყვავილს
  • უფრო დიდი ყვავილებს
  • უფრო ძლიერ ყვავილებს
  • მაღალი საბაზრო ფასეულობის ყვავილს
  • თხევად ფორმულად უფრო სწრაფი შერევისა და შეწოვისთვის.

როდესაც შედეგებს თქვენი თვალით ნახავთ და სხვა ფაქტებსაც გადახედავთ, თქვენც დაგვეთანხმებით, რომ Big Bud გვთავაზობს კვირტების გაძლიერებისა და მისი საჭირო ინგრედიენტებით მომარაგების მოსახერხებელ და საიმედო გზას. ამ პროდუქტით თქვენი კანაფის მცენარის გამოკვება მასზე ძალიან კარგად აისახება, რადგან ის მიიღებს L ტიპის ამინო მჟავებსა და მასთან ერთად სხვა ინგრედიენტებსაც, რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის თქვენს მცენარესა და იზრუნებს იმაზე, რომ უფრო დიდი და მბზინავი ყვავილები გაუჩნდეს.

  I კვირა II კვირა III კვირა IV კვირა V კვირა VI კვირა VII კვირა
 
Big Bud    2მლ/ლ 2 მლ/ლ 2 მლ/ლ      


1 ჩაის კოვზი = 5mL  |  1 სუფრის კოვზი = 15 mL  |  1 უნცია = 30mL  |  1 ჭიქა = 240 mL

შენიშვნა: Advanced Nutrients-ში ჩვენ არ ვიყენებთ პაკლობუტრაზოლს, დამინოზიდს ან მცენარეთა ზრდის სხვა აკრძალულ რეგულატორებს ჩვენს პროდუქტში.

Advanced Nutrients-ის ყველა პროდუქტის სანახავად ეწვიეთ ბმულს

 

კომენტარის დატოვება